გამოფენა და პროექტის შეჯამება
ცენტრი ,,თანადგომა’’ საქართვრლოში, დიდი ხანია ფუნქციონირებს რომლის მეშვეობით არაერთი პროექტი განხორციელდა. იგი, ძირითადად, წარმოადგენს საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სულიერ-ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურს. ცენტრის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
სასტუმრო ,,იოტა‘‘-ში, საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი ,,თანადგომა ‘‘-ს ბენეფიციარების თიხისა და სხვა ხელნაკეთი ნამუშევრების გმოფენა-გაყიდვა გაიმართა. ასევე, საკონფერენციო დარბაზში აღნიშნული ორგანიზაციის წარმატებული პროექტის შეჯამება გაიმართა. ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - ,,გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის‘‘ ფინალურ ღონისძიებას ეწრებოდნენ ჰოლანდიელი ინგრიდ ბაკერი, ევროკავშირისა და საქართველოს სახვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
ვაჟა კასრელიშვილი ცენტრის ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორი: პროექტის მიღწევებით კმაყოფილი ვართ. სასარგებლო სამუშაეოები ჩატარდა. ასრებობდა მცირეოდენი ბარიერები, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფწრი მოგვარდა და შედეგიც დამაკმაყოფილებელია. ,,თანადგომა‘‘ საქართველოში, უკვე მრავალი წელია წარმატებით ფუნქციონირებს. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-ოციალური რეაბილიტაციის საქმეში. კონკრეტულად, გრემის ცენტრში კერამიკული სახელსონო ევროკავშირის დაფინანსებით 2015 წელს გაიხსნა. მათი ფინანსური ხელშეწყობით ფუნქციონირებს მსგავსი სახელოსნოები თბილისში, სოციალური ბიურო და საწარმო, ასევე, სასჯელაღსრულებით (ორციხეში მე-15 ქსნის და გეგუთის მე-14 ) დაწესებულებებში. სახელოსნოში იქმნება სხვადასხვა სახის ნაკეთობები, რომლის გამოფენა და გაყიდვაც არაერთხელ გაიმართა, შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპისს გადაეცა. მსგავსი გამოფენ-გაყიდვა სამომავლოდაც იგეგმება.
პროექტის ფარგლებში სულ 1500 ბენეფიციარს გაეწრია ფსიქოლოგიური დახმარება, სოციალურმა საწარმოებმა კი მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულეს. ბენეფიციარები დაუბრინდნენ ჩვეულ ცხოვრების რიტმს, საზოგადოებას და დაძლიეს სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემები.
მზია გოგოძე
No comments:
Post a Comment