Tuesday, 11 February 2025

ბავშვთა ფსიქოლოგია

  







 ბავშვების ფსიქოლოგია და აღმზრდელების როლი                                                              

ბავშვის გონებრივად განვითარებაში, სკოლამდელი აღზრდის სისტემა არსებუთად მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს პერიოდი არა მხოლოდ ცოდნის შეძენას, არამედ სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარების განვითარებასაც მოიცავს. ცხადია,, რომ ადრეული ასაკი ბავშვის ტვინის განვითარების ინტენსიური ფაზაა. ამ პერიოდში პატარები ითვისებენ კომუნიკაციის უნარებს, ემოციურთვით გამორკვევას და სოციალურ ინტეგრაციას. ფსიქოლოგები ხაზს უსვამენ, რომ აღსაზრდელების ემოციური უსაფრთხოება და სტაბილური გარემო, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის შემდგომ ქცევასა და სწავლის პროცესზე. აღმზრდელები კი, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვის პიროვნების ფორმირებაში. მათ უნდა შექმნან უსაფრთხო და მეგობრული გარემო, სადაც პატარები თავისუფლად გამოხატავენ ემოციებს და იძენენ ახალ ცოდნას. აღმზრდელებს ამოცანაა ინდივიდუალური მიდგომა, თითოეული ბავშვის უნარების აღმოჩენა და მათი წახალისება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, აღსაზრდელების ემოციური მხარდაჭერა, მათ თვითგამორკვევაში ხელშეწყობა, გაცნდებისა და საჭიორებების აღიარება; სოციალური უნარების განვითარება, გუნდურ თამაშებში და სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა; ასევე, შემოქმედებითი სწავლება და კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბება. ამ მხრივ, აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა, თითოეული ბავშვის უნარებისა და ინტერესების აღმოჩენა, სადაც პატარები თავისუფლად გამოხატავენ აზრებსა და ემოციებს.ამდენად, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და არა მხოლოდ, პიროვნული ზრდის საწინდარია, კარიერული წარმატებისადა სოციალური ინტეგრაციის გარანტიაც.

ამ მხრივ, შესანიშნავი გარემოა შექმნილი თბილისის 76-ე ბაგა-ბაღში, სადაც უდიდესი ყურადღება ექცევა თითოეული ბავშვის უნარებისა და ინტერესების განვითარებას. დირექტორი ნატო გაბისიანი თავის მაღალკვალიფიციურ კოლექტივთან ერთად, თავდაუზოგავად იღწვის იმისთვის, რომ პატარებს ყურადღება არ მოაკლდეთ და საბავშვო ბაღში გატარებული წლები,მთელი ცხოვრება სასიამოვნოდ დაამახსოვრდეთ. კომპეტეტური და უნარიანი დირექტორის თაოსნობით ბაგა-ბაღში ლამაზი დასაინტერესო ცხოვრება ჩქეფს,სადაც ჩვენი ქვეყნის ღირსეული მამულიშვილები იზრდებიან.

              მზია გოგოძე




No comments:

Post a Comment

ყოველ გაზაფხულს მახსენენდება

 ვერის პარკში ვსეირნობდი მეგობართან ერთად. უჩვეულოდ ხალხმრავლობა იყო. აპრილის თბილი დღეები იდგა. სიო ნაზად უბერავდა და არხევდა  აკვირტულ  ხე...