დედაქალაქის გენგეგმის პროექტი შექმნილია
უკვე მრავალი ათეული წელია, დედაქალაქს გენერალური განვითარების გეგმა არ გააჩნდა, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნიდა ქალაქის განვითარების, არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებისა და მწვანე ნარგავების განაშენიანების კუთხით. იმედია, ახალი გენგეგმა მოაწესრიგებს თბილისში არსებულ ქაოტურ მშენებლობებს, სარეკრიაციო ზონას, პარკირების სისტემას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
დედაქალაქის მერის კახი კალაძის განცხადებით, გენგეგმის პროექტი გათვალისწინებულია ქალაქის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაზე, რომელიც ითვალისწინებს მწვანე სივრცეების მოწსერიგებასა და ქაოტური მშენებლობების მოგვარებას. მისი თქმით, დოკუმენტის უმთავრესი მიმართულება, ხაზი - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და ქალაქის კონცეფცია, თავიდანვე დადებითად შეფასდა.
,, ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების ეტაპზე. დაიხვეწა რუკა, რომელზეც დატანილია გაცემული სამშენებლო ნებართვაები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, უზრუნველყოფილია შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის. იქ მოცემულია, რომ მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოხდეს კვლევების ჩატარება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებების მიღება. ეს არეალებია ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა",- განაცხადა კახა კალაძემ.
საგულისხმოა, რომ წარმოდგენილ გენგეგმაში, გათვალისწინებულია ოთხი ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და თერთმეტი განაშენიანების ჩარჩო გეგმა კერძოდ: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, დიღომი, თბილისის ზღვა და ა.შ. ასევე, შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, როგორიცაა ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება.
აღსანიშნავია, რომ გენგეგმის პროექტი უკვე საკრებულოშია, ხოლო მისი განხილვა აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან შევა.
მზია გოგოძე

No comments:
Post a Comment