Saturday, 30 November 2024

შეხვედრა დიდ საოპერო მომღერალთან

        მწერალთა სახლში, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით, 

სახელოვანი ქართველი ტენორის თემურ გუგუშვილის საღამო გაიმართა, სადაც   მუსიკოსებმა, პროფესორებმა  და კონსერვატორიის წარმომადგენლებმა, ბატონი თემურის  დიდ შემოქმედებასა და საოპერო მოღვაწეობაზე ისაუბრეს.  ოპერის მომღერლებმა და  სოლისტებმა კი , შესრულეს სხვადასხვა  საოპერო არიები.  დიდებული საოპერო მომღერლების  თემურ
გუგუშვილისა და ელდარ გეწაძის ბრწყინვალე დუეტმა  საღამოს  განსაკუთრებული ელფერი  შესძინეს და დაუვიწყარი ემოცია გამოიწვიეს.

Saturday, 5 October 2024

გურამ შარაძე - ჩემი პირველი რესპონდენტი

ჩემს ჟურნალისტურ ბიოგრაფიაში,  პირველი ინტერვიუს ასაღებად გურამ შარაძესთან მომიწია მისვლა და  ეროვნულ თემატიკასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართე.  მახსოვს იანვარის სუსხიანი დღე იყო, საკმაოდ ციოდა... ჩემმა პირველმა რესპონდენტმა ძალიან თბილად მიმიღო, თუმცა ზედმეტი ღელვისგან ხელები ისე მიკანკალებდა, რომ კალამს ძვლივს ვიმორჩილებდი, დიქტოფონი კი მაშინ არ მქონდა... ბატონ გურამს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და მითხრა: ,,თქვენ ეტყობა ძალიან გცივათ და ხელები გაყინული გექნებათ ". შემდეგ გამომართვა  საწერ-კალამი და ჩემს წიგნაკში შეკითხვებს თავად მიუწერია პასუხები...

ბატონი გურამის  ასეთმა თბილმა დამოკიდებულებამ  განუმეორებელი და დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

  ერთი წლის შემდეგ, კვლავ მივაკითხე ბატონ გურამს ინტერვიუს ასაღებად. ამჯერად, ივანე მაჩაბლის სახლმუზეუმთან დაკავშირებით... სამწუხაროდ ამ ინტერვიუს მიმდინარეობის დროს მოუკლეს მას შვილი. ამის შესახებ თავად ბატონმა გურამმა მითხრა საკუთარი შვილის პანაშვიდზე.

   შემდეგ უკვე მესამედ მოვინდომე მასთან ინტერვიუზე მისვლა,  მაგრამ არ დასცალდა. დღისით, მზისით, ქალაქის  ცენტრში დემონსტრაციულად მოკლეს ღირსეული მამულიშვილი გურამ შარაძე.  

***

  ,,ძველი  გურია" - ასე ეწოდებაა კადემიკოს გურამ შარაძის წიგნს, რომელიც შარშან საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა. ორტომეული შეიცავს გურამ შარაძის მიერ მომზადებულ უნიკალურ მასალას და საძიებლებს.


  

Friday, 30 August 2024

 


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 1924 წლის აჯანყებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, სადა წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული ექსკლუზიური მასალები. ასევე, გაიმართა საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი გამოცემის „ასი წელი აჯანყებიდან“ და ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების მიერ მომზადებული ბიბლიოგრაფიის „1924 წლის აჯანყება საქართველოში“ პრეზენტაცია. 

 _ აჯანყება 28 აგვისტოს ჭიათურაში დაიწყო და 14 სექტემბერს სვანეთში დასრულდა. ჩვენი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ელიტა - სულიერად და ფიზიკურად ლამაზი ადამიანები შეეწირნენ ამ მოვლენას. ეს დღე დიდი დაფიქრების დღეა. დიდება გმირებს - განაცხადა  ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

   1924 წლის აჯანყება იყო ინტერპარტიული მოვლენა. მასში სხვადასხვა პოლიტიკური ფრთისა და სოციალური ფენის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საბჭოთა საოკუპაციო სისტემამ 1924 წლის აჯანყება სისხლში ჩაახშო. მას ასობით ადამიანი შეეწირა, ზოგი ციხის, ზოგი კი გადასახლების გზას გაუყენა.  მიუხედავად მარცხისა, ქართველმა ერმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა. ამდენად, ამ თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის.


Friday, 1 December 2023

უცაბედი ჩანახატი

კურიოზებით  და უცნაური ამბებით, დატვირთულია ჩემი ამ წუთისოფელში მოგზაურობა..  არაფერი აღარ მიკვირს, მაგრამ ერთი რამ მაინც მაოცებს ... რატომ ჰგონიათ სრულიად უცნობებს,  რომ  სცენა ჩემი  ამპლუაა, მაგალითად , უნდა ვმღეროდე. აუცილებლად...😗  არა და არა... სცენა  არ არის ჩემი ვნება,  თუნდაც სტიქია. ვმღეროდი მხოლოდ ბავშვობაში სკოლის გუნდში, სადაც გამოვდიოდი ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზეც . ეს იყო და ეს... ჰო კიდევ, ფორტეპიანოსთანაც მქონდა შეხება, თუმცა, არა ხანგრძლივად... ისე, გურულ ფოლკლორზე გაზრდილი ადამიანი გახლავთ, სულ კრიმანჭული მესმოდა. ბაბუა მღეროდა და სამამულო ომამდე, ხალხურ სიმღერებში მოსწავლეებსაც ამეცადინებდა.. ცნობისთვის აქვე დავამატებ, რომ დედაც უკრავდა ფანდურზე და ძალიან იშვიათად წაიმღერებდა ხოლმე.  მე ამ ხალხურ საკრავს ალღო ვერ ავუღე, მაგრამ ფანდურის თანხლებით დედის პაროდია კარგად გამომდიოდა. ყოველ შემთხვევაში ოჯახს კი ვამხიარულებდი - ვაცინებდი და შეიძლება ითქვას მათთვის ,,აბი გლუკოზაც" ვიყავი..

***
- რამ გამახსენა ახლა, ეს თქვენთვის შეიძლება უინტერესო ამბავი?
გუშინ,  მაჩაბელის ქუჩაზე, მწერალთა სახლში მიმავალს, სრულიად შემთხვევით , ერთი  პიროვნება მომესალმა და მომიკითხა კარგი ნაცნობიბით.
- მიცნობთ?  - ვეკითხები ...გამიღიმა და საკუთარი თავი წარმომიდგინა... 
-სასცენო გარეგნობა  გაქთ, მგონია, რომ ჩემი კოლეგა ხართ.  -  მიპასუხა ორიგილალურად ჩაცმულმა , შლიაპიანმა მამაკაცმა.
   როგორც  აღმოჩნდა,  დიდი ხანია მაკვირდება  იქვე მდებარე ,,ღვინის ბარიდან" , სადაც მღერის და უკრავს. ამიტომაც,  ჩემი ვოკალური მონაცემებით დაინტერესდა... მისი თხოვნით, მცირე  წამღერებაც ვცადე, თუმცა, იმედგაცრუებული დავყოვე  ,,კოლეგა",:)
- ბევრია სამუშაოო - იყო პასუხი...

ასეა, ბატონებო,  ჩემი გარეგნობა და ჩაცმის სტილი ნუ მოგატყუებთ,  თითქოს  სცენასთან ვარ დაკავშირებული -  მომღერალი, მსახიობი ან დიზაინერი . თუმცა,  ეს უკანასკნელი ბავშვობიდან მხიბლავდა და ალბათ, ამ სფეროში კი მოვიაზრებდი საკუთარ თავს.

       P.S. არ იფიქროთ სხვა საფიქრალ-სადარდებელი არ მქონდეს ამ გაუსაძლის წუთისოფელში... ეს ისე, სხვათაშორის მოსაყოლი ამბავია....


 

Wednesday, 23 August 2023

ბავშვობის მოგონება

.  დილით ადრე გაღვიძებულს აქვე, სკვერიდან ჩიტების სასიამოვნო ჟღურტული შემომესმა... აი, ისეთი გურიაში ყოველ გაზაფხულზე რომ იცის ხოლმე, ჭიკჭიკებენ, ჭიკჭიკებენ თან აყვავებულ ბალის და ტყემლის ხეებზე გადაფრინდ-გადმოფრინდებიან და თითქოს ისმის საოცარი ჰანგები, ტრიალებს ბუნების სურნელი და იქმნება საუცხოო ჰარმონია... რომ იცოდეთ როგორი საოცარი სანახავი იყო აყვავებული არემარე აკაციები, მანდარინები, მსხლები, ბუშმალა, თითქმის მილეული იები და ენძელები, მაისის ვარდის კოკრებიც ნელნელა იფურჩქნებიან და ჰაერში კი სასიამოვნო სურნელი და სითბო ტრიალებს. ამ ყველაფერს პერიოდულად თან ერთვის ძროხის ბღავილი, გოჭების ჭყვიტინი და ქათმების კრიახი, ახლო მდებარე მთიდან გუგულის ხმა თითქოს, ყველას სამუშაოდ მოუხმობს ,,კაფე-თესე, კაფე-თესე""-ო და ყველანი მინდორ- ველში თუ საკარმიდამო ნაკვეთში თავისთვის ფუსფუსებს და არის ერთმანეთთან ხმამაღალი გადაძახილი, ბუხრიდან კვამლი ამოდიოდა, ფეჩი ენთო და ხაჭაპრურიც ცხვებოდა...

ეს იყო სოფლის ცხოვრება.. ყოველი გაზაფხული თითქოს ერთფეროვანი და მაინც განუმეორებელი.. 

დედაჩემს უყვარდა გაზაფხული და ეს ,,ქალაქელი''ჩიტების ჭიკჭიკი ყოველთვის ბავშვობაში მაბრუნებს და მახსენებს იმ დროს, რომელიც ჩემს თვალწინ კინოკადრივით გაიელვებს ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვობის სურნელს ვერაფრით მიბრუნებს.

#გურია #ოზურეგეთი #ბავშვობა #ჩემისოფელი #საქართველო

,,ხვიჩა ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი''

 თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ერ ოვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისა და მწერალ გიორგი კეკელიძის წიგნის- ხვიჩა ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი " პრეზენტაცია გაიმართა. ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, წარდგინებას ესწრებოდნენ წიგნის გამომცემლები, ლიტერატორები და ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.






#გიორგიკეკელიძე


Sunday, 11 June 2023

გენდერული უთანასწორობა

 

შშმ ქალთა ძალადობის ფაქტები და რეკომენდაციე ბი

  

     სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს სტატის ტიკური მომაცემები, თუ რამდენი შეზღუდულangი ლებლობის მქონე ქალიdata ა და ძალადობის მსხვერპლი. თუმცა; . ღვევის ფაქტები.

   -დღეს საქართველში ლი გარემო შეზღუდული შესაძლების მქონე ქალე ბისთვის? კონკრეტულად, რა პრობლემებს აწყდებიან შშმ ქალ ები? . ლებები აქვთ შშმ ქალებს? - სწორედ, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ი . ში შეკრებილმა არასამთავრობო თუ სამთავang ების წარმომადგენლებმა და მეზობელი ქვეang მოწვეულმა სტუმრებმა. . . ნადგომა" და "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქ ალთა ეროვნული ქსელი”, სადაც გაიმართა პროექტის „შ . მდეგ ბრძოლა აღმოსავლეang ნაში“ შემაჯამებელი შეხვედრა. პროექტის მიზნია აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვ ეყანაში (საქართველო სომხეთი ,  

     ქეთევან, ს წარმომადგენელ: ნია , პროექტის ფარგლებში . ება მიღებული შედეგების შესახებ ასევე ლების გაზიარება. შეხვედრის მონაწილე ხუთი ქვექნიang . . ერტებთან ჩატარებული სშედეგები; კერძოდ, შშმ ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალ ადობის განმაპირობებელი . . data მართულებაა გენდერული ნიშნიang სკრიმინაციის აღმოფხვრა. ბოლო წლებში, ორგანიზაცია . ისახავდა მოწყვლადი ქალების, 

        ცნობისათვის: საინფორმაციო სამედიცინო - ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა  არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიაა გააუმჯობესოს საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა პრევენციული, საგანმანათლებლო, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებისა თუ  ადვოკატირების გზით.  

     შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია საქართველოში, მოლდოვაში, ბელარუსში, აზერბაიჯანში  და სომხეთში ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ, განხორციელებული  მცირე პროექტების შესახებ და გაგვაცნეს აუცილებელი რეკომენდაციები, პრობლემის გადაჭრის მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.  დისკუსიის მოდერატორი იყო ..თანადგომა’’-ს აღმასრულებელი დირექტორი ნინო წილოსანი.  პროექტი მხარდაჭერილია პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება  გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით. 

        . სტიგმატიზაციიang ული გარემო შექმნილი; ასევე, ხშირია დისკრიმინაციისა და ოჯახში ძალა დობის ფაქტები. საკითხის მოსაგვარებლად, აუცილებელია სახელმწ იფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა; გადოების ინფორმირებულობა და გენდერულang .

          მზია გოგოძე

მოგზაურობა

  🇮🇹სამხრეთ იტალიაში  მოგზაურობა მართლაც,    დაუვიწყარი თავგადასავალია.ეს იყო ახალი ემოციების და    შთაბეჭდილებების    აღმოჩენა,  იტალიური...