მასალები ქვეყნდება პერიოდულ პრესაში/ ავტორი ჟურნალისტი მზია გოგოძე / Mzia Gogodze
Tuesday, 30 January 2018
მზია გოგოძე Mzia Gogodze: პრობლემა
მზია გოგოძე Mzia Gogodze: პრობლემა: მოზარდი და ძალადობა ბოლო პერიოდში, მოზარდებს შორის ძალადობა და ურთიერთ დაპირისპირებ...
პრობლემა

მოზარდი და
ძალადობა
ბოლო პერიოდში, მოზარდებს შორის ძალადობა და ურთიერთ დაპირისპირება ერთ-ერთი მტკივნეული და აქტუალური პრობლემაა. ბავშვთა ძალადობის გამომწვევ რისკ-ფაქტორებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე გვსაუბრება ფსიქოლოგი მანანა სოლოღაშვილი.
- ქალბატონო მანანა, რა იწვევს მოზარდებში
ძალადობას?
- თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობრივ და დისჰარმონიულ ოჯახებში, ბავშვი პირდაპირ ან არაპირდაპირ ხდება ძალადობის მსხვერპლი. ყველას კარგად გვესმის, რომ ძალადობა - ყოველთვის სერიოზულ ზიანს აყენებს არა მხოლოდ ბავშვის ჯანმრთელობას, განვითარებას და სოციალიზაციას, არამედ ზოგჯერ საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესაც. ძალადობრივ გარემოში გაზრდილი ბავშვი ხშირად მასზე სუსტზე ძალადობს, აქედან გამომდინარე, ძალადობის გამომწვევი მიზეზი პირველ რიგში არის ის ფაქტორი, რომ იგი სკოლაში, სახლში ან ქუჩაში ოდესღაც თვითონ იყო ფიზიკური და ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.
-ძალადობის ერთ-ერთი ფორმა - ბულინგი, განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა სკოლებში... როგორ დავიცვათ ბავშვები ასეთი აგრესიისგან, სად არის გამოსავალი?
-აღსანიშნავია, რომ ძალდობრივი ქცევის პრაქტიკას ბავშვი, რომელიც ოჯახში ან სხვაგან ხედავს მაგალითს ან თვითონ არის ძალადობის მსხვერპლი, წარმატებით იყენებს სკოლაში, რის შედეგადაც ვიღებთ მრავალრიცხოვან ბულინგის და ძალადობის ფაქტებს სკოლასა და ქუჩაში.
გამოსავალი უნდა ვეძებოთ, მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის გარემოში და აღზრდის თავისებურებებში. არც მშობელმა არ უნდა გადააბრალოს ყველა არასასურველი მოვლენა სკოლის პედაგოგებს და მანდატურებს და არც სკოლამ არ უნდა გაიშვიროს ხელი მხოლოდ ოჯახისაკენ. მაშინ, როდესაც მოზარდი სერიოზულ ძალადობრივ ქცევას ახორციელებს, ყველამ თანაბრად უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა და იზრუნოს გამოსავალზე.
-როგორ ფიქრობთ, რა პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს იმისათვის, რომ შევამციროთ ძალადობა და თავიდან ავიცილოთ მოზარდებს შორის ე.წ. ,,ქუჩური გარჩევები?
-ამისათვის ე.წ. „მზა რეცეპტი“არ არსებობს. „ქუჩური გარჩევები“ როგორც წესი, მოჰყვება აგრესიულ ქცევას და ძალადობის ფაქტის გამოვლენას - მოზარდებს შორის. მოზარდობა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მწვავე პერიოდია, როდესაც როგორც ფიზიოლოგიურად, ასევე ფსიქოლოგიურად მთელი რიგი ძვრები მიმდინარეობს, ამას ხშირად მოჰყვება ასოციალური და ანტისოციალური ქცევა. მშობლებსაც და პედაგოგებსაც დიდი ძალისხმევის გამოჩენა მართებთ, რათა თავიდან აიცილონ მოზარდის აგრესია და ძალადობრივი ქცევა. საზოგადოებამაც უნდა გაითავისოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, ყველა რგოლის ერთი პრინციპით მოქმედება კი თავიდან აგვაცილებს სავალალო შედეგებს. ზოგჯერ გართულებული შემთხვევებისას, აუცილებელია ფსიქოლოგის და ქცევის მართვის სპეციალისტის ჩართულობაც.
- ქალბატონო მანანა, აღზრდის თანამედროვე მიდგომებით, ზედმეტი თავისუფლება ხომ ხომ არ ენიჭებათ ბავშვებს? უფრო კონკრეტულად, როგორ უნდა დაისაჯოს მოზარდი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში?
-აღზრდის თანამედროვე მიდგომაში თუ მეგობრული აღზრდის სტილი იგულისხმება, რასაც ფსიქოლოგების უმეტესობა ემხრობა, რა თქმა უნდა, აქაც ზომიერებაა საჭირო. მეგობრული აღზრდა არ უნდა გადაიზარდოს ჩაურევლობით აღზრდის სტილში, როდესაც მოზარდი რასაც უნდა, იმას აკეთებს. რაც შეეხება დასჯას, აქ ორი აზრი არ არსებობს, დანაშაულის ჩამდენი მოზარდი უნდა დაისაჯოს, რადგან დაუსჯელობა მასზე დამღუპველად იმოქმედებს, დაისწავლის, რომ შეიძლება დააშავოს და არ დაისაჯოს, შემდეგ ჯერზე კი შესაძლოა უფრო სასტიკი დანაშაული ჩაიდინოს.
-მტკივლეული პრობლემაა - სუიციდი ბავშვებში... რატომ გახშირდა თვითმკვლელობა მოზარდებში?
-სუიციდის შემთხვევები, საბედნიეროდ ყველაზე დაბალია ბავშვებში, ძირითადად კი თავს იჩენს ყურადღების დეფიციტის და დეპრესიის მქონე მოზარდებში. ზოგადად კი სიუციდს მიმართავენ ის მოზარდები, რომლებიც განიცდიან ოჯახში და საზოგადოებაში გაუცხოებას, იზოლაციას...
-ასევე, რთული პრობლემაა გვრცელებული ინტერნეტ-თამაშები და მისი გამომწვევი სავალალო შედეგები.. მშობლებმა როგორ უნდა მოარიდონ ბავშვები ასეთ სახიფათო თამაშებს?
-ფაქტია, რომ სწორად გამოყენების შემთხვევაში, ინტერნეტი მნიშვნელოვნად ცვლის ბავშვების ცხოვრებას. ციფრულ ტექნოლოგიას შეუძლია დააკავშიროს ბავშვები დანარჩენ სამყაროსთან. კომპიუტრი აუცილებელია ბავშვის შემეცნების სტიმულირებისათვის გამოვიყენოთ. თუმცა, ბევრ სიკეთესთან ერთად, ინტერნეტი უამრავ საფრთხესაც შეიცავს, კიბერ-ბულინგი ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა, რომელიც გლობალურ ქსელში ჩართულ ბავშვს ემუქრება. გავრცელებული ინტერნეტ-თამაშები, ზოგჯერ არამყარი ფსიქიკის მქონე მოზარდებს უბიძგებს სუიციდისაკენ.
კომპიუტერის აკრძალვა - ილუზიაა, ამიტომ საჭიროა ბავშვს დავუწესოთ მასთან ურთიერთობის დრო. მშობელმა, ბავშვთან ერთად უნდა შეიმუშავოს კომპიუტერის გამოყენების გრაფიკი, რომელიც უნდა შესრულდეს. თუ წესი დაირღვა, ბავშვმა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ მეორე დღეს არ ექნება კომპიუტერთან ურთიერთობის საშუალება. თუ გრაფიკს კარგად დაიცავს, დაჯილდოვდება კვირის ბოლოს დამატებითი დროით კომპიუტერზე თამაშის უფლებით. ამასთან ერთად მშობელმა თვითონ უნდა მოუძებნოს შემეცნებითი გვერდი და გაიზიაროს მასთან ერთად შთაბეჭდილებები.
ესაუბრა მზია გოგოძე
ტურიზმი –საქართველოს მომავალია
მსოფლიოში ტურიზმი ეკონომიკურ აღმოჩენად არის აღიარებული, რადგან მის განვითარებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მართლაც უდიუდესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვემი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ამიტომაც, ტურიზმი სწრაფად გავნითარებადი სფერო გახდა და დღითიდღე იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროების რიცხვი.
ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციებზე გვესაუბრება ტურისტული კომპანია ,,გაიცანი საქართველო‘‘-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნიკა ჯმუხაძე.
-ნიკა, ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ უცხოელი ტურისტების დაინტერესება ძალიან დიდია. როგორია სტატისტიკა, ბოლო ერთი წლის მანძილზე, რამდენი ტურისტი ეწვია საქართველოს?
-მისასალმებელი ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი საგრძნობლად განივთარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოს წელს 7 000 000 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური და 3, 5 მილიონი ტურისტი ეწვია.
-ტურიზმს, როგორც საერთაშორისო ინდუსტრიას, შეუძლია უდიდესი როლი შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და გაამდიდროს ბიუჯეტი...
-დიახ, ტურიზმს შეუძლია ფეხზე წამოაყენოს ქვეყნის ეკონომიკა, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, დაასაქმოს ადამიანები, ქვეყანაში უზრუნველყოს ვალუტის შემოდინება, გაზარდოს ბიუჯეტი, განავითაროს ინფრასტრუქტურა, გააფართოვოს შიდა ბაზარი და თანაბარ ნიშნულზე აიყვანოს რეგიონის ეკონომიკური განვითარება. აქედან გამომდინარე, დღეს მსოფლიოში ტურიზმი აღიარებულია სიღარიბესთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.
ოფიციალური მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში წელს, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2, 5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტში საკმაოდ მნიშვნელოვანი შენატანია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია ისეთი ბუნებრივი რესურსები, როგორიცაა - გაზი და ნავთობი, ამიტომ, ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტრტული მიმართულება ტურიზმი უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ საქართველოს ამისთვის უდიდესი პოტენციალი აქვს ულამაზესი მთები, ზღვა, უდაბნო…სრული მრავალფეროვნებაა ამ კუთხით. ასევე, გვაქვს შესანიშნავი სამზარეულო და ქართველი ხალხი განთქმულია თავისი სტუმარ - მასპინძლობით.
-მიმაჩნია, რომ ტურიზმის განივითარებას ეკონომიკური სარგებლობის გარდა, დიდი წვლილი შეაქვს ხალხთა შორის ურთიერთობისა და მშვიდობის შენარჩუნებაში... თქვენ როგორ ფიქრობთ?
-ნამდვილად ასეა... ტურიზმს, თავისი როლითა და ფუნქციით დიდი წვლილი შეაქვს გარემოს, კულტირული მემკვიდრეობის, ხალხთა შორის ურთიერთგაგების და მშვიდობის შენარჩუნებაში. საერთაშორისო ურთიერთობები კი, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
-როგორია ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები? ტურისტების მოზიდვის თვალსაზრთისით, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისები... რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?
-ტურიზმის განვითარებასთან ერთად, თანდათან იხვეწება სერვისები და მომსახურების სფეროც. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს. თამამად შეიძლება ითქვა, რომ საქართველოს აქვს აბსოლუტურად ყველაფერი, იყოს ერთერთი მოწინავე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც. ვფიქრობ, რომ ტურიზმი – საქართველოს მომავალია!.. რაც შეეხება სერვისებს და ინფრასტრუქტურას.. კარგია რაც გაკეთდა. მაგალითად: მესტია, ბათუმი, სიღნაღი, თელავი, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა და მოსაგვარებელი კიდევ ბევრია. ხშირად ვიხსენებ სვანეთის მაგალითს. მესტიაში სანამ ინფრასტრუქტურა მოეწყობოდა და მისასვლელი გზა გაკეთდებოდა, ტურისტებისთვის აქ ჩასვლა მოუხერხებელი იყო და ფაქტობრივად, რეგიონი უპესპექტივოდ გვეჩვენებოდა. ახლა კი, რადიკალურად სხვა სიტუაციაა და სიცოცხლე იგრძნობა. მოეწყო ინფრასტრუქტურა, გაიხსნა კაფეები, სასტუმროები, აშენდა შესანიშნავი ეროვნული მუზეუმი, რომელიც ჩემი აზრით, საუკეთესოა ქვეყანაში. ამას დაემატა ახალი სათხილამურო კურორტები - ჰაწვალი და თეთნულდი, რაც მეტ ხიბლს სძენს ამ ულამაზეს კუთხეს.. ასე რომ, ერთი პატარა ხელის შევლება და კერძო ბიზნესი თავისით განავითარებს რეგიონს. ვფიქრობ, რომ ნელნელა უმჯობესდება მომსახურების სერვისები. სამწუხაროდ ქვეყანაში არსებობს ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, მათ შორის გამოვყოფდი: გზებს და დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში - ავარიულ შენობებს…… აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე წელში დასრულდება თბილისი - სარფის ავტობანი, დაწყებულია მცხეთა - ლარსის გზის პროექტირება და სხვა პროექტებიც. ვფიქრობ, სამომავლოდ ბევრად უკეთესი სიტუაცია გვექნება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და ბუნების მოვლა - პატრონობა. სამწუხაროდ, ხშირად ტურისტების დაუდევრობითაც შეიმჩნევა გარემოს დაბინძურების ფაქტები. თუმცა, მრავლად არიან ეკოლოგიაზე ზრუნვის მოსურნეებიც, რომლებიც აწყობენ აქციებს და ასუფთავებენ ბუნებას ზედმეტი ნარჩენებისგან, რაც დადებითი ტენდენციაა და მისასალმებელი ფაქტია.
ასევე, პრობლემაა ისიც, რომ დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ხშირად არიან თავმოყრილნი ბოშები, რომლებიც მიდმივად ცდილობენ უცხოელი ტურისტების გაქურდვას და ამის არაერთი ფაქტი ყოფილა… ამას წინათ, თავადაც შევესწარი ერთ ასეთ შემთხვევას კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე. კარგი იქნება თუ აღნიშნულ საკითხს, ყურადრებას მიაქცევენ შესაბამისი უწყებები.
-ბოლო დროს, ძალიან მომრავლდა ტუროპერატორები და ტურისტული კომპანიები, რომლებსაც შემოჰყავთ უცხოელი ტურისტები... საინტერესოა, რამდენად ლეგალურია მათი საქმიანობა?
-ამ საკითხს ცოტა სხვანაირად ვუყურებ... ბევრი ტურისტული კომპანიების არსებობა ერთის მხრივ კარგია, რადგან უფრო მეტი კონკურენციაა და მეტად მობილიზებულები ვართ... მეორე მხვრივ, მივესალმები თუ ეს საკითხი დარეგულირდება და თანაბარი კონკურენტული გარემო შეიქმნება.
-ნიკა, რამდენიმე წელიწადია ტურისტული ბიზნესით ხართ დაკავებული… თქვენი კომპანია ,,გაიცანი საქართველო‘‘ კი, დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
-უპირველეს ყოვლისა, ადამიანებთან უშუალო დამოკიდებულება, გულწრფელობა და საქმის სიყვარული.. ტურისტებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერება და ნდობის მოპოვება. დიდი ხანია ტურიზმით ვარ დაკავებული. ჩემი მეუღლე სალომეც გიდია და ტურიზმის სფეროში საქმიანობს.. რაც შეეხება „გაიცანი საქართველოს“ ისტორიას, იგი, უკვე 6 წელია ბაზარზეა. ამ ხნის მანძილზე, ასობით ტური განვახორციელეთ და ჯამში, დაახლოებით 15 000 - ზე მეტმა ადამიანმა იმოგზაურა ჩვენთან ერთად. მოთხოვნიდან გამომდინარე, ბოლო პერიოში, აქტიურად ვცდილობთ უცხოეთის ბაზარზე გასვლას. ჩვენს კომპანიას, უკვე ჰქონდა გასვლითი, ჯგუფური ტურები - სტამბოლში, კაბადოკიაში, ბაქოსა და ბუდაპეშტში. უახლოეს მომავალში, კონკრეტულად აპრილში, ვგეგმავთ იტალიის ჯგუფურ ტურსაც და იმედია, ეს სასიამოვნო სიახლე მოეწონებათ ტურისტებს.. ასე რომ, სამომავლოდ, კიდევ უფრო საინტერესო ტურებს ვგეგმავთ და მრავალფეროვან არჩევანსაც გთავაზობთ.
ესაუბრა მზია გოგოძე
Friday, 1 December 2017
Sunday, 8 October 2017
გაზულუქებული დირექტორი
,,ყვავმა თუ ვარდი იშოვა თავი ბულბული ჰგონია’’- ამბობს რუსთაველი და ამ აფორიზმის გენიალურობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა 166-ე ბაგ-ბაღის დირექტორს შორენა პარუნაშვილს შევხვდი. ქალბატონმა შორენამ აქაოდა, დირექტორად დამნიშნესო და ,,ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქლამნად-’’ო, თავი ისე დაიჭირა, რომ მისგან მოსალმებაც დიდი პატივია. ამას წინათ აღნიშნულ ბაგა-ბაღში სტუმრობისას, ქალბატონმა შორენამ სალამი ძვლივს გაიმეტა, ყურადღებაც არ მომაქცია და ირონიულად გადმომხედა. მეტიც, გაზეთი ,,სახალხო განათლება+’’ აბუჩად აიგდო და გაოცება გამოხატა არ გელოდითო. არადა, გასაოცარი რა არის, ჟურნალისტს არა აქვს უფლება სახელმწიფო საბავშვო დაწესებულებას ესტუმროს და იქ მიმდინარე პროცესები გააშუქოს? სახელმწიფო ბაღი, დირექტორის მემკვიდრეობით მიღებული საკუთრება არ არის და ხელმძღვანელი ვალდებული არის პრესასთან ითანამშრომლოს, რათა საჯარო გახადოს ინფორმაცია.
გაზულუქებულ შორენას შევახსენებ, რომ გაზეთი ,,სახალხო განათლება+’’ 1924 წლიდან გმოდის და ვინ მოთვლის ამ ხნის მანძილზე, რამდნი რამ გაშუქებულა, რამდენი ბაღის თუ სკოლის დირექტორი ყოფილა გაზეთის სტუმარი. 166-ე ბაგა-ბაღზეც ხშირად დაგვიწერია და ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება და აბუჩად აგდება არცერთი ხელმძღვანელისგან არ გიგვრძნია.
,,ათასად კაცი დაფასდა და ათიათასად ზრდილობაო’’- ეს მართლაც ასეა.. ქალბატონმა შორენამ უნდა იცოდეს, რომ ადმიანი თანამდებობით კი არ ფასდება, არამედ მისი პიროვნული თვისებებით, შინაგანი კულტურით, ინტელექტით და ზრდილობით, რაც სამწუხაროდ მას არ გააჩნია. არადა, საბავშვო დაწესებულებაში, სადაც მომავალ თაობას ზრდიან და მორალურ ფასეულობებს ასაწავლიან, ხელმძღვანელს ზრდრილობის დეფიციტი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს, მეტიც, აღსაზრდელებისთვის მისაბაძი პიროვნება უნდა იყოს.
Saturday, 30 September 2017
ტაო–კლარჯეთი
საოცარი შეგრძნება და უდიდესი სიამაყის განცდაა, როცა უძველეს ტაძრებს, ეროვნულ– კულტურული მენკვიდრეობის უნიკალურ ნიმუშებს მოვინახულებთ, ხელით ვეხებით, სანთლებს დავანთებთ და ჩვენი ხილვით თითქოს გამოვაცოხლებთ.... და რაოდენ სამწუხაროა, რომ მათი მოვლა, დაცვა და გაფრთხილება არ ძალგვიძს, არ შეგვიძლია... არადა, ,,ბებერი ტაო'' – ჩვენი კულტურა და ისტორია შველას ითხოვს!!!
ტაო–კლარჯეთში სულ 400–მდე ეკლესია და სამლოცველოა, მოქმედი არცერთი ტაძარი არ არის. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე (ხანძთის,ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის, ხახულის, ოთხთავის, ოშკის, იშხანის, ბანას და სხვა სამონასტრო კომპლექსები,ასევე, ქაჯეთის, შავშეთის, კავკასიძეების ციხეები) მოვინახულეთ.
ჩვენს მოგზაურობას, კიდევ უფრო მეტი ელფერი შესძინა საოცარმა ჯგუფმა, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ ჩვენი საზოგადოების თვალსაჩნო წარმომადგენლები. ეროვნულ საკრავზე შესრულებული ქართული ჰანგების ფონზე კი, ჩვენი ეკსკურსია ორმაგად შთამბეჭდავი იყო.
მადლობას ვუხდი პოეტს და რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტს – დავით შემოქმედელს ჩვენი მოგზაურობის ორგანიზებისთვის, ასევე, ჩვენი გიდს ნიკა ცხომელიძეს საინტერესო და შინაარსიანი ტურისთვის.
რუსთაველის საზოგადოების დაკვეთით, მზადდება დოკუმენტური ფილმი, სადაც ტაო–კლარჯეთში მოგზაურობის ვიდეო–კადრები იქნება ასახული.
Monday, 11 September 2017
კონფერენცია
ლიდერობის კონფერენცია
სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია''–ში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორებისთვის „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა. ღონისძიებას 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და განათლების სპეციალისტი ესწრებოდა. დირექტორებმა თავიანთ კოლეგებს მათ მიერ ჩატარებული ტრენინგების შედეგად მიღებული გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, გაეცნენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. ასევე მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, რადგან ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ერთმანეთის გამოცდილებას და პრაქტიკას, სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. კონფერენციის მონაწილეებს, მოწვეულმა ექსპერტებმა გააცნეს განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილება, მიღწევები და თანამედროვე ტენდენციები.
ასევე, გაიმართა დისკუსია შემდეგ თემებზე: სკოლის დირექტორის როლი მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემის შექმნაში, 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები და გამოწვევები, სკოლის ეფექტური და ეფექტიანი მართვა, სასკოლო სერვისების განვითარება, სკოლაში ინოვაციების დანერგვა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვნების მნიშვნელობა.მონაწილეებმა, ბრიტანეთიდან და აშშ-იდან მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად, იმსჯელეს სკოლის ლიდერის როლზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაძლიერებაში, სკოლის განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრასა და რესურსების განაწილებაზე.
როგორც უკვე აღინიშნა, სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია გაიმართა „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითრების პროექტის“ ფარგლებში, რომი მიხედვითაც გათვალისწინებულია არაერთი ღონისძიების ჩატარება.
მზია გოგოძე
სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია''–ში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორებისთვის „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა. ღონისძიებას 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და განათლების სპეციალისტი ესწრებოდა. დირექტორებმა თავიანთ კოლეგებს მათ მიერ ჩატარებული ტრენინგების შედეგად მიღებული გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, გაეცნენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. ასევე მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
ასევე, გაიმართა დისკუსია შემდეგ თემებზე: სკოლის დირექტორის როლი მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემის შექმნაში, 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები და გამოწვევები, სკოლის ეფექტური და ეფექტიანი მართვა, სასკოლო სერვისების განვითარება, სკოლაში ინოვაციების დანერგვა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვნების მნიშვნელობა.მონაწილეებმა, ბრიტანეთიდან და აშშ-იდან მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად, იმსჯელეს სკოლის ლიდერის როლზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაძლიერებაში, სკოლის განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრასა და რესურსების განაწილებაზე.
როგორც უკვე აღინიშნა, სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია გაიმართა „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითრების პროექტის“ ფარგლებში, რომი მიხედვითაც გათვალისწინებულია არაერთი ღონისძიების ჩატარება.
მზია გოგოძე
Subscribe to:
Posts (Atom)
მოგზაურობა
🇮🇹სამხრეთ იტალიაში მოგზაურობა მართლაც, დაუვიწყარი თავგადასავალია.ეს იყო ახალი ემოციების და შთაბეჭდილებების აღმოჩენა, იტალიური...
-
2013 wlis 22 ivniss ra xdeba universitetSi ? ,,umaRlesi ganaTlebis Sesaxeb’’kanonSi Sesatan cvlilebebz...
-
2012 წლის 12 მაისი TiToeuli namuSevari patara gamarjvebaa ….. -saqarTvelosTvis, bevri kargi saqmis gakeTeba SemiZlia - as...














