Friday, 14 February 2025

 


⚪📚 მწერალთა სახლში, ლიტერატურულ პარალელებსა და მსოფლიო მწერლობის ურთიერთკავშირზრზე ისაუბრა ლიტერატურის კრიტიკოსმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ლევან ბრეგაძემ .📝⚪📚ბატონო ლევანის ლიტერატურული მიმოხილვა და შეფასება, მწერლური ოსტატობის საკითხებზე მისი კომპეტენტური ანალიზი - ძიებანი ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ლიტერატურის მოყვარულთათვის და არა მხოლოდ მათთვის...📖   ⚪📚შეხვედრა გაიმართა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტის დავით შემოქმედელის ინიციატივით.🧾📚

Thursday, 6 February 2025

მოგზაურობა ვარშავაში

ვარშავა - ეს არის ქალაქი ზედმეტი ხმაურის გარეშე, მოწესრიგებული გზებით  და სატრანსპორტო სისტემით, ესტაკადებით, არარსებული  საცობებით,  ტროტუარზე ქვეითის  უფლებების დაცვით  - ადაპტირებული და მოსახლეობის კომფორტზე მორგებული. პოლონეთის  დედაქალაქი,  სანიმუშო ეკოლოგიური  მდგომარეობითაც გამოირჩევა, რადგან ავტომანქანები ტექნიკური მდგომარეობით,  ნამდვილად  შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს,  აქ გამონაბოლქვი და მტვერი ნაკლებად არის.  კომფორტს ანიჭებენ უპირატესობას და  ავტომობილსაც ამ პრინციპით ირჩევენ, ამიტომაც ვარშავაში ძირითადად,   ფურგონის ტიპის მანქანები სჭარბობს. ამას გარდა,  ჯანსაღ ეკოლოგიურ სიტუაციას  ქმნის  ის სიმწვანე და ბაღ-სკვერები, რაც უხვადაა ქალაქში. აქ ვერ შეხვდებით უპატრონო ცხოველს ან  ტროტუარზე მოსეირნე ძაღლს ალიკაპის გარეშე. აქაური  მაცხოვრებლები,  ისევე იცავენ სადარბაზოსა და  ქუჩის სისუფთავეს,  როგორც  საკუთარ კარ-მიდამოს. უფრთხილდებან სიწმინდეებს, წინაპართა სახელებს და საკუთარ ენას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სავაჭრო  ობიექტებზე წარწერები ძირითადად, პოლონურ ენაზეა. პოლონელები ძალიან ამაყობენ სახელოვანი თანამემამულეებით და   არ ივიწყებენ ისტორიულ  გმირებს,   წარსულ ტკივილს, ფაშიზმის მიერ მიყენებულ სისასტიკეს...  ქალაქში  არსებული,  არაერთი  მონუმენტი, ძეგლი  თუ მუზეუმი ასახაბს მეორე მსოფლიო ომის თემატიკას ...
მძიმე წარსულის და რთული ისტორიული კატაკლიზმების მიუხედავად,  ვარშავა  ახლა ევროპული,  მშვიდი, წყნარი  და  კომფორტული ქალაქია.
****
ვარშავის კულტურისა და მეცნიერების სასახლე,  შეიძლება ითქვას,  ქალაქის სიმბოლოა და იქ ყველაზე მაღალი შენობაა. საათიანი კოშკის სიმაღლე  187  მეტრია და მას ვარშავის  ნებისმიერ  კუნჭულიდან დაინახავთ. სასახლე საბჭოთა კავშირს უჩუქებია
პოლონეთისთვის.  იგი სტალინის  ბრძანებით  აშენებულა და მასზე 3500 - მდე  საბჭოთა  მშენებელს უმუშავია.  მაღალ  კოშკს ოთხი  საათი ამშვენებს  და მთელ  ვარშავას გადაჰყურებს. კოშკიდან კი,  ქალაქის  მთელი  პანორამა მოჩანს .
******
 
ყველამ ვიცით, მზე სამყაროსა და პლანეტების ცენტრია, დედამიწა კი მის გარშემო ბრუნავს, მაგრამ ეს აღმოჩენა, პირველად რომ გააჟღერა პოლონელმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა ნიკოლაი კოპერნიკმა, კათოლიკური ეკლესიიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. მეტიც, სამეცნიერო ნაშრომი, რომლის გამოცემასაც ვერ მოესწრო ავტორი, აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანეს....
  შემდეგ კი... რენესანსის ეპოქის მეცნიერი პოლონეთის სიამაყე გახდა. დღეს, ვარშავაში კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს უამრავი ადამიანი სტუმრობს.

          
      ********
შოპენი პოლონეთის  სიამაყეა, ამიტომაც არ მიკვირს ყველგან  გენიალური მუსიკოსის გვარს რომ ვხედავდი ... რაღა  დაგიმალოთ და მეც შოპენის ,,წვიმის  ვალსი"-ს ფანი  ვარ.

                *****
 
ვილანოვის სამეფო სასახლე - ვარშავის ერთ-ერთი  მთავარი ღირშესანიშნაობაა.  სასახლე-მუზეუმი, ისრორიული შენობაა და შთამბეჭდავია  არქიტექტურით, ქანდაკებებითა და ულამაზესი ბაღებით. 



Thursday, 16 January 2025

მოგონება...

მონუსხულივით შევჩერებივარ ჩემი ბავშვობის უღრუბლო მოგონებების, გაცრეცილ, მაგრამ გაუხუნარ და დაუვიწყარ თავშესაფარს, ჩემი ბავშვობის სახლს. 

  ჩვენი გურული ოდა სოფლის სხვა სახელების განაპირას, ობლად დგას და უსასრულოდ გველოდება. მას ისეთი ძლიერი სითბოს და განუმეორებელი სინაზის ელფერი დაჰკრავს ადამიანს გულგრილს რომ ვერ დატოვებს.     

ჩემთვის მშობლებიური სახლი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც სავსეა ბავშვობის თბილი, დაუვიწყარი მოგონებებით....

     ყოველი გაზაფხულის მოახლოება და ჩიტების ჭიკჭიკი ჩემს სოფელს მაგონებს, იქ ხომ სხვანაირი გაზაფხული იცის, დღეც განსაკუთრებულია და ღამეც. აისიც და დაისიც. საოცარი სურნელით, აყვავებული მონდორ-ველებით, ცვრიანი ბალახით, ცაზე მოჭედილი უთვალავი ვარსკვლავით.... იქ ჩიტებიც ლაღად გალობენ , მზეც ისეთი თბილია, რომ ჩვენს ობლად დარჩენილ ოდასაც ათბობს და ამხნევებს ...

Monday, 23 December 2024

უცხოელი ქართველოლოგები


,,ქართველები - ეს არის ხალხი,  რომელთა უჯრედები ატარებს  შუმერების,  ურარტუელების, კოლხების ,  იბერების,  ხალიბების, არიელების და სხვა პირველი ცივილიზაციების და კულტურების  შემოქმედთა  გენეტიკას...." -  წერდა  ავსტრიელი ქართველოლოგი ჰუგო  ჰეპერტი.

 ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართულ გამოფენაზე, წარმოდგენილია  უცხოელი ქართველოლოგების  გამონათქვამები საქართველოს შესახებ, ასევე,  ფოტომასალა და  გამოცემები სხვადასხვა ენაზე. ქართველოლოგების ნაშრომებში,  ბევრი საინტერესო  ამბავია  მოთხრობილი  ქართულ  კულტურაზე,  ტრადიციბზე და ზოგადად, ჩვენს ქვეყანაზე.



 

Saturday, 30 November 2024

შეხვედრა დიდ საოპერო მომღერალთან

        მწერალთა სახლში, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით, 

სახელოვანი ქართველი ტენორის თემურ გუგუშვილის საღამო გაიმართა, სადაც   მუსიკოსებმა, პროფესორებმა  და კონსერვატორიის წარმომადგენლებმა, ბატონი თემურის  დიდ შემოქმედებასა და საოპერო მოღვაწეობაზე ისაუბრეს.  ოპერის მომღერლებმა და  სოლისტებმა კი , შესრულეს სხვადასხვა  საოპერო არიები.  დიდებული საოპერო მომღერლების  თემურ
გუგუშვილისა და ელდარ გეწაძის ბრწყინვალე დუეტმა  საღამოს  განსაკუთრებული ელფერი  შესძინეს და დაუვიწყარი ემოცია გამოიწვიეს.

Saturday, 5 October 2024

გურამ შარაძე - ჩემი პირველი რესპონდენტი

ჩემს ჟურნალისტურ ბიოგრაფიაში,  პირველი ინტერვიუს ასაღებად გურამ შარაძესთან მომიწია მისვლა და  ეროვნულ თემატიკასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართე.  მახსოვს იანვარის სუსხიანი დღე იყო, საკმაოდ ციოდა... ჩემმა პირველმა რესპონდენტმა ძალიან თბილად მიმიღო, თუმცა ზედმეტი ღელვისგან ხელები ისე მიკანკალებდა, რომ კალამს ძვლივს ვიმორჩილებდი, დიქტოფონი კი მაშინ არ მქონდა... ბატონ გურამს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და მითხრა: ,,თქვენ ეტყობა ძალიან გცივათ და ხელები გაყინული გექნებათ ". შემდეგ გამომართვა  საწერ-კალამი და ჩემს წიგნაკში შეკითხვებს თავად მიუწერია პასუხები...

ბატონი გურამის  ასეთმა თბილმა დამოკიდებულებამ  განუმეორებელი და დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

  ერთი წლის შემდეგ, კვლავ მივაკითხე ბატონ გურამს ინტერვიუს ასაღებად. ამჯერად, ივანე მაჩაბლის სახლმუზეუმთან დაკავშირებით... სამწუხაროდ ამ ინტერვიუს მიმდინარეობის დროს მოუკლეს მას შვილი. ამის შესახებ თავად ბატონმა გურამმა მითხრა საკუთარი შვილის პანაშვიდზე.

   შემდეგ უკვე მესამედ მოვინდომე მასთან ინტერვიუზე მისვლა,  მაგრამ არ დასცალდა. დღისით, მზისით, ქალაქის  ცენტრში დემონსტრაციულად მოკლეს ღირსეული მამულიშვილი გურამ შარაძე.  

***

  ,,ძველი  გურია" - ასე ეწოდებაა კადემიკოს გურამ შარაძის წიგნს, რომელიც შარშან საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა. ორტომეული შეიცავს გურამ შარაძის მიერ მომზადებულ უნიკალურ მასალას და საძიებლებს.


  

Friday, 30 August 2024

 


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, სადა წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული ექსკლუზიური მასალები. ასევე, გაიმართა საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი გამოცემის „ასი წელი აჯანყებიდან“ და ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების მიერ მომზადებული ბიბლიოგრაფიის „1924 წლის აჯანყება საქართველოში“ პრეზენტაცია. 

 _ აჯანყება 28 აგვისტოს ჭიათურაში დაიწყო და 14 სექტემბერს სვანეთში დასრულდა. ჩვენი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ელიტა - სულიერად და ფიზიკურად ლამაზი ადამიანები შეეწირნენ ამ მოვლენას. ეს დღე დიდი დაფიქრების დღეა. დიდება გმირებს - განაცხადა  ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

   1924 წლის აჯანყება იყო ინტერპარტიული მოვლენა. მასში სხვადასხვა პოლიტიკური ფრთისა და სოციალური ფენის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საბჭოთა საოკუპაციო სისტემამ 1924 წლის აჯანყება სისხლში ჩაახშო. მას ასობით ადამიანი შეეწირა, ზოგი ციხის, ზოგი კი გადასახლების გზას გაუყენა.  მიუხედავად მარცხისა, ქართველმა ერმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა. ამდენად, ამ თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის.


მოგზაურობა

  🇮🇹სამხრეთ იტალიაში  მოგზაურობა მართლაც,    დაუვიწყარი თავგადასავალია.ეს იყო ახალი ემოციების და    შთაბეჭდილებების    აღმოჩენა,  იტალიური...