Friday, 13 July 2018

არჩევნები

                      საპრეზიდენტო კანდიდატების მოლოდინში


 საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. ვინ იქნება ,,ქართლი ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ საპრეზიდენტო კანდიდატი, სულ მალე გახდება ცნობილი. მოლაპარაკებები კვლავ მინდინარეობს და მსურველებიც არიან. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს,  მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს სალომე ზურაბიშვილს. არჩევნებში, მიიღებს თუ არა მონაწილეობას  მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ რთული სათქმელია ხალხმა ის მეორე ვადით არჩიოს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ საპრეზიდენტო კანდიდატად, შესაძლოა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტი გიორგი ვაშაძე დასახელდეს და თუ რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება იგი, ესეც ძნელი წარმოსადგენია. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, კარგი ბიოგრაფია აქვს, არც პოლიტიკური გამოცდილება აკლია არც ევროპელობა, მაგრამ სხვა კანდიდატებთან შედარებით, ოცნების მხარდაჭერა ექნება. გამარჯვებისთვის ალბათ,  მოახერხებს პირადი რეიტინგის მოპოვებასა და ორმაგ მოქალაქეობასაც დათმობს.
 -“როცა განცხადება მექნება გასაკეთებელი, განცხადებას გავაკეთებ. ის, რისი თქმაც მე მინდა, გეტყვით იმ დღეს, როცა მე ამას გადავწყვეტ. მაქვს ბრიფინგების გამოცდილება და ბრიფინგს გავმართავ”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი,
   ექსპერტების თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატების რაოდენობა ჩვენს ქვეყანას არასოდეს არ აკლდა და ახლაც ასე იქნება. ბევრი მსურველების  მიუხედავად, ფავორიტი მაინც სახელისუფლებო კანდიდატი იქნება.
  საგულისხმოა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბოლო, სადაც პირდაპირი წესით აირჩევენ სახელმწიფოს მეთაურს.

                       მზია გოგოძე

No comments:

Post a Comment

  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, ს...