Thursday, 12 July 2018

განათლება

                           სიახლეები განათლების სფეროში
                     
       
     ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი ტრადიციული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე სასწავლო დაწესებულებაა, რომლის კურსდამთავრებულები ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან. იგი გამორჩეულია იმითაც, რომ ერთადერთი საჯარო სკოლაა, რომელსაც ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსი აქვს და მაღალ შედეგებზეა ორიენტირებული.

     სასწავლო პროცესში განხორციელებულ ცვლილებებზე, ახალ სახელმძღვანელოებზე, მოზარდთა ძალადობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება 23-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაგდა ბარამიძე.
       -თავდაპირველად, უნდა აღვნიშნო, რომ განათლების სფეროში უკვე ოცი წელიწადია  ვმუშაობ, მაგრამ ერთი წელია, რაც 23-ე საჯარო სკოლას ჩავუდექი სათავეში, რაც ჩემთვის დიდი პტივი და პასუხისმგებლობაა. 23-ე სკოლის  შენობას და კედლებსაც კი, სხვა ხიბლი აქვს და ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც აქ მოღვაწეობდნენ, ესენია: ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო კეცხოველი, დიმიტრი უზნაძე, დუშა წერეთელი (ჟანრი ლოლაშვილის დედა), თინა კაჭარავა და სხვა მრავალი. სკოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით, რომლებიც სხვადასხვა სფეროს ცნობილი და ღირსეული წარმომადგენლები არიან და რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ვცდილობ, სკოლის არსებული ტრადიცია შევინარჩუნო და სასწავლო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლეებით გავამდიდრო. ეს სკოლა ყოველთვის ფრანგულ ენასთან ასოცირდებოდა, რადგან დაარსების დღიდან, ჯერ კიდევ, როცა გიმნაზია იყო, მაშინაც კი უცხო ენები იყო აქცენტირებული. შორეულ წარსულში, სკოლის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად სტადიონია, ფრანგი ქალბატონები – მადამები ცხოვრობდნენ, რომლებიც მაშინდელ გიმნაზიაში ფრანგული ენის გაკვეთილებს ატარებდნენ. სკოლას მჭიდრო კავშირები ჰქონდა ფრანგულ ენოვან სახელმწიფოებთან: საფრანგეთთან, ბელგიასთან და ხორციელდებოდა გაცვლითი პროგრამებიც. წლების წინ, განათლების პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად, ინგლისური ენა გახდა პრიორიტეტული და სამწუხაროდ, ფრანგულა ენა თითქოს მიღმა დარჩა. თუმცა, ჩვენი ფრანგული ენის კათედრის მარალკვალიფიციური პედაგოგების თავდადებით,  აღნიშნული ენის სწავლება ერთი დღითაც არ შეწყვეტილა. მიხარია, რომ 23-ე სკოლამ უკვე ერთი წელია, კვლავ აღიდგინა ფრანგულა ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსი, რასაც წინ უძღოდა საზოგადოების მოთხოვნა და განათლების სამინისტოს დიდი მხარდაჭერა. იგი, ერთადერთი საჯარო სკოლაა,  სადაც ფრანგული ენის შესწავლა იწყება პირველი, ხოლო ინგლისური მეორე კლასიდან. ამისთვის, კომპეტენტურ სპეციალისტებთან ერთად, სპეციალური ინოვაციური პროგრამაც შეიქმნა, რომლის მომზადებაში მონაწილეობდნენ  სხვადასხავა უწყების წარმომადგენლები. აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს წარმომადგენელს ლია ბეჟანიშვილს,  ფრანგულ ინსტიტუტს, პარტნიორ ორგანიზაციებს; ასევე,  ილიაუნს - მზაღო დუხტურიშვილს, დედაუნივერსიტეტს - მაია გაბუნიას, ალმამატერს - თამარ გაგოშიძეს, მასწავლებლის სახლს და ექსპერტს მაკა ნადარეიშვილს, რომელმაც აკადემიური მიმართულება მისცა გრანგული ენის პროგრამას.  ასევე, მადლობას იმსახურებს სკოლის ფრანგულა ენის კათედრა და პედაგოგები: ეთერ ხასია, ქეთი ძულიაშვილი, დალი გოცირიძე და სხვები. ჩვენთან სტუმრობისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც ამავე სკოლის  მოსწავლე იყო, აღნიშნა, რომ 23-ე სკოლელები აღმოჩნდნენ ყველაზე დიდი ფრანკოფილელები და ეს ძალიან გვეამაყება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 23-ე სკოლას ფრანგული ენის პოპულარიზაციაში მხარში დაუდგა არამარტო განათლების სამიიინისტრო, არამედ დედაქალაქის  თითქმის ყველა სკოლა. აქვე გეტყვით, რომ  განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების ხელშეწყობით, შემუშავდა პროექტი, რომლის ფინალური  და გრანდიოზული ღონისძიება, რამდენიმე თვეში ყვარელში გაიმართება.

   -ქალბატონო მაგდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რა სიახლეები განახორციელა სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით?

   -წელს, უპრეცედენტო შემთხვევა იყო ის, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების და შერჩევის პროცესში ჩაერთნენ სკოლების პროფესიონალი პედაგოგები. მასწავლებლების პაქტიკული და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული იყო მათი აზრი და ასე შეირჩა სახელმძღვანელოები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, აღნიშნულ საკითხზე ხანგრძლივად იმუშავა, თავდაპირველად, სახელმძღვანელოების განხილვის პროცესი საჯაროდ წარიმართა, ნიმუშები ინტერნეტ სივრცეში განთავსდა და კომპეტენტური მოსაზრბების შეჯერების შედეგად აირჩა საუკეთესო ვარიანტი.

   -არსებული სასკოლო სახელმძღვანელოები, საკმაოდ მძიმე წონის და დიდი მოცულობისაა, რაც რთული სატარებელია  დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. საინტერესოა ახალი წიგნების სტანდარტი და ფორმა, მცირე ასაკის მოსწავლეებისთვოს შეცვლილი იქნება?
    -რა თქმა უნდა, ტექნიკური პარამეტრებიც (წონა, მოცულობა) იყო გათვალისწინებული. ამ ეტაპზე, ყველა გამომცემლობა ინდივიდუალურად ხვდება სკოლის წარმომადგენლებს. აღნიშნულ საკითხზე ჩუღურეთის რაიონის სკოლების ლოკაცია ჩვენთან არის განთავსებული. გამომცემლები, ნიმუშებს ბუკლეტების სახით გვირიგებენ და ყველა ნიუანსის გათვალისწინების საფუძველზე, ახალი სასწავლო წლისთვიდ წიგნები უკვე მზად იქნება. მოუთმენლად ველოდები ახალი სახელმძღვანელოების ხილვას.

   -სკოლის პროგრამულ ნაწილში რა ცვილებებია?

 -იცვლება საათობრივი ბადე პირველიდან მეექვსე კლასებში, ხოლო მე-3 და მე-4 კლასებში დაემატა ახალი საგანი ,,მე და საზოგადოება’’, რომელიც არის ბუნებისმეტყველების და სამოქალაქო განათლების ნაერთი. ეს  საგანი მნიშვნელობანია მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის და ლიბერალურ-დემოკრატიული აზროვნების განვითარებისთვის.  სიახლეა ისიც, რომ მე-5 კლასის პირველ სემესტრში შეფასების მექანიზმი გაუქმდა. ეს ძალიან კარგია, რადგან პატარებს  იქნებათ შეგუების პროცესი, რამეთუ სტრესული იყო ბავშვებისთვის განმავითარებელ შეფასებიდან, განმსაზღვრელ შეფასებაზე გადასვალა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახალი ცვლილებით,  მხოლოდ პირველი კლასის მეორე სემესტრიდან დაიწყება უცხო ენის შესწავლა და ისიც ზეპირსიტყვიერად. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად, სამინისტროს მხრიდან საკმაოდ წახალისებულია სპორტისა და ესთეტიკის მიმართულება. ამ მხრივ, გათვალისწინებულია თავისუფალი გაკვეთილები, შრომითი უნარების გავვითარება, სპორტული შეჯიბრებები და სხვადასხვა ტურნირები.

   -ქალბატონო მაგდა,  დღეს მოზარდთა ძალადობა, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომელსაც ზოგჯერ სავალალო შედეგი მოჰყვება ხოლმე.. რამდენად გიზარდა მანდატურის ფუნქციები და რამდენად უსაფრთხო გარემოა სკოლაში შექმნილი?

   - მანდატურის წესები, რამდენიმე თვის წინ შეიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების და მოზარდთა შორის სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით მომზადებული კანონპროექტი ძალაში შევიდა. ცვლილებების მიზანია, მანდატურის საქმიანობის დამოუკიდებლობის გაზრდის გზით, სკოლებში მომხდარ ინციდენტებზე სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა. ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში პოლიციასა და მანდატურის სამსახურს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
     რაც შეეხება ბულინგს.. რომ  გითხრთათ სკოლა ,,კრისტალია’’ მეთქი დამიჯერებთ? ბულინგი და ბავშვთა ძალადობა მსოფლიო პრობლემაა და მისგან არცერთი სკოლა არ არის დაზღვეული. ფიქოლოგების მოსაზრებით, ისეთი სოციალური ორგანიზაცია, როგორიც სკოლაა, კარგი ნიადაგია ბულინგისთვის. ეს 21-ე საუკუნის სენია და მას ყველა ქვეყანა ებრძვის. ვფიქრობ,  ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება იქნება ის, თუ მოსწავლეებს უფრო მეტად დავაკავებთ, სპორტით ან სხვადასხვა შემოქმედებითი საქმიანობით, სადაც მოზარდები ერთად, გუნდურად იმოქმედებენ და ერთად იქნებიან ჩართულნი პროცესში. მოსწავლეები გუნდურად, საერთო მიზანზე როცა იქნებიან ორიენტირებულნი, უფრო მეტადაც დამეგობრდებიან და ნაკლები თავისუფალი დროც ექნებათ... სკოლამ, მოზარდებში  უნდა შეუწყოს ხელი  გუნდური მიშაობის შეაწავლას და მათ დაახლოებას. სამწუხაროდ, როცა ძალადობის ფაქტები ხდება რატომრაც მხოლოდ სკოლისკენ იშვერენ თითს.. არადა, აქ არამარტო სკოლის, არამედ ოჯახის და მთლიანად საზოგადოების პრობლემა და პასუხისმგებლობის საკითხი დგას. ვიცით, რომ ზოგადად ფონია აგრესიული.  მოზარდებში  ძალადობის ფაქტებზე,  ვერცერთი პედაგოგი ვერ იქნება გულგრილი. მოგეხსენებათ, რომ სკოლას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მასწავლებლები მართავს მსოფლიოს,  რადგან ჩვენ ვზრდით ახალ თაობას და თუ რა შედეგი იქნება ხვალ და როგორი მომავალი გვეყოლება ეს პედაგოგებზე, მეტიც სკოლაზეა დამოკიდებული. ამიტომ, თითოეულმა პედაგოგმა დავფიქრდეთ, რამე ხომ არ გვაქვს გამოსასწორებელი?
                                                 
                                             
                        ესაუბრა მზია გოგოძე

 ინტერვიუ გამოქვეყნდება ჟურნალ ,,მედიატორში''




 

No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...