Tuesday, 10 July 2018

თბილისის გენგეგმა

                       დედაქალაქის გენგეგმის პროექტი შექმნილია


           
 
     უკვე მრავალი ათეული წელია, დედაქალაქს გენერალური განვითარების გეგმა არ გააჩნდა, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნიდა ქალაქის განვითარების, არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებისა და მწვანე ნარგავების განაშენიანების კუთხით. იმედია, ახალი გენგეგმა მოაწესრიგებს თბილისში არსებულ ქაოტურ მშენებლობებს, სარეკრიაციო ზონას, პარკირების სისტემას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
   დედაქალაქის მერის კახი კალაძის განცხადებით, გენგეგმის პროექტი გათვალისწინებულია ქალაქის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაზე, რომელიც ითვალისწინებს მწვანე სივრცეების მოწსერიგებასა და ქაოტური მშენებლობების მოგვარებას. მისი თქმით, დოკუმენტის უმთავრესი მიმართულება, ხაზი  - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და ქალაქის კონცეფცია, თავიდანვე დადებითად შეფასდა.
    ,, ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების ეტაპზე. დაიხვეწა რუკა, რომელზეც დატანილია გაცემული სამშენებლო ნებართვაები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, უზრუნველყოფილია შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის. იქ მოცემულია, რომ მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოხდეს კვლევების ჩატარება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებების მიღება. ეს არეალებია ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა",- განაცხადა კახა კალაძემ.
      საგულისხმოა, რომ წარმოდგენილ გენგეგმაში, გათვალისწინებულია ოთხი ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და თერთმეტი განაშენიანების ჩარჩო გეგმა კერძოდ: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, დიღომი, თბილისის ზღვა და ა.შ. ასევე, შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, როგორიცაა ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება.
 აღსანიშნავია, რომ გენგეგმის პროექტი უკვე საკრებულოშია, ხოლო მისი განხილვა აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან შევა.
           
                                                    მზია გოგოძე

მუსიკალური ფესტივალი ბათუმში

                     

                                ,,ვარსკვლავები''-ს წარმატება
   
     
   
     ,,ვანდერლენდი’’-ასე ეწოდებოდა  საერთაშორისო მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ფესტივალს, რომელიც ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობდნენ კონკურსანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.                                   
      საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 14 ქვეყნის      წარმომადგენელმა ქორეოგრაფიულმა, მუსიკალურმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა.
    ფესტივალის შთბეჭდილებებს გვიზიარებს მუსიკოსი და ანსამბლ ,,ვარსკვლავების'' დამფუძნებელი ირმა ლილუაშვილი.
 
         -ასეთი ტიპის ფესტივალების გამართვას, დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა  ნიჭიერი ახალგაზრდები გამოვლინდnen და isini სხვადასხვა პრიზებით წახალისdnen. Aასევე, საერთაშორისო ფესტივალი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მონაწილეები ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის კულტურას და ამყარებენ ერთმანეთთან მეგობრულ, საქმიან ურთიერთობებს. მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარსდგნენ  თბილისის ანსამბლი ,,ბზიკები’’ და დათო ფორჩხიძის სტუდიის სოლისტები. ასევე, იმერეთის რეგიონს წარმომადგენლები ანსამბლი  ,,ვარსკვლავები’’ და სოლისტები  მარიამ ქარქაშაძე და ნინი მაჭარაშვილი. სოფელ ძევრის საჯარო სკოლის ,,Mak Georgia'’-ს სოლისტები ნანა სოფრომაძე და გიორგი აბჟანდაძე. ასევე,  თერჯოლის შეზრუდული შესაძლებლობის მქონე, პროექტ ,,იმედის სხივი’’-ს მონაწილეები საბა და ლუკა მურადაშვილები, შაკო ჭანტურიძე, მარიამ კლდიაშვილი და გიორგი ქემოკლიძე, (ხელმძღვანელი ნაირა ნიკოლაძე). Fფესტივალის ფარგლებში გაიმართა  გამოფენაც, სადაც წარმოდგენილი იყო  თერჯოლის მოსწავლეთა სახლის თექა-გობელენის კოორდინატორის ხათუნა გურულის და მისი მოსწავლეების: თინათინ ჩუბინიძის, ლანა ჭანტურიძეის, ანა გეწაძის, ნინო ხუჯაძის და ქრისტინე მაკარიძის შექმნილი ნამუშევრები. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გრანდიოზულ კონკურში, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირველი ადგილი ერთობლივი სიმღერისთვის,  ანსამბლ ,,ვარსკლავებ’’-ის, სოლისტებმა მარიამ ქარქაშაძემ, ნინი მაჭარაშვილმა და ჯგუფმა  ,,Mak Georgia'-მ მოიპოვეს. Gგამარჯვებულები
დაჯილდოვდნენ სამახსოვრო თასით და მოიპოვეს 40% დაფინანსება  და ბულგარეთის ფესტივალზე მონაწილეობის საგზური. ასევე, პირველი ადგილის მფლობელი გახდა ჩემი ბათულელი მოსწავლე მარიამ რომანაძე, რომელიც ლიტვის ფესტივალის საგზურით დაჯილდოვდა. ვულოცავ ყველას წარმატებას, დიდ მადლობა  ,,Mak Georgia''-ს დამფუძნებელს რეზო ჩინჩალაძეს ფინანსური მხარდაჭერისთვის, ასევე   ,,Team travel Georgia''-ს ,, სტუდია- N’’N’’-ს და პროექტის ორგანიზატორებს. 
Aაქვე აღინიშნოს, რომ ანსამბლი  ,,ვარსკვლავები’’ და სხცა ზემოთ ჩამოთვლილის მონაწილეები, სულ ახლახანს იმყოფებოდა  ფესტივალზე თურქეთში, კერძოდ კაპადოკიაში, საიდანაც დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. Fფესტივალს ხელმძღვანელობდა ანი (არმი) მატევოსიანი და ჯგუფის წევრებს შორის იყო მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა, რომელმაც თავისებური ხიბლი შესძინა ჩვენს მოგზაურობას.  


-ქალბატონო ირმა, როდის შექმენით ანსამბლი ,,ვარსკვლავები’’ და ძირითადად, რომელი ჟანრის სიმღერებს მოიცავს თქვენი რეპერტუარი? 

   -ანსამბლი ,,ვარსკვლავები’’  2002 წელს ჩამოვაყალიბე ქალაქ თერჯოლაში.  ჩვენი მიზანია საესტრადო სიმღერების პოპულარიზაცია და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა. ანსამბლის რეპერტუარი შედგება როგორც ქართული, ასევე უცხოური სიმღერებისგან. ანსამვლში, ძირითადად,  გაწევრიანებულია მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვები. დედაქალაქიდან რაიონში გადავინაცვლე და თითქმის ნულიდან დავიწყე ყველაფრის შექმნა, რაც არ იყო მარტივი. იყო სირთულეებიც და წარმატებებიც. კარგად მახსოვს პირველი კონკურსი, რომელიც ანსამბლ ,,გვირილა’’-მ და თამაზ ქაჯაიამ ჩაატარა, სადაც პირველი ადგილი
მოვიპოვეთ და ესპანეთის ფესტივალის საგზურის 100 პრცენტიანი დაფინასება მივიღეთ. ეს იყო ერთგვარი ტრამპლინი ჩვენს მუსიკალურ ცხოვრებაში, რამაც დიდი პოპულარობა მოგვიტანა. დიდი დაინტერესება იყო როგორც მშობლების, ისე  ბავშვების მხრიდან და ჩვენი ანსამბლის შემადგენლობაც გაიზარდა. ვმონაწილეობთ სხვადასხვა პროეტქებში და კონცერტებს ვატარებთ ადგილობრივი რაიონის სცენაზე, ასევე ვმონაწილეობთ ფესტივალებში და კონკურსებში, საიდანაც დიპლომებიტ და სიგელებით ხელდამსვენებულები ვბრუნდებით. ნორჩ მომღერლებთან ერთად უკვე ვემზადებით გულგარეთში ფესტივალზე გასამგზავრებლად, საიდანაც იმედია, გამარჯვებულები დავბრუნდებით.
   
                                      მზია გოგოძე

       

  წერილი გამოქვეყნდება ჟურნალ ,,მედიატორში''

Tuesday, 3 July 2018

ფბ სტატუსი


გაუსაძლისი სიცხით შეწუხებულმა, წყლის დასალევად შადრევანს მივაშურე. შადრევნს მტრედები შესეოდნენ და წყლით გრილდებოდნენ. მე ჩემს რიგს დაველოდე, მტრედებს ფოტო გადავუღე და იქვე ახლოს ჩამოვჯექი. ტელეფონიც სკამზე დავდე... სიცხემ ისე გადამავიწყა ტელეფონი, რომ მხოლოდ სახლში მისვლისას გამახსენდა... აფორიაქებული ტელეფონის მოსაძებნად ქუჩაში გამოვარდი... და მოულოდნელად ჩემს მეორე ტელეფონზე ზარი შემოვიდა,, არც კი მახსოვს როგორ ვუპასუხე, მაგრამ სიხარულმა ,,გამომაფხიზლა'' ახალგაზრდა ღვთისნიერმა ადამიანმა მაუწყა, რომ მან იპოვა ჩემი პირველი ტელეფონი (საკონტაქტოში ასე მაქვს მინიშნებული და სწორედ ასე მიპოვა).
ეს ახალგაზრდა 24 წლის, ქუთაისელი გიორგი მანაგაძე აღმოჩნდა. მართლაც წესირი და სანდომიანი პირობნება. უამრავი მადლობა მას და მის მშობლებს ასეთი კარგი ადამიანის აღზრდისთვის! რა ბედნიერებაა, როცა ასეთი ადამიანები არსებობენ, სიხარულს მოგანიჭებენ და სიცხესაც დაგავიწყებენ!

Monday, 2 July 2018

ფბ სტატუსი

 
ერთი დიდი ხნის ნაცნობი, მამრობითი სქესის წარმომადგენელი შავ სიაში შევიყვანე!
მიზეზი არის: გადაჭარბებული ფამილიარობა და ზედმეტად თამამი, ჩემთვის შეურაცხმყოფელი შეტობინებები. :)
რახან  სოციალურ ქსელში ვეღარ მომწერა, სატელეფონო შეტყობინება გამომიგზავნა - არ დამბლოკო, თორემ შენზე ცუდ რაღაცაებს ვილაპარაკებ, სახალხოდ შეგარცხვენ რომ დამბლოკეო :) 
ასეთ არსებას შეიძლება კაცი ეწოდოს? 
კაცია-ადამიანი?! (ი.ჭ.)




🤔    კა 

Thursday, 28 June 2018

შეხვედრა ვაჟა აზარაშვილთან

              საღამო, სადაც მუსიკისა და პოეზიის სურნელი ტრიალებდა




       მწერალთა სახლში, რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით გაიმართა შეხვედრა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილთან და პოეტ მანანა დანგაძესთან. საღამო იყო დაუვიწყარი და შთამბეჭდავი...
  იყო მუსიკისა და პოეზიის ზეიმი, ხალხით სავსე დარბაზი, დიდი ოვაციები და მქუხარე ტაში... სასიამოვნო მოსასმენი იყო, კომპოზიტორის მიერ ნამღერი ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები და მისი მეუღლის მიერ ლექსად თქმული სიყვარული ( ,, სიყვარული მზის ფერია''). საღამოს საოცარი ელფერი შესძინა,დიდებული კომპოზიტორის მიერ ექსპრომტად შესრულებულმა ტანგომ და ბატონი ვაჟას ხალასმა იუმორმა.
   ,,ის აქ არის''- და მუდამ იქნება - თავისი უკვდავი შემოქმედებით! ყველაზე მთავარი რეგალია კი, მისთვის ,,ის ალალი ტაშია, რომელიც საზოგადოებისგან ერგო''(ვ. ა.)

Monday, 25 June 2018

ფბ სტატუსი





 
,,არსებობს თუ არა უმადურ ადამიანზე დიდი ურჩხული ამ ქვეყნად?'' -იკითხა შექსპირმა
 პასუხი - არა!

Saturday, 9 June 2018

კაპადოკია (ფბ სტატუსი)

დასრულდა ჩვენი 6 დღიანი, საინტერესო შტიხებითა და კურიოზებით აღსავსე მოგზაურობა. მოხიბლულები ვართ კაპადოკიის ღირშესანიშნაობებით, პანორამული ხედებით და ბუნების საოცრებებით. აქ მართლაც, ლეგენდებსა და რეალობას შორის ზღვარი არ არსებობს, სადაც ბუნებისა და ადამიანის შემოქმედება სინთეზურად არის შერწყმული და თითოეულ მნახველს აჯადოებს და საოცრებათა ქვეყანაში ამოგზაურებს.






მოგზაურობა

  🇮🇹სამხრეთ იტალიაში  მოგზაურობა მართლაც,    დაუვიწყარი თავგადასავალია.ეს იყო ახალი ემოციების და    შთაბეჭდილებების    აღმოჩენა,  იტალიური...