Friday, 12 June 2015

განათლება




 აქ კეთილგანწყობა და სიყვარული სუფევს...
               94-ე ბაგა-ბაღი ,,ფერია’’ თბილისში, კუკიის დასახლებაში, ჭალადიდის ქუჩაზე მდებარეობს. ბაღში პატარების აღზრდა-სწავლებისთვის, მართლაც ბრწყინვალე პირობებია შექმნილი, რაც მათი დიასახლისის ანუ დირექტორის  ქეთევან ჯანიაშვილის დიდი დამსახურებაა. ქალბატონი  ქეთევანი, უკვე 8 წელიწადია, წარმატებით იღწვის ამ დაწესებულების გაბრწყინებისთვის. მას საოცრად უყვარს პატარები და თანაბრად აფასებს თითოეულ თანამშრომელს.
  ბაღში რომ არაჩვეულებრივი გარემოა შექმნილი, რაც შენობაში შესვლისთანავე იგრძნობა.. ეზო მოწესრიგებულია, მოპირკეთებული, თან ლამაზად გაფრომებული.  ბაღის ფოიეში თვალშისაცემია  კედელზე გაკრული სხვადასხვა თვალსაჩინოებები,  პატარების შემოქმედება _ ნახატები, გამოძერწილი ზღაპრის გმირები..
Добавьте подпись
  ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ ქეთევან ჯანიაშვილის  მისვლის შემდეგ, ბაღი მართლაც აღორძინდა. მანამდე, აქ მხოლოდ 2 ჯგუფი  ფუნქციონირებდა, შემდეგ თანდათან გაფართოვდა და ახლა უკვე 4 ჯგუფია, 3 ასაკობრივი, ხოლო ერთი ბაგის ასაკის. შენობა მართალია ძველია, მაგრამ  იგი გარემონტდა, შეიცვალა ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა სან-ტექნიკა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, კეთილმოეწყო ოთახები და აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით.ა  წლეულს, ბაღი სკოლაში 22 გავშვს გააცილებს, შარშან კი 27 პატარას დაულოცეს გზა.
 ასე რომ, 94-ე ბაგა-ბაღში ყველანაირი პირობაა შექმნილი  იმისთვის, რომ პატარებმა თავი კომფორტულად და ბედნიერად იგრძნონ. აამიტომაც, მსურველთა რიცხვი გაიზარდა. ჟგუფების მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა ბაღის თანამშრომელთა რიცხვიც. აამჟამად, ბაღში 22 თანამშრომელია. სამომავლოდ, დაგეგმილია ფსიქოლოგის შტატის დამატებაც. დდირექტორის თქმით, ბაღს გვერდში უდგას და ეხმარება თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსი თემურ თორდინავა. აქაური მესვეურები ასევე, კმაყოფილებას გამოთქვამენ ქალაქის მერის დავით ნარმანიას მიმართაც, რომელიც ხშირად სტუმრობს მათ.
ქალბატონი ქეთევანი, მართლაც არ იშურებს ძალისხმევას და  ენერგიეს, რათა ბაგა-ბაღი იყოს ყოველმხრივ მოწესრიგებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი.
 დირექტორის მოადგილე გახლავთ თავისი საქმის ზედმიწევნით მცოდნე _ მზევინარ ყაჯრიშვილი, რომელიც არის საკმაოდ ენერგიული ადამიანი და შესანიშნავად ასრულებს თავის დაკისრებულ მოვალეობას.
  აღსაზრდელების წარმატებაში დიდი წვლილი შეაქვს საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორს (მეთოდისტს)  ლიანა ზაუტაშვილს. მართალია, ის ბაღისთვის ახალი კადრია, მაგრამ თავისი საქმის კარგი პროფესიონალი, პასუხისმგებლობის მქონე, კეთილშობილი და არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მქალბატონი ლიანას მოსვლის  დღიდან, ბაღს დაეტყო მისი ხელი, ბაღის შენობაშიმმოაწყო სხვადასხვა კუთხეები და პედაგოგებთან ერთად, აქტიურად არის ჩაბმული სასწავლო პროგრამებში და ა.შ.
  საბავშვო ბაღს, ასევე ჰყავს ექთანი  თამარ ხომერიკი, რომელიც პატარებთან სათუთი და სათნო დამოკიდებულებით გამოირჩევა. მკაცრად იცავს სანიტარულ ნორმებს და მშობელთა მეთვალყურეობით,  ბავშვების ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას აქცევს. ამიტომაც, დიდ შექებასაც იმსახურებს.
  ცეროდენების აღზრდისთვის  და ნორჩების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის, მართლაც ცოცხალი შემოქმედებითი მუშაობა ჩქეფს, რაც აღმზრდელების : ნელი ნიკოლაიშვილის, მზია ჩარკვიანის, ნინა ტერელაძის და თამარ მაისურაძის დამსახურებაა. ისინი გამოცდილები, პროფეონალები არიან, რომელთაც  ბავშვების აღზრდაში ეხმარებიან აღმზრდელების თანაშემწეები: მარინე ჯერენაშვილი, ნინელი მათიაშვილი, ტურფა კოპილაშვილი, მანანა ივანიშვილი და ნინო გოდერძიშვილი. ისინი, დღენიადაგ ცდილობენ პატარა ადამიანების ფორმირებას, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი.
  ბაგა-ბაღს ემსახურება მაღალკვალიფიციური ტექ-პერსონალი, რომლებიც მუდამ ზრუნავენ პატარების უსაფრთხოებაზე. ესენი არიან: დარაჯები ირინე სუხიშვილი და ირაკლი სუხაშვილი. შექებას იმსახურებსდდამლაგებელის ვერა შოშიაშვილის  და მრეცხავი ლუდმილა აკოფოვას საქმიანობა, რადგან ბაღში მუდამ  სისუფთავე და წესრიგია.
 დდირექტორმა მაღალი შეფასებამმზარეულის ნელი ხიზანიშვილის შრომას, რომელიც გამოირჩევა კარგი კულინარიით და სისუფთავით.
 ბაღის კოლექტივი კმაყოფილია საქმის  მწარმოებელის ინგა ირემაშვილის დაუღალავი მუშაობით და სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი ქეთევან ტაბატაძე
  მუსიკის მასწავლებელი შორენა მაღლაფერიძე კი, ნამდვილად არის ბაგა-ბაღის ცხოვრების გამახალისებელი. იგი შემოქმედებითად მოღვაწე პედაგოგია  და გამოირჩევა აქტიურობით. ცეროდენებს სიმღერის გარდა, სრულიად უსასყიდლოდ ასწავლის სხვადასხვა ცეკვებს. ამასთან, არის ყველა ზეიმ-კონცერტის სულის ჩამდგმელიც. ბაგა-ბაღში, ტრადიციულად იმართება სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებები. მაგალითად,  საახალწლო, დედის დღესთან  და ბავშვთა დაცვის დღეებთან დაკავშირებით, სკოლაში გაცილების ზეიმი ა.შ. ასევე ტარდება თემატური გაკვეთილები, რომელსიც შემდეგ ინტერნეტ სივრცეში აშუქდებენ.
  94-ე ბაგა-ბაღის კოლექტივის  და აღმზრდელების საქმიანობით კმაყოფილია მშობლები და მთლიანად უბანი, რადგან იგი, სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდატებს.. დირექტორი სიამაყით აღნიშნავს, რომ ბაღთან დაკავშირებით, საბედნიეროდ, არცერთი საჩივარიც არ შემოსულა და ჯერ ერთ მშობელს არ გამოუთქვამს საყვედური.  სასიხარულოა, რომ პატარებსაც და მშობლებსაც  ბაღის მთელი კოლექტივი უყვართ  და მათ აქ სიხარულით მოუხარიათ.
               
                                                            მზია გოგოძე

Sunday, 8 March 2015

ეკონომიკა

         რა გამოიწვევს ეკონომიკურ კოლაფსს?


   ეროვნული ვალუტის დევალვაციასა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე გვესაუბრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა.

-ქალბატონო ლია,  ფაქტია, რომ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, დიდი ზარალი განიცადა მოსახლეობამ,  სამაგიეროდ, სარგეებელი ნახა კომერციულმა ბანკებმა.. როგორ ფიქრობთ,  ლარის  დევალვაციასთან  დაკავშირებით რა როლი მიუძღვის ეროვნულ ბანკს და რატომ არ გამოიყენა მან თავის ხელთ არსებული ბერკეტები, რათა პოროცესაები შეეჩერებინა? 

 - იმის გამო, რომ საქართველოს ეკონომიკა არის სუსტი და ჩვენი წარმოება არის მცირე და მთლიანად ვართ დამოკიდებული იმპორტზე, ნებისმიერი სააგარეო შოკი ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს არამარტო სავალუტო კურსზე, არამედ მთლიანად ეკონომიკაზე. ქვეყანაში იმისთვის არსებობს ეროვნული ბანკი, რომ მან მოახდინოს რეაგირება ასაეთ გარე ,,შოკებზე’’ და მიიღოს ქვეყნის ეკონომიკისათვის საჭირო გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ სავალუტო კურსის რეგულირების მექანიზმები გააჩნია, მხოლოდ, ეროვნულ ბანკს, ხოლო მთავრობას აქ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ეროვნულმა ბანკმა, ჩემი ღრმა რწმენით, არ დახარჯა სავალუტო რეზერვები, რადგან მას ისინი აქვს მცირე რაოდენობით, დაახლოებით 600- 700 მლნ, დანარჩენი კი, განთავსებულია ფასიან ქაღალდებში და პრაქტიკულად, ხელმიუწვდომელია.. ამიტომაც, ეროვნულმა ბანკმა მიუშვა სიტუაცია და ის, თანდათანობით, დამძიმდა. აღნიშნულ უწყებას, თავიდანვე უნდა დაეწყო სიტუაციის დარეგულირება და მას არ დასჭირდებოდა დიდი თანხები ლარის კურსის შესაჩერებლად. სინამდვილეში კი რა მოხდა? - მიშვებულმა ლარის კურსმა, საფინანსო სექტორში პანიკა გამოიწვია, ბიზნესმენებმა, რომლებსაც დიდი თანხები ჰქონდათ კომერციულ ბანკებში, დაიწყეს ფულის გადარიცხვა საზღვარგარეთ. შესაბამისად,
ბანკებს გაუჩნდათ მოთხოვნილება  უფრო მეტ უცხოურ ვალუტაზე, რათა აღნიშნული გადარიცხვები განეხორციელებინათ. შედეგად, გაიზარდა ზეწოლა ლარზე, რამაც გამოიწვია მისი დავარდნა და ამ ყველაფერმა, მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. პრაქტიკულად, ქვეყნის ეკონომიკამ მიიღო სიგნალი, რომ ლარი არის მიტოვებული უპატრონოდ. სიტუაცია, შედარებით დასტაბილურდა მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება და მას მთავრობაც გამოეხმაურა. თუმცა, ის მიზეზები რამაც გამოიწვია ლარის ვარდნა არ გამქრალა, მაგრამ შედარებით, სიტუაცია დასტაბილურდა.

 -დამეთანხმებით ალბათ, რომ ლარის ვარდნაში დიდი წვლილი მიუძღვის ფსიქოლოგიურ ფაქტორსაც.. ფაქრია, რომ  პროცესები ხელოვნურად იყო პოროვოცირებული...

  -რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი ,,დამნაშავე’’ მაინც ეროვნული ბანკია. შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ტრაგიკული და მძიმე შედეგების მომტანი...
 ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის ვარდნის შეჩერება გამოიწვია იმპორტის შემცირებამ. იმპორტის შეცირება კი, ჩვენისთანა იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის არის ეკონომიკური კრიზისის განვითარების წინა პირობა. ასევე, იყო განცხადება იმის შასახებ, რომ გაიზარდა დეპოზიტების მოცულობა კომერციულ ბანკებში. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა ამცირებს ხარჯვას ანუ მოთხოვნა მცირდება და ფულს ინახავს, რაც გადაედინება საბანკო სექტორში. ხარჯვის ანუ მოთხოვნის შემცირება არის ეკონომიკური კრიზისის დაწყების ნიშანი. ეს ყველაფერი კი,  საქართველოში ხელოვნურად იყო პროვოცირებული. ლარი, როცა იყო კატასტროფულად დევალვირებული, მთავრობამ მაშინ შეამცირა 2 პროცენტამდე ზრდის პროგნოზი.

 -სამომავლოდ, რას უნდა ველოდოთ? შეძლებს მთავრობა სიტუაციის დასტაბილურებას?


 -სამწუხაროდ, ლარის დევალვაციის მიზეზები კვლავ რჩება, მაგრამ ფსიქოლოგიური ფაქტორის ნიველირება მოხერხდა. მიმდინარე წელი  იქნება ძალიან მძიმე, მოსალოდნელია სავალუტო რყევები და მოსახლეობის შემოსავლების შემცირება, იქნება ეკონომიკური კრიზისის სერიოზული ნიშნები. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რყევებზე თუ არ მოახდინა რეაგირება, მაშინ შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსშიც კი აღმოჩნდეს. ამიტომ, აუცილებელია მთავრობის, ეკონომიკური სექტორის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული, შეთანხმებული მუშაობა.  უნდა გამოირიცხოს ეროვნული ბანკის ,,დიქტატი’’... აღნიშნული უწყებები უნდა მუშაობდნენ ეკონომიკისათვის და არა, საკუთარი  კეთილდღეობისათვის.

                                             ესაუბრა მზია გოგოძე

Sunday, 11 January 2015

კულტურა

                                                                   

                                                                        მთავარია  როლი  გაითავისო...



 


    მსახიობ ქეთევან ჩხეიძეს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, მას კარგად იცნობს მაყურებელი, როგორც თეატრალური სცენიდან, ასევე, ტელე-სერიალებიდანაც. მის მიერ განსახიერებული როლები გამოირჩევა პროფესიონალიზმით, დიდი ოსტატობით და ინდივიდუალური შესრულების მანერით. ბოლო დროს კი, მისმა გამოჩენამ ტელე-სერიალში ,,ჩემი ცოლის დაქალები’’, სადაც ის იმერელი ნუნუკას როლს ასრულებს, დიდი მოწონება და საყოველთაო სიმპატია დაიმსახურა. როგორც თავად ამბობს, მასიურად პოპულარული, სწორედ, ,,ნუნუკას’’ როლის შესრულებბის შემდეგ გახდა.
  ჩვენი სტუმარია კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი:      ქეთევან ჩხეიძე.

 -ქალბატონო ქეთი, ,,ჩემი ცოლის დაქალებში’’ ძალიან კარგად გაქვთ მორგებული ,,ნუნუკას’’ როლი,.. იმერეთთან რაიმე შეხება თუ გაქვთ.?

 -იმერეთთან არანაირი შეხება არ მაქვს.

 -მაშინ, როგორ გამოგდით ასე ბუნებრივად ,,ნუნუკას’’ როლი?

 -პროფესიაა ეს ჩემი.. მე შემიძლია ასევე,  ვითამაშო სვანი, ან კახელი ქალიც.. თავს არ ვიქებ, მაგრამ ჩვენი პროფესიაც სწორედ, ამაში მდგომარეეობს...

 - აღნიშნულ როლზე მუშაობისას, ალბათ, რომელიმე ქალს ბაძავთ?

  -აქ მთავარია ინტონაცია. ვიღებ რომელიმე ქალის პროტოტიპს და ვბაძავ ხან ერთს, ხან სამს ერთად.. აიღებ ხმის ტემბრს, ქცევის მანერას და ა.შ. ადამიანს როცა სმენა აქვს, ინტონაციასაც ადვილად იჭერს. მე, ზუსტად ისევე შემიძლია გურულადაც  და კახურადაც ვისაუბრო. ეს არ არის რთული, გამეორება ადვილია, თუმცა, თამაში ძნელია. გულწრფელად გეუბნებით, არსებობენ ისეთი მსახიობები, რომლებიც ბაძავენ სხვდასხვა მსახიობებს და არც თუ ურიგიდ.

ეს არის მონაცემი ანუ სმენა. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს არ არის მსახიობობა და არის სულ სხვა ჟანრი, რომელსაც პაროდია ეწოდება.

 - დამეთანხმებით, საკუთარი ინდივიდუალიზმის შეინარჩუნო გაცილებით რთულია..


 -რა თქმა უნდა. სირთულეა ის, რომ უნდა იყოს მიბაძვა ვიღაც ქალის. აქ მთავარია შენეულად ითამაშო და საკუთარი ინდივიდუალიზმი შეინარჩუნო. მე თვითონ მიკვირს ეს როგორ გამომდის. ეს ალბათ, იმით არის განპირობებული, რომ ასე მასწავლეს, რომ არ უნდა ვიყო ყალბი და რასაც ვაკეთებ უნდა იყოს ნამდვილი და აი, როლზე მუშაობის დროს, კონკრეტული პერსონაჟის ცხოვრებით უნდა ცხოვრობდე.

 -როლს თუ ამატებთ რაიმე სიტყვეას ან დიალოგს?

 -სულ ვამატებ. ის იბადება თავისით, როგორც კი მე ვიჯერებ, რომ ვარ ნუნუკა და არა ქეთი, მაშინვე მოდის ჩემი გმირის  ხმა,  ლექსიკა, აზროვნება და თავისთავად, სიტყვებიც იბადება.

 - ქალბატონო ქეთი,  რაღაც თვისებით თუ გავხართ თქვერნს გმირს?

 -ალბათ, ვგავარ. როგორ შეიძლება, რომ არ ვგავდე, მსახიობი და როლი ერთიანდება-ხოლმე.

 -თქვენმა ვაჟმა რომ მსგავსი წარსულის მქონე ცოლი შეირთოს როგორი რეაქცია გექნებათ?

 -სერიალიდან გამომდინარე, მაქვს უკვე დიდი გამოცდილება და ცემა-ტყეპას არ დავუწყებ...

 -თქვენი პროფესიის არჩევანი, ხომ არ განაპირობა თქვენი ბიძის - გიზო ჟორდანიას ფაქტორმა?

 -რა საკვირველია დიდი ფაქტორი იყო, მაგრამ მსახიობობა ბავშობიდანვე მინდოდა. თუმცა, რომ არ ყოფილიყო გიზო ასე საინტერესოდ არ წარიმართებოდს ჩემი კარიერა, მაგრამ მაინც მსახიობი ვიქნებოდი. ისე გენეტიკას დიდ მნიშვნელობა აქვს. თბილისის პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე და შემდეგ ჩავაბარე თეატრალურ ინსისტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე - გიზო ჟორდანიას ჯგუფში, რომლის დასრულების შემდეგ, მთელი ჯგუფი წავედით რუსთაველის თეატრში სამუშაოდ.. მაშინ, ძალიან პოპულაროები ვიყავით. ჩემი ჯგუფი იყო რუსთაველის თეატრის, მცირე სცენის ახალგაზრდული დასი, ასე გვეძაღდნენ. ჟგუფის შემადგენლობაში გოგოებიდან ვიყავით: მე, ნანუკა ხოსკრილაძე, ნანა შონია, ნინო თარხან-მოურავი, მაია ფაჩუაშვილი და ბიჭებიდან კი, იყვნენ: გოჩა კაპანაძე, მერაბ ნინიძე, ირაკლი მაჭარაშვილი, დათო ბახტაძე, გიორგი გაჩეჩილაძე(უცნობი), თემიკო ჭიჭინაძე და ზაზა პაპუაშვილი. მაშინ ჩვენ 21-22 წლისანი ვიყავით და ვთამაშობდით სხვადასხვა სპექტაკლებში, სადაც  მხოლოდ ჩვენ ვმონაწილეობდით, გიზო ჯორდანიას მეთაურობით. იყო ერთი ამბავი, ძალიან ბევრი  მაყურებელი გვყავდა, ძირითადად, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები..

 -თქვენი მშობლები რა პროფესიისანი არიან?


 -მამა ექიმი მყავდა, დედა ფილოლოგია, მაგრამ ხელოვნების დიდი მოტრფიალეა და ძალიან უნდოდა მსახიობობა.. და ბოლოს, ისე მოხდა, რომ მაინც მოახერხა და დაწერა პიესა ,,თეთრი იასამანი’’, რომელიც ახლა გადის მარჯანიშვილის თეატრში.

 -ქალბატონო ქეთი,  რუსთაველის თეატრში რამდენი წელი მოღვაწეობდით?

 - რუსთაველის თეატრში 10 წელი ვიმუშავე, მერე წავედი რუსეთში და იქ რვა წელიწადი ვცხოვრობდი. მეუღლე ექიმია და იქ მუშაობდა. მოსკოვში, თეატრში მუშაობასაც ვაპირებდი, მაგრამ არ გამოვიდა.. მაშინ ორი პატარა შვილი მყავდა და იქ მუშაობაც რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვფლობ რუსულ ენას, ქართული აქცენტი მაინც მაქვს და აკადემიურ თეატრში ვერ ვითამაშებდი, მაშინ ჩემთვის სპეციალური როლი უნდა შერჩეულიყო..  დიდი მადლიერებით მინდა გავიხსენო გიგა ლორთქიფანიძე. ბატონმა გიგამ როცა გაიგო, რომ არ ვმუშაობდი და იმ ხანად, მხოლოდ, დიასახლისობით ვიყავი დაკავეული, გაუკვირდა და საპროტექციო წერილი გაუგზავნა ოლეგ ტაბაკოვს, სადაც ის ისე მახასიათებდა, რომ ქება-დიდებით ცაში ამიყვანა, მაშინ 25 წლის ვიყავი და უნდოდა დამხმარებოდა, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ. ჩემთვის ეს მართლაც,  მნიშვნელოვანი ყურადღება იყო, ამ დიდ რეჟისორის მხრიდან.. ტაბაკოვმა როცა წაიკითხა წერილი გაკვირვებული გადმომხედა, რადგან მიხვდა, რომ ეს იყო პროტექცია მისი კოლეგის მხრიდან და მაინც მითხრა, რომ იარეთ ჩვენთან თეატრშიო. მე, რა თქმაუნდა, დავიწყე თეატრში სიარული, მაგრამ მივხდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო, თუმცა შეიძლება წლების შემდეგ გამოჩენილიყო..

 -რატომ  გგონიათ, რომ არ იყო იქ თქვენი ადგილი?

 - კვეხნით არ ვამბობ, მაგრამ იქ რასაც აკეთებდნენ თეატრში მსახიობები, ჩვენ უკვე გავლილი გვქონდა, პირველი კურსის პირველ სემესტრში  ანუ ბევრად უფრო წინ ვიყავი. ამიტომ, მივხვდი, რომ უნდა დავლოდებოდი რაღაც როლს, რომელიც ან მოვიდოდა ან არა. შემდეგ, მამუკა კიკალეიშვილთან ვაპირებდით რაღაც სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ჯიგარხანაინს უნდა დაედგა, მაგრამ მამუკას ავადმყოფობის გამო ეს ვერ შედგა.. და ამასობაში კიდეც დავბრუნდი თბილისში და დავიწყე მუშაობა მარჯანიშვილის თეატრში.

 -ქალბატონო ქეთი,  სულ რამდენ სპექტაკლში გაქვთ ნათამაშები?

 -არ დამითვლია, ბევრი როლი მაქვს ნათამაშები, ათიოდე წელი რუსთაველის თეატრში ვიმუშავე და ბუნებრივია, ამ ხნის მანძილზე არაერთ სპექტაკლზე მომიწია მუშაობა. 2001 წლიდან კი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ.

 -განსაკუთრებით, რომელ როლს გამოყოფდით?

 -რუსთაველის თეტრში ვითამაშე, სამანიშვილის დდედინაცვალში’’ ,,მელანო’’, მაშინ ახალ დდამთავრებული მქონდა ინსტიტუტი და იმ ხანად, ძალიან პოპულარული როლი იყო... სხვათაშორის, ეს როლი ძალიან დამეხმარა ახლანდელ სერიალში ,,ჩემი ცოლის დაქალებში’’ ,,ნუნუკას’’ როლის შესრულებისას.  ეს, დაახლოიებით, ერთი და იგიეა ქალია. ის იყო კლდიაშვილი და ,,ჩემი ცოლის დაქალებში’’ ეს ოჯახიც კლდიაშვილია - თავისი პრობლემებით...

 -თქვენთვის, ალბათ, თეატრში  მუშაობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ტელე-სერიალში.. 

- თეატრს ვამჯობინებ, რა თქმა უნდა, ის ჩემი სახლია. კინო და ტელე-სერიალი, ჩემთვის არის ის ადგილი, სადაც სტუმრად  მიდიხარ. თუმცა, ძალიან მიყვარს სტუმრად სიარული...

 -რომელია თქვენი საოცნებო როლი?


-საოცნებო როლი არა მაქვს...

-ხშირად გითქვამთ შემოთავაზებულ როლზე უარი?


-ყოფილა ასეთი შემთხვევებიც.. უარს ვამბობ, იმ შემთხვევაში,როცა ვერ ვიგებ რა არის და ეჭვი მეპარება რაღაცაში... სპექტაკლზე მუშაობისას, თუ არ არის რეჟისორის და მსახიობის ერთიანობა, არაფერი არ გამოდის, რაც არ უნდა დიდი არტისტი და დიდი მსახიობი იყო. მსახიობის საშუალებით,  რეჟისორი რაღაცას ამბობს, გაძლევს მითითებებს და შენი საშუალებით ის რაღაცას ამბობს. ეს არის ერთობლივი მუშაობის შედეგი და მსახიობის წარმატება დიდად არის განპირობებული რეჟისორზე. ამ უკანასკნელმა, შეიძლება აგიყვანოს ცაში, ან პირიქით ისე დაგანარცხოს, რომ ვერასოდეს ვერ ადგე - ნიჭიერების მიუხედავად. მაქვს ამის გამოცდილება და აქ ვგულისხმობ ზეაწეულობას, ანუ თუ როგორ აყავხარ რეჟისორს ნელ-ნელა ზევით - ცაში. ხელოვნება - ცაში ასვლა! ამას ჯერ მაყურებელი ხვდება და მერე თავად მსახიობი. სცენაზე გამოსვლიდან 3-5 წუთის შემდეგ, ხვდება მსახიობი ტყუილად დადის თუ არა ის თეატრში...

-ბოლო დროს,  არაერთი მსახიობი გახდა პოპულარლი - ინტიმურ სცენებში თამაშის შემდეგ... რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?

-ეს სხვა პროფესიაა და არა მსახიობობა, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს ხელოვნებასთან. ინტიმური სცენის თამაში, სცენაზე შეუძლებელია, ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება. კინო სულ სხვაა, იქ არის შექმნილი მთელი სისტემა იმისთვის, რომ გადაიღონ ეროტიკული სცენები. იქ მაყურებელი არ ესწრება და გამზადებულ, დამონტაჟებულ მასალას ნახულობს. პროფესიონალ მსახიობებს ასეთ როლებს არ სთავაზობენ, რადგან ეს მათ არ სჭირდებათ..

-ამჟამად, მარჯანიშვილის თეატრში რა როლზე მუშაობთ?

-ძალიან საინტერესო როლზე ვმუშაობ. რეჟისორი გურამ ვაშაკიძე დგამს ტენეს უილიამსის ცნობილ პიესას, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება : ,,პიკნიკი - კვირა დღის დღესასწაული’’. სპექტაკლში კარგი მსახიობები არიან დაკავებულნი: ნანი ჩიქვინიძე, ნინო დუმბაძე, ქეთი გეგეშიძე და მე, სულ ოთხი ქალი ვართ.  ვთამშობ ,,სოფი გლუკის’’ როლს, რომელიც არის აუტისტი. ასე რომ, ადვილად შესასრულებელი როლი არ არის, მისი გათავისება ძნელია და ,,ბეწვის ხიდზე’’ მომიუწევს გავლა, მაგრამ იმედი,ა ყველაფერი კარგად გამომივა.


                                                           ესაუბრა მზია გოგოძე

Thursday, 8 January 2015

გიორგი კეკელიძე









გურულები და დანარჩენებ   

     ,,მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა - გურულები და დანარჩენი''- ასე იწყება ბოლო დროის ყველაზე ,,გურული დღიურები'', რომელიც წლის ეროვნულ ბესტსელერად დასახელდა და რომლის ავტორია პოეტი და ესეისტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.    ჩვენი ინტერვიუც ბიბლიოთეკაში შენდგა. ჩემი რესპონდენტი ერთი შეხედვით უშუალო, გულწრფელი, თუმცა საკმაოდ თავშეკავებული და თვითდაჯერებული აღმოჩდა. თავდაპირველად, საუბარი ჩვენს მშობლიურ გურიაზე  დავიწყეთ.

  წლებში, მაგრამ ცხადია, ჩემი მეხსიერება არ გულისხმობს იმ პერიოდს, რადგან მაშინ ძალიან პატარა ვიყავი... ამ თვალსაზრისით ათვლა, ძირითადად, 90-იანი წლებიდან იწყება. დავიბადე ჩვეულებრივ ოჯახში, ჩემი მშობლები მუშაოდნენ ტიპიურ სამსახურებში, ხოლო ბებია და ბაბუა იყვნენ პედაგოგები და შესაბამისად, წიგნთან ახლო გარემოში მიხდებოდა ცხოვრება, რაცერთი მხრივ, გარკვეული იძულებაც კი იყო იმისა, რომ მე დავახლოვებოდი წიგნს და წიგნიერ საამყაროს, მეორე მხრივ, ალბათ მეც მქონდა რაღაც მიდრეკილებები. დრო იყო ძალიან რთული, 90- იანი წლები, მთელი თავისი ,,მომხიბვლელობით...'' მე ეს ყველაფერი ,,გურულ დღიურებში'' დაკვირვებისა დაანალიზის ფონზე არ გადამიტანია, რადგან მაშინ პატარა ვიყაავი, მაგრამ შემდგომ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ტრავმული იყო ჩემთვის და თავისთავად, წიგნის ფურცლებზეც აისახა..  -როდის შექმენით პირველი ლიტერატურული?   -პირველი ლიტერატურული ნაწარმოები სკოლაში ყოფნის დროს შევქმენი, თუმცა, ,,ოჯახური ლეგენდა” მომაწერს, რომ პირველი ლექსი დავწერე 3 წლის ასაკში.  
, ,ჭრიჭინა და წვიმა მიყვარს, 
ქარია და ქარი,
​ბავშვებო , არ გამოხვიდეთ,
არ გააღოთ კარი .”
   ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ბებიაჩემმა დაწერა და მე მომაწერეს. სერიოზულად კი, პოეზიით დავინტერესდი სკოლის ბოლო წლებში და სტუდენტობისას. პროზისკენ კი, მხოლოდ ახლა ვდგამ ნაბიჯებს.
 -თქვენს შემოქმედებაზე რომელმა პოეტმა ან პროზაიკოსმა?
 -თითქმის ყველა ქართველმა პოეტმა, რომელიც ითვლება დიდი და მნიშვნელოვან ავტორად. ეს გავლენები დღემდე რჩება ჩემში, რადგან არ არსებობენ ადამიანები გავლენების გარეშე. -
  ​პირველი კრებული როდის გამოეცით და რამდენი What about?
 - თუ სერიოზულ წიგნებს გადავხედავთ ( და არა იმას, რაც სიყმაწვილეში პატარაკრებულებად იკითხებოდა), გამოსულია ლექსების კრებული ,,ოდები'' და 2012 წელს მაი ლაშაურთან ერთად გამოიცა ალბომი: ,,მხატვრობა-პოეზია- მინიატურები''; ასევე, - ,,გურული დღიურები.  
 -წარმატება როდის მოვიდა, როდის გახდი პოპულარული?
 -ვერ გეტყვით რითი იზომება ჩვენს ქვეყანაში პოპულარობა. ეს ცოტა რთულად დასადგენი საკითხია და არა მგონია, რომ სუპერ პოპულარული ვიყო.. ისე ხალხმა უფრო გამიცნო მაშინ, როცა დავიწყე ელექტრონული ბიბლიოთეკის ლიბ.ჯეს lib.ge კეთება და შემდეგ კი, როცა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გავხდი.
 -თუმცა, მანმადეც გქონდათ ძალიან საინტერესო საქმიანობა...
  -მართალია საინტერესო ცხოვრება მქონდა, მაგრამ ეს არ განაპირობებდა პოპულარობაას. ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან, გამოვცემდით
ლიტერატურულ გაზეთს ჩემს მეგობარ ზაალ ჩხეიძესთან ერთად, რომელიც შემდეგ გადაკეთდა ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-თ.
 -რატომ გაგიჩნდათ ელექტრონული ბიბლიოთეკის What about?  
 -ეს იდეა იმიტომ დამებადა, რომ ვფიქრობ ელექტონული ბიბლიოთეკა ზოგადად, აუცილებელი ატრიბუტია განვითარებული ქვეყნისთვის. ელექტრონული საიტი Lib. ge 2006 რეფორმირებას საჭიროებს. მალე ახალი ვერსია გაეშვება საიტზე. ამჟამად, რახან მე ეროვნულ ბიბლიოთეკააში ვმუშაობ Lib.ge -ს სათავეში უდგას ზაალ ჩხეიძე.
 -თქვენ ბრძანდებით ლიტერატურული კონკურსის ,,საბა''-ს ნომინანტი, რომელი ნაწარმოების თვის მოგენიჭათ პრემია?
 -,,საბას'' პრემია მომენიჭა 2008 წელს, ლექსების კრებულისთვის ,,ოდები'', იგი შეაფასეს როგორც საუკეთესო დებიუტი. მაშინ 25 წლის გახდლით და ეს მართლაც, მნიშვნელოვანი წარმატება იყო.  მისასალმებელია, რომ მსგავსი ტიპის კონკურსები არსებობს გარკვეულწილად, ეს ნამდვილად განაპირობებს ავტორის პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში.  -
 -თუმცა, ლიტერატურულ ხარისხს ვერ განსაზღვრავს მსგავსი ტიპის კონკურსები...   
 -გეთანხმებით, ლიტერატურულ ხარისხს კონკურსები, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ განსაზღვრავენ, რადგან დამოკიდებულნი არიან ლიტერატურულ პროდუქციაზე... თუმცა, თქვენ თუ გულისხმობთ სუბიექტურობას და ობიექტურობას, ამ თვალსაზრისით, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას აქვს პრობლემა. 
-- თქვენი ესეების კრებული - ,,გურული დღიურები'' ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, სოციალურ ქსელებში, ერთგვარ მოდად იქცა ფოტოს განთავსება წიგნით ხელში... საიდაან დაგებადათ იდეა დაგეწერათ ,,გურული დღიურები”?     
- ეს განაპირობა სათქმელის სიმრავლემ, გამოცდილებამ და ზოგადად სურვილმა, რომ მომესინჯა ძალები პროზის მიმართულებითაც. მე დავიბადე და გავიზარდე გურიაში და შესაბამისად, მქონდა მთელი რიგი ემოციები და განცდები, რომელიც ,,გურულ დღიურებში'', რა თქმა უნდა, არ დატეულა... სამომავლოდ, სხვა მიმართულებით ვაპირებ ამ No matter what. 
  წიგნის დაწერა როცა გადავწყვიტე, ბევრი ვიმოგზაურე სხვადასხვა სოფლებში და შევაგროვე რეალური ისტორიები. ეს არ გახლავთ კრიტიკულ- პუბლიცისტური ტიპის წიგნი, არამედ არის მხატვრულად გაფორმებული ესეების კრებული.  
  -როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა ,,გურული დღიურების'' პოპულარობა?  
  -ამ კითხვაზე მე ვერ გიპასუხებთ.. წიგნში, წიგნში ალბათ, ყველა საკუთარი პოულობს... ,,გურული დღიურები "არ არის მხოლოდ გურულებზე,   იგი არის 90-იანი წლების საქართველოზე და წიგნში მოთხრობილი ამბები, გარკვეულწილად, ზოგადდება და შეიძლება ბევრი რამ ახლობელი იყოს კახელისთვის, მეგრელისთვის და სხვა კუთხის წარმომადგენლისთვის. ,,გურული დღიურები”-ში გადმოვეცი ის, რასაც ვგრძნობდი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმას, თუ ასეთი პოპულარული გახდებოდა.
 - გურულ დღიურებში ბევრი საიტერესო ისტორიაა მოთხრობილი, ზოგი სევდიანი ამბავიც.. და რა თქმა უნდა, გურული ხუმრობებიც, კურიოზები... 
გურიაში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ,,გურული დღიურებიდან'' გავიგე, პირველად რომ სექსს ,,აჯიბაკური" ეწოდება... ყურადღებას იპყრობს ფრაზები: ,,გურია პარადოქსების მხარეს'',,,გურულები და დანარჩენები''.. ეს როგორ გავიგოთ?   
 -ეს ხუმრობანარევი ფრაზაა, თორემ გურულებს, ისევე როგორც სხვა კუთხის წარმომადგენლებს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებთ და აერთიანებთ, უბრალოდ, გურულები მაინც რაღაცით გამორჩეული ხალხი ვართ, შეიძლება კარგითდა ცუდითაც... და ეს გამორჩეულობა სიმბოლურად, - სხვა დანარჩენ სამყაროსთან, ცხადია ხუმრობით... გურიაში ცხოვრობდით და არ იცით, რომ Is it okay? შეიძლება სასაცილოა, მაგრამ ეს ასეა..
 ​- გიორგი თუ გეგმავთ ,,გურული დღიურები" უცხოურად თარგმნოთ?
 - ბევრი ქართველი ემიგრანტი ითხოვს წიგნი გაუგზავნოთ, მაგრამ ეს გამომცემლობამ უნდა გადაწყვიტოს, რადგამ მისი კომპეტენციაა. რაც შეეხება უცხოურად თარგმნას, კულტურის სამინისტროს შესაბამისი უწყება დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და ვნახოთ, სამომავლოდ რა გამოვა.
 -ეროვნულ ბიბლიოთეკაში თქვენი მოსვლის შემდეგ ბევრი სიახლე და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.. გთხოვთ, უფრო კონკრეტულად მოგვიყვეთ თქვენს მიერ ჩატარებული სამუშაოების What?     
 -ბიბლიოთეკაში, ძალიან ბევრი მიმართულებით წარვმართეთ მუშაობა, მაგალითად, დიგიტარიზაციის კუთხით, რაც გულისხმობს ელექტროონულ ფორმატში წიგნების გადატანას, ელექტრონული ბიბლიოთეკების შექმნას, ფოტოების გაციფრებას და ა.შ. გავაკეთეთ სხვადასახვა დარბაზები, გავხსენით საბავშვო კუთხე, ღვინის ბიბლიოთერკა, რეპრესირებული წიგნის მუზეუმი, თანამედროვე საბიბლიოთეკო ცენტრი, დიდი ელექტეონული დარბაზი; აგრეთვე, დაწყებულია პირველი კორპუსის რემონტი და მალე გაიხსნება. უცხოეთში გავხსენით ბიბლიოთეკები. ვაპირებთ ბიბლიოთეკების, როგორც კულტურული ბრენდის შექმნას, წიგნადი ფონდის გაძლიერებას, მუზეუმების გაკეთებას, კერძო ინვესტიციებს მოზიდვას, რომელმაც უკვე 200 ათასს გადააჭარბა. ჩვენ გვინდა, რომ ბიბლიოთეკა იყოს ღია, აქტიური სივრცე, რომელიც მის ფარგლებს გარეთ გავა.. ჩვენ სოფლებშიცვხსნით ბიბლიოთეკებს წიგნების ვაუჩერის გადაცემას ვაპიურებ სოფელ სურევის ბიბლიოთეკისთვის (საიდანაც, გურული დღიურების წერა დავიწყე).. სულ მალე, ოზურგეთის რაიონში, კერძოდ, სოფელ შრომაში ვაპირებთ წიგნების ჩატანას.
 -გიორგი, თქვენ ახორციელებთ საინტერესო პროექტს, რომლის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა What's wrong?
     -ეს გახლავთ ჩემი და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით, ოჯახებში სიარულს და ფოტომატიანეს შექმნას. აღნიშნული პროქტით, ჩვენ შევძლებთ ძალიან მალე ქვეყნის ისტორიის გარკვეული ვიზუალური ნაწილი შევავსოთ
 - როგორ შეაფასებთ თანამედროვე ლიტერატურულ?   
 -ლიტრერატურული პროცესები მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს ანუ ფრაგმენტულად. დომინანტი მიმდინარეობა, რომელიც წინა საუკუნეებში არსებობდა, უკვე აღარც უნდა იყოს... ყველა წერს ისე, როგორც ეწერება. წიგნის პოპულარობასა და ხარისხს კი განსაზღვრავს მკითხველი.
 -ბოლო დროს, ახალგაზრდებში მოდური გახდა ლექსის ე.წ. ,,ძველ ბიჭური'' ტონით წაკითხვა, რაც ძალიან გამაღიზიანებელია.. თქვენ რა აზრის ხართ აღნიშნულ What about?   
 - მეც არ მომწონს ეს ე.წ. ,,Youtube პოეზია'' და არ ვუსმენ, მაგრამ ვისაც მოსწონს წაიკითხოს... მთავარია, კაცს ნუ მოკლავსდა What
 about ?  
 - მე როგორც ეროვნული ბოიბლიოთეკის ხელმძღვანელი, თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან, რადგან აქ შემოდის ყველა ავტორის წიგნი და შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ თუ არ მომეწონა, შეიძლება რომელიმე მათგანი ურნაში ჩავაგდო, ცხადია ეს არ მოხდება...
 -კლასიკოსებიდან What about?  
  -ძალიან მომწონს შოთა რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა, ჯალა ლედინ რუმი, არტურ რემბო. მწერლებიდან კი მომწონს ჰერმარ მერვილი, მარკ ტვენი, ჰომეროსი და მიხეილ ჯავახიშვილი.
 -ახლა გადავიდეთ პირად თემებზე.. რა ადგილი What's wrong?  
 -ძალიან დიდი.. სიყვარული არის მთავარი მამოძრავებელი და იმპულსი ნებისმიერი შემოქმედისთვის და ჩემთვისაც, რის გამოც სხვა დანარჩენ საქმეებს ვაკეთებ.
 - კიდევ რა არის თქვენი ინტერესის სფერო, ჰობი...როგორმუსიკას უსმენთ?
 -ძალიან მიყვარს ფეხბურთის ყურება და ვარ სერიოზული გულშემატკივარი მაჩესტერ იუნაიტეტის, რომელიც ცოტა მოძლიერდა, მაგრამ მაინც რთული პერიოდი გადაიტანა. ასევე, მიყვარს მუსიკა, სხვადასხვა ჟანრს ვუსმენ და ვთვლი, რომ მეტნაკლებად, მელომანი ვარ.
 - What?  
 -ბრწყინვალედ. საკუთარ თავზე ბევრი ჭორი მომისმენია, მაგალითად, ის რომ ვარ მასონი და თითქოს მაქვს ორგიები სტუდენტ გოგოებთან და მისთანანი...ეს რა თქმა უნდა, სრული სიცრუეა..
 -როგორია თქვენი სამომავლო What? 
    -ჩემი სურვილია, ეროვნული ბიბლიოთეკა შევქმნა როგორც ერთ-ერთი წარმატებული და პრესტიჟული ბრენდი. სამომავლოდ, ვაპირებ ამერიკაში სწავლის გაგრძელებას.
  -რაც შეეხება ბებოს სურვილს? ცნობილია, რომ ერთერთ სატელევიზიო გადაცემაში თქვენმა ბებიამ, თქვენი დაოჯახების სურვილი საჯაროდ გამოთქვა?
  - ეს ბებოს სურვილია მხოლოდ... მაგრამ, მე საკმაოდ ახირებული და ჯიუტი ადამიანი ვარ და ჩემი პირადი ცხოვრების საკითხებს თავად ვწყვეტ...

                   ესაუბრა მზია გოგოძე

#გიორგი კეკელიძე #გურული დღიურები 









Monday, 8 December 2014

კულტურა

  მინანქარზე  მუშაობა შემოქმედებითი  პროცესია

მინანქრით ლითონის დაფარვის ტექნოლოგია პირველად, ძველ ეგვიპტეში და ჩინეთში, უძველეს ნიმუშებშია აღმოჩენილი. ლითონის ფირფიტის მინანქრით დამუშავების რამდენიმე ტექნოლოგია არსებობს, ესენია: ამოღრმავებულ ლითონის ფირფიტაში – მინანქრის ამოვსების ტექნოლოგია, აგრეთვე, კვეთილი, ფერწერული, ვიტრაჟული და ტიხრული მინანქარი. ქართულ ხელოვნებაში უმთავრესად, ტიხრული მინანქარია ცნობილი. ამოღრმავებული მინანქრის ერთადერთი ნიმუში დაცული იყო ჯუმათის ეკლესიაში, რომელიც ამჟამად დაკარგულია. მინანქარს, თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუასაუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი, ისევე ფასობდა, როგორც ხუროთმოძღვრება, კედლისმხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია – ხახულის ხატზე შემორჩენილი მინანქრის რაოდენობა და შესრულების დონე. ქართული მინანქარი სხვა ქვეყნებისას არ ჰგავს, იგი განსხვავებული და ორიგინალირია. თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში ტიხრული მინანქრი ფართოდ არის გავრცელებული.  ხვადასხვა სალონებსა თუ მაღაზიებში, მრავლადაა  წარმოდგენილი ტიხრული მინანქრით შექმნილი სამკაულები, ტანსაცმლის აქსესუარები და საეკლესიო ნივთები.
ახალგაზრდა დიზაინერის შორენა შარიქაძის  ტიხრული მინანქრით შესრულებული სამკაულები: ჯვრები, გულსაკიდები, საყურეები და ბეჭდები და სხვ. გამოირჩევა  ორიგინალობით, დახვეწილი დიზაინით და უზადო გემოვნებით. შორენას კოლექცია მნახველს იზიდავს ორნამენტების მრავალფეროვნებით და საოცარი ფერთა შეხამებით.

   
    შორენა შარიქაძე:  ტიხრულ მინანქარზე მუშაობა ხუთი წელიწადია რაც დავიწყე, იგი მამაჩემმა ცნობილმა მხატვარმა გოჩა შარიქაძემ შემასწავლა. ჟერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ლითონის დამუშავების ტექნოლოგია ავითვისე, თავიდან ყველაფერი ძალიან რთულად მეჩვენებოდა, თუმცა, თანდათანობით,  ავუღე ალღო და დავინტერესდი ამ სპეციალობით. ვერ წაროვიდგენდი თუ ტიხრულ მინანქრზე მუშაობა ჩემი საყვარელი პროფესია გახდებოდა. როცა მინანქარზე მუშაობას შეისწავლი, შეუძლებელია მას მერე თავი დაანებო. ტიხრული მინანქარი-ხელოვნების ისეთი დარგია, რომელიც გამოიყენება როგორც საეკლესიო, ისე საერონივთების შესაქმნელად. მინანქარზე, ძირითადად, მხატვრები მუშაობენ, რადგან აუცილებელია ფერთაშეხამება, ლამაზი დიზაინი.  ლითონის დამუშავების ტექნოლოგია კი რთულია, რადგან დიდ ნებისყოფას მოითხოვს თითოეული ტიხრის ჩასმა.



 - შორენა, თქვენი კოლექცია შექმნილია ლამაზიდიზაინით და საოცარი ფერებით, თითოეული მათგანი შემკულია სხვადასხვა ორნამენტებით...  ფერების შერჩევაში მამის აზრს თუ ითვალისწინებ?

- რა თქმა უნდა მამაჩემის აზრსაც ვითვალისწინებ, იგი მხატვარია და ძალიან მეხმარება. ჩემს ნამუშევრებში, ძირითადად, აბსტრაქცია და ორნამენტებია გამოყენებული. ჟვარზე უმეტესად, ყურძნის მტევანს ვხატავ, რადგან საქაეთველო ვაზის ქვეყანაა და ასეთ ორნამენტს სიმბოლური დატვირთვაც აქვს...საქაეთველოში, სხვადასხვა ეპოქაში, ერთმანეთისგან განსხვავებულ ორნამენტებსა და სიმბოლოებს იყენებდნენ.

-  მართალია, მინანქრის დამუშავების ტექნოლოგია რთულია, მაგრამ შემოქმედისთვის ალბათ, საიტერესო პროცესიც არის... დღეში რამდენ საათს მუშაობ?

- ყოველდღიურად, თითქმის ექვსი საათი ვმუშაობ, მაგრამ არ ვიღლები. პირიქით, ჩემთვის ტიხრულ მინანქარზე მუშაობა შემოქმედებითი პროცესია და ძალიან საინტერესოც. თუ ტიხრულ მინანქარზე  არ ვმუშაობ, დღე  უქმად ჩევლილი მეჩვენება. ვცდილობ ნამუშევრებში ხასიათი იყოს გამოკვეთილი და ჩანდეს საკუთარი ხედვა, უპირატესოსობას ნათელ ფერბს ვანიჭებ და ვცდილობ ნამუშევრებში მეტი პოზიტივი ჩანდეს... საყვარელი ჟანრია: ფანტასტიკა, როცა რეალობა ერწყმის წარმოსახვას.ასევე, დიდი სიამოვნებით ვმუშაობ რელიგიურ თემატიკაზეც.ჩემს პროფესიაში დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებასა და პრაქტიკას. რათა ხელი დაიხვეწოს და მაღალი ხარისხის ნამუშევრები გამოვიდეს... მომინანქრება კეთდება ვერცხლზე, ოქროსა და სპოლენძზე. თავდაპირველად ხდება სამინანქრე ფორმის გრავირება, რომელიც იფარება უფერო საღებავით, შემდეგ გამოვწვავთ (ოღონდ, ფერები არუნდა დაიწვას) და ტიხრებს ვაძლევთ სასურველ ფორმას. შემდეგ საჭიროა ფერების ჩასმა, დამუშავება და გაპრიალება. აქ ფანტაზიასა და გემოვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს.  
მიუხედავად იმისა, რომ ლითონის დამუშავების ტექნოლოგია ერთფეროვანია, თითოეული ნაკეთობა ერთმანეთისგან განსხვავებული და ორიგინალური გამოდის, სწორედ, ამით არისღირებული და გამორჩეული ტიხრული მინანქარი.
 ქართულ ტიხრულ მინანქარს, მსოფლიოში ანალოგყ არა აქვს... ჩვენი მინანქრის ფერებში ღვინისფერი და გამჭვირვალე მწვანე სჭარბობს.

-შორენა, საკმაოდ ბევრი კოლექცია გაქვს და  რომელიმე გამოფენაში თუ მიგიღია მონაწილეობა?

-რა თქმა უნდა, ხშირად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში და საქველმოქმედო ღონისძიებებში. ჩემი ნამუშევრები წარმოდგენილია: გალერეა ,,ქართულ საჩუქარ‘’-ში. ,,ფიროსმანში’’, ბათუმის და თელავის სამხატვრო სალონებში.

-სამომავლოდ რა გეგმები გაქვს ?

- ჩემი ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ, გამიჩნდა სურვილი შევქმნა საავტორო ნამუშევრები. ხშირად, ნამუშევრების შექმნის შთაგონების წყაროა სხვადასხვა ნახატი ან პერსონაჯი, რომელსაც ვაცოცხლებ ჩემს სამკაულებში. მაგალითად, ჩემი შექმნილი სამკაულების სახელწოდებებია ,,მოცეკვავე გოგონა’’, ,,ცხოვრება ვარდისფერ ფერებში’’ და ა.შ.
  სამომავლოდ, ვაპირებ პერსონალური გამოფენის გამართვას... ჩემი ნამუშევრები განთავსებულია სოციალურ ქსელშიც. დაინტერესება ძალიან დიდია, განსაკუთრებით უცხოელები ინტერესდებიან. მაქვს შემოთავაზებები და შეკვეთები...

                                   
                                 მზია გოგოძე

მოგზაურობა

  🇮🇹სამხრეთ იტალიაში  მოგზაურობა მართლაც,    დაუვიწყარი თავგადასავალია.ეს იყო ახალი ემოციების და    შთაბეჭდილებების    აღმოჩენა,  იტალიური...