Monday, 25 June 2018

ფბ სტატუსი





 
,,არსებობს თუ არა უმადურ ადამიანზე დიდი ურჩხული ამ ქვეყნად?'' -იკითხა შექსპირმა
 პასუხი - არა!

Saturday, 9 June 2018

კაპადოკია (ფბ სტატუსი)

დასრულდა ჩვენი 6 დღიანი, საინტერესო შტიხებითა და კურიოზებით აღსავსე მოგზაურობა. მოხიბლულები ვართ კაპადოკიის ღირშესანიშნაობებით, პანორამული ხედებით და ბუნების საოცრებებით. აქ მართლაც, ლეგენდებსა და რეალობას შორის ზღვარი არ არსებობს, სადაც ბუნებისა და ადამიანის შემოქმედება სინთეზურად არის შერწყმული და თითოეულ მნახველს აჯადოებს და საოცრებათა ქვეყანაში ამოგზაურებს.






Thursday, 26 April 2018

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

 ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გახდება. საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლეგიტიმურია მმართველ პარტიაში არსებულ მდგომარეობაზე საზოგადოების ინტერესი. საქართველოს განვითარებისა და ახალი გამოწვევების ფონზე დადგა პარტიის გაძლიერების აუცილებლობა.
"მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, ამავდროულად გვაერთიანებს მკვეთრად გამოხატული ღირებულებები და ერთიანი პოლიტიკური ხედვა საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
      საგულისხმოა, რომ  ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში. 
პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით, მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ,რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა. მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს. უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა და შემდეგ უკვე მალე გაიმართება ყრილობა. დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც პოლიტსაბჭო, ასევე მთელი საქართველოდან წარმოდგენილი დელეგატები ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს ახალ თავმჯდომარედ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მილიარდერი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში 2011 წელს, მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შემოვიდა. 2011 წლის ოქტომბერში მან გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. 2012 წლის 21 თებერვალს ივანიშვილმა იმ დროს ქართული ოპოზიციური სპექტრის მთავარ პარტიებთან ერთად კოალიცია ჩამოაყალიბა. საკუთარი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კი ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დააფუძნა.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ გაიმარჯვა. 2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა მისი ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა და როგორც თავად აცხადებდა, სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა.
მომდევნო წლებში ის თავისი დაფუძნებული მმართველი პარტიის ხან კრიტიკოსის ხან კი მრჩევლის როლში იყო. „ქართული ოცნების“ ბოლო წლების ელექტორალური წარმატებაც დიდწილად მის სახელს უკავშირდება.
ერთადერთი საარჩევნო კამპანია, რომელშიც მას მონაწილეობა არ მიუღია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები იყო. 2018 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. „ქართულ ოცნებას“ ამ თანამდებობაზე თავისი კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია.

Friday, 30 March 2018

კულტურა

                         ჯემალ აჯიაშვილის გახსენება


  

„ხრმალი წარმიხდა, გაცვდა ბექთარი,
მაგრამ კვლავ მომდევს შენი ნათება,
თაფლად მეღვრება ბაგის ნექტარი,
სიტკბო პირისა მეშარბათება,
ისევ გიგალობ, ჩემი სასო ხარ,
სისხლის ტბორი ხარ, ცრემლის - მორევი,
მაინც შენ გიმღერ, ყოვლად ქებულო,
შენს საკურთხევლებს ვეამბორები...“

   ამ სტრიქონების ავტორის, მთარგმნელის, მეცნიერისა და პოეტის ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის საღამოს უმასპინძლა მწერალთა სახლმა, რომელსაც ეწსრებოდნენ  ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები შესანიშნავი სონეტების ავტორი, კლასიკური ებრაული პოეზიისა და ბიბლიური ფსალუმენების ბრწყინვალედ მთარგმნელი რამდენიმე წლის წინ - 69 წლის ასაკში - გარდაიცვალა. საღამოზე ჯემალ აჯიაშვილის მეგობრებმა და კოლეგებმა შემოქმედის განვლილი გზა და მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა გაიხსენეს. წარმოდგენილი იყო ასევე პოეტისა და მთარგმნელის  ვიდეოჩანაწერები, რომლებიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ „ოქროს ფონდში“ ინახება. ჯემალ აჯიაშვილის პირველი ტექსტები ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში გამოქვეყნდა „პირველ სხივში“, შემდეგ კი მისი თარგმანები ვახტანგ ჭელიძის „ხომლში“ იბეჭდებოდა. ცნობილია,რომ  ჯემალ აჯიაშვილი, როგორც მთარგმნელი და ავტორი, საოცარი ოსტატობით იყენებდა ქართული ენის შესაძლებლობებს.


  საღამოზე, პოეტი სონეტი დიდი მხატვრული ოსტატობით  წაიკითხა ელდინო საღარაძემ.










    

  აღსანიშნავია, რომ ეს იყოჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მოგონებების საღამო და არა სამეცნიერო კონფერენცია ან შემოქმედებითი საღამო.  საღამოს ესწრებოდნენ ისრაელის პარლამენტის(ქნესეთის) თავმჯდომარის მოადგილე , ჰილიკ ბარი, ისრაელის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, შაფთაი ცური, ისრაელ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების პრეზიდენტი იციკ მოშე.მოგონებებით გამოვიდნე მწერლის უახლოესი მეგობრები და კოლეგები. ქართული კულტურისა და ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები. ქართულ და ებრაულ ენაზე სიმღერები შეასრულებს, ირმა სოხაძემ, ენრიკო ჯანელიძემ, ასევე საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებულმა ბარბარე ჯინჭარაძემ. სარამოს ორგანიზატორები გახლდათ ჟურნალისტი ლეილა ნოდია და  რუსთაველის საზოგადოების ტავჯდომარე, პოეტი დავთ შემოქმედელი.
   დავით შემოქმედელი: მაინც საიდან იღებს ამ საოცარი ქართველი ებრაელი გენიალური მთარგმნელის ფენომენი სათავეს. ჩვენი აზრით, ეს მდგომარეობს შემდეგში: თავისუფლებადაკარგული ქართველი ერისთვის დატყვევებული იუდეველების გოდება ბაბილონის მდინარესთან, იერემიას ფსალმუნი, ქართველი მუზის მსახურთა შთაგონების წყაროდ იქცა. ებრაული მთარგმნელობითი სკოლის ტრადიციას კი საქართველოში უხსოვარ წარსულში აქვს ფესვები გადგმული. როცა ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის მიწასთან გასწორების შემდეგ, ებრაელები მოადგნენ საქართველოს, მათი პირველი მისიონერული მოღვაწეობა სწორედ მთარგმნელობითი საქმიანობა გახლდათ. აი, საიდან მოდის, როგორი სულიერი ენერგიისა და დიდი გენეტიკური მეხსიერების მატარებელი შემოქმედი გახლდათ ჯემალ აჯიაშვილი.
   იგი თითქოს ბიბლიიდან მოსული სინათლისა და ჭეშმარიტების მაძიებელი მოგვი იყო ჩვენ შორის. ამიტომაც მიიბარა და მიითბო გულში სიყვარულით წმინდა მიწამ.
  საღამო მოიწონეს და საქებარი სიტყვები თქვეს: მთარგმნელმა, გივი შაჰნაზარმა, პოეტმა და მთარგმნელმა, ნომადი ბართაიამ, კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა. აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა, ომარ მხეიძემ. თუმცა, ჟურნალისტმა იოსებ ჭუბურიძემ  საღამო უარყოფითად შეაფასა და სოციალურ ქსელში  კრიტიკული სტატუსი გამოაქვეყნა, რასაც შემდეგ არაერთი კომენტარი მოჰყვა...

                           მზია გოგოძე

Thursday, 15 March 2018

შემოქმედებითი საღამო

                                                             

                    ფილმი ხელოვანის შემოქმედებაზე

                 ორი მუზის მსახური – ასე აფასებენ მხატვარსა და მწერალს ნიკო ხერკელაძეს, რომლის შემოქმედება და მოღვაწეობა ცნობილია არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. შთამბეჭდავია, ხელოვანის ფერწერული ნამუშევრები, პუბლიცისტური და ისტორიული ნაწარმოები, ასევე, წიგნი ,,ცრემლში ნალესი ხმალი’’ - გიორგი სააკაძის პიროვნებასა და მისი მოღვაწეობის შესახებ.


            პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პუბლიცისტის, მწერლის, მკვლევარის და მრავალი პრემიის ლაურეატის ნიკო ხერკელაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომლის ინიციატორი გახლდათ ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა აკადემია  და ჟურნალ ,,ათინათი’’-ს რედაქტორი, პოეტი და ჟურნალისტი გულნაზ ხარაიშვილი.  ღონისძიებას ესწრებოდნენ  მხატვრები, მწერლები, სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. ღონისძიება დალოცეს სასულიერო პირებმა: მამა ამირან (ამირანაშვილმა) და მამა მერაბ(დეკანოიძემ).
საღამოზე, ვრცლად ისაუბრეს ნიჭიერი მხატვრის, პუბლიცისტის, მწერალის, მკვლევარის ღმაწლზე და მაღალ დონეზე შესფასეს მისი შემოქმედება.
           ღონისძიებაზე, ნაჩვენები იყო კინორეჟისორ ნიკო ბაღაშვილის საავტორო ფილმი-ჩანახატი ნიკო ხერკელაძეზე - ,,ცრემლში ნალესი ხმალი’’, რომელმაც დიდი მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.
                 ფილმი-ჩანახატი,  გადაღებულია მარტყოფის ისტორიულ ადგილებში, ასევე, გამოყენებულია კადრები მიხეილ ჭიაურელის ფილმიდან ,,გიორგი სააკაძე’’. ფილმში, ვიზუალური მასალის ჩვენების ფონზე კი, ნიკო ხერკელაძე გვიყვება საინტერესო ისტორიას  დიდ მოურავზე. მკვლევარის მონათხრობიდან ირკვევა, რომ მარტყოფის აჯანყების გამრჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი სააკაძეს, რომლის დამსახურება განუსაზღვრელია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროს წინაშე. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა ხელოვნურად არის გაყალბებული საქართველოს ისტორიაში, რომელიც ხდებოდა ბაგრატიონთა დინასტიისა და თავადიშვილ-ფეოდალთა ზეწოლიდან გამომდინარე, რაც სხვადასხვა ისტორიულ წყაროებთან ანალიზის შედეგად დასტურდება. ისინი ცდილობდნენ თავიანთი ღალატი სამშობლოს წინაშე, უნიათობა და უგერგილობა გადაებრალებინათ გიორგი სააკაძისათვის, რაზედაც არსებობს ხელოვნურად გაყალბებული, ურთიერთგამომრიცხავი ისტორიული მასალები და ამ მასალებზე დაყრდნობით დაწერილი არაერთი ლექსი თუ ისტორიული ცნობა.
           როგორც საღამოზე ითქვა, ნიკო ხერკელაძე დაეყრდნო მის მიერ მოკვლეულ უტყუარ მასალებს. მრავალი წიგნია დაწერილი გიორგი სააკაძეზე, სადაც ამ პიროვნების როლი უარყოდითადაც არის შეფასებული, თუმცა ნიკო ხერკელაძემ თავის წიგნში, დიდი მოურავი  - გიორგი სააკაძე ცალსახად დადებით პიროვნებად წარმოაჩინა. ვფიქრობ, სერიოზული ყურადღების ღირსია ნიკი ხერკელაძისეული მოსაზრებანი გიორგი სააკაძის შესახებ.
             ნიჭიერი ხელოვანის შემოქმედება, ფერწერული ტილოები თუ პუბლიცისტური ნამუშევდები გაჟღენთილია პატრიოტული სულისკვეთებით, ისტორიის პატივისცემით და რელიგიური თემატიკით, როგორც თავად ხელოვანი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს: ,,ჩემი ნამუშევრები არის რელიგიურ, ისტორიულ თემებზე. ყველა ქართველი ჩვენი ისტორიით არსებობს. ჩვენი წარსულით, აწმყოთი და მომავლით არსებობა, აუცილებლობაა’’.
           საღამოზე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავჯდომარე მაყვალა გონაშვილი, რომელმაც  საქებარი სიტყვები არ დაიშურა ხელოვანის მისამართით და ნაყოფირი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, ნიკო ხერკელაძეს ,,ღვაწლმოსილის’’ წოდება მიანიჭა. მხატვართა კავშირის თავჯდომარემ გურამ ცერცვაძემ კი, ხელოვნებაში და მხატვრობაში შეტანილი განსაკუთრებული წვილისთვის, ნიკო ხერკელაძე სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა.
     ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა შალვა ილურიძის ხალხური ანსამბლი. საღამოზე ასევე, გაიმართა პატრიარქისადმი მიძღვნილი, გულნაზ ხარაიშვილის ლექსზე დაწერილი სიმღერის პრემიერა.

                                        მზია გოგოძე

Sunday, 18 February 2018

გაზეთი ,,თბილისი''

              
     საქართველოში ბევრი ჟურნალ-გაზეთი გამოდის, მაგრამ მათ შორის ათი წელია არ არის ერთ-ერთი სოლიდური, დიდი ისტორიის მქონე გაზეთი, დედაქალაქის ძველი სიმბოლო „თბილისი“. ის, სამწუხაროდ სააკაშვილის დროს დაიხურა და მიუხედავად მისი ყოფილი თანამშრომლების დიდი ძალისხმევისა, მიზერული თანხები ვერ მოიძებნა მერიაში, მის დასაფინანსებლად.

იქნებ ახალმა მერმა - ჩვენს მიერ დიდი იმედით არჩეულმა კახა კალაძემ მოიცალოს ამ პრობლემისათვის და თბილისელებს დაუბრუნოს თავისი ტრადიციული და ობიექტური გაზეთი „თბილისი“, რომელიც ასე კარგად ასახავდა ჩვენი დედაქალაქის ცხოვრებასა და მის პრობლემებს.



                   


                                           

                                          * * *
    სააკაშვილის გმირულ მოქმედებათა ნუსხაში, ერთ-ერთი გამორჩეულია ძველი და ტრადიციული გაზეთის 

„თბილისის“ დახურვა გიგი უგულავას თაოსნობით. მას შემდეგ ათი წელი გავიდა და დედაქალაქის ერთადერთი გაზეთი არ გამოდის! შეიცვალა თუ არა ხელისუფლება, მაშინვე მივმართეთ ახალ მერს, მაგრამ ნარმანიამ რატომღაც ვერ გაბედა ნაციონალების მიერ დახურული გაზეთის აღდგენა. არადა, ამისთვის საჭიროა მერიის კეთილი ნება და მიზერული თანხა.

ახლა ჯერი კახა კალაძეზეა. მისი პატრიოტიზმი და მოტივაცია გვაძლევს იმედს, რომ თბილისის მერია მიიღებს გადაწყვეტილებას დაუბრუნოს დედაქალაქს თავისი ობიექტური და კეთილსინდისიერი გაზეთი, რასაც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ეთანხმება ხელმოწერით.
გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ.


   პატივისცემით, გაზეთ „თბილისი''-ს კოლექტივი
                   

მოგზაურობა

  🇮🇹სამხრეთ იტალიაში  მოგზაურობა მართლაც,    დაუვიწყარი თავგადასავალია.ეს იყო ახალი ემოციების და    შთაბეჭდილებების    აღმოჩენა,  იტალიური...