Thursday, 12 July 2018

განათლება

                           სიახლეები განათლების სფეროში
                     
       
     ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი ტრადიციული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე სასწავლო დაწესებულებაა, რომლის კურსდამთავრებულები ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან. იგი გამორჩეულია იმითაც, რომ ერთადერთი საჯარო სკოლაა, რომელსაც ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსი აქვს და მაღალ შედეგებზეა ორიენტირებული.

     სასწავლო პროცესში განხორციელებულ ცვლილებებზე, ახალ სახელმძღვანელოებზე, მოზარდთა ძალადობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება 23-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაგდა ბარამიძე.
       -თავდაპირველად, უნდა აღვნიშნო, რომ განათლების სფეროში უკვე ოცი წელიწადია  ვმუშაობ, მაგრამ ერთი წელია, რაც 23-ე საჯარო სკოლას ჩავუდექი სათავეში, რაც ჩემთვის დიდი პტივი და პასუხისმგებლობაა. 23-ე სკოლის  შენობას და კედლებსაც კი, სხვა ხიბლი აქვს და ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც აქ მოღვაწეობდნენ, ესენია: ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო კეცხოველი, დიმიტრი უზნაძე, დუშა წერეთელი (ჟანრი ლოლაშვილის დედა), თინა კაჭარავა და სხვა მრავალი. სკოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით, რომლებიც სხვადასხვა სფეროს ცნობილი და ღირსეული წარმომადგენლები არიან და რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ვცდილობ, სკოლის არსებული ტრადიცია შევინარჩუნო და სასწავლო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლეებით გავამდიდრო. ეს სკოლა ყოველთვის ფრანგულ ენასთან ასოცირდებოდა, რადგან დაარსების დღიდან, ჯერ კიდევ, როცა გიმნაზია იყო, მაშინაც კი უცხო ენები იყო აქცენტირებული. შორეულ წარსულში, სკოლის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად სტადიონია, ფრანგი ქალბატონები – მადამები ცხოვრობდნენ, რომლებიც მაშინდელ გიმნაზიაში ფრანგული ენის გაკვეთილებს ატარებდნენ. სკოლას მჭიდრო კავშირები ჰქონდა ფრანგულ ენოვან სახელმწიფოებთან: საფრანგეთთან, ბელგიასთან და ხორციელდებოდა გაცვლითი პროგრამებიც. წლების წინ, განათლების პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად, ინგლისური ენა გახდა პრიორიტეტული და სამწუხაროდ, ფრანგულა ენა თითქოს მიღმა დარჩა. თუმცა, ჩვენი ფრანგული ენის კათედრის მარალკვალიფიციური პედაგოგების თავდადებით,  აღნიშნული ენის სწავლება ერთი დღითაც არ შეწყვეტილა. მიხარია, რომ 23-ე სკოლამ უკვე ერთი წელია, კვლავ აღიდგინა ფრანგულა ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსი, რასაც წინ უძღოდა საზოგადოების მოთხოვნა და განათლების სამინისტოს დიდი მხარდაჭერა. იგი, ერთადერთი საჯარო სკოლაა,  სადაც ფრანგული ენის შესწავლა იწყება პირველი, ხოლო ინგლისური მეორე კლასიდან. ამისთვის, კომპეტენტურ სპეციალისტებთან ერთად, სპეციალური ინოვაციური პროგრამაც შეიქმნა, რომლის მომზადებაში მონაწილეობდნენ  სხვადასხავა უწყების წარმომადგენლები. აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს წარმომადგენელს ლია ბეჟანიშვილს,  ფრანგულ ინსტიტუტს, პარტნიორ ორგანიზაციებს; ასევე,  ილიაუნს - მზაღო დუხტურიშვილს, დედაუნივერსიტეტს - მაია გაბუნიას, ალმამატერს - თამარ გაგოშიძეს, მასწავლებლის სახლს და ექსპერტს მაკა ნადარეიშვილს, რომელმაც აკადემიური მიმართულება მისცა გრანგული ენის პროგრამას.  ასევე, მადლობას იმსახურებს სკოლის ფრანგულა ენის კათედრა და პედაგოგები: ეთერ ხასია, ქეთი ძულიაშვილი, დალი გოცირიძე და სხვები. ჩვენთან სტუმრობისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც ამავე სკოლის  მოსწავლე იყო, აღნიშნა, რომ 23-ე სკოლელები აღმოჩნდნენ ყველაზე დიდი ფრანკოფილელები და ეს ძალიან გვეამაყება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 23-ე სკოლას ფრანგული ენის პოპულარიზაციაში მხარში დაუდგა არამარტო განათლების სამიიინისტრო, არამედ დედაქალაქის  თითქმის ყველა სკოლა. აქვე გეტყვით, რომ  განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების ხელშეწყობით, შემუშავდა პროექტი, რომლის ფინალური  და გრანდიოზული ღონისძიება, რამდენიმე თვეში ყვარელში გაიმართება.

   -ქალბატონო მაგდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რა სიახლეები განახორციელა სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით?

   -წელს, უპრეცედენტო შემთხვევა იყო ის, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების და შერჩევის პროცესში ჩაერთნენ სკოლების პროფესიონალი პედაგოგები. მასწავლებლების პაქტიკული და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული იყო მათი აზრი და ასე შეირჩა სახელმძღვანელოები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, აღნიშნულ საკითხზე ხანგრძლივად იმუშავა, თავდაპირველად, სახელმძღვანელოების განხილვის პროცესი საჯაროდ წარიმართა, ნიმუშები ინტერნეტ სივრცეში განთავსდა და კომპეტენტური მოსაზრბების შეჯერების შედეგად აირჩა საუკეთესო ვარიანტი.

   -არსებული სასკოლო სახელმძღვანელოები, საკმაოდ მძიმე წონის და დიდი მოცულობისაა, რაც რთული სატარებელია  დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. საინტერესოა ახალი წიგნების სტანდარტი და ფორმა, მცირე ასაკის მოსწავლეებისთვოს შეცვლილი იქნება?
    -რა თქმა უნდა, ტექნიკური პარამეტრებიც (წონა, მოცულობა) იყო გათვალისწინებული. ამ ეტაპზე, ყველა გამომცემლობა ინდივიდუალურად ხვდება სკოლის წარმომადგენლებს. აღნიშნულ საკითხზე ჩუღურეთის რაიონის სკოლების ლოკაცია ჩვენთან არის განთავსებული. გამომცემლები, ნიმუშებს ბუკლეტების სახით გვირიგებენ და ყველა ნიუანსის გათვალისწინების საფუძველზე, ახალი სასწავლო წლისთვიდ წიგნები უკვე მზად იქნება. მოუთმენლად ველოდები ახალი სახელმძღვანელოების ხილვას.

   -სკოლის პროგრამულ ნაწილში რა ცვილებებია?

 -იცვლება საათობრივი ბადე პირველიდან მეექვსე კლასებში, ხოლო მე-3 და მე-4 კლასებში დაემატა ახალი საგანი ,,მე და საზოგადოება’’, რომელიც არის ბუნებისმეტყველების და სამოქალაქო განათლების ნაერთი. ეს  საგანი მნიშვნელობანია მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის და ლიბერალურ-დემოკრატიული აზროვნების განვითარებისთვის.  სიახლეა ისიც, რომ მე-5 კლასის პირველ სემესტრში შეფასების მექანიზმი გაუქმდა. ეს ძალიან კარგია, რადგან პატარებს  იქნებათ შეგუების პროცესი, რამეთუ სტრესული იყო ბავშვებისთვის განმავითარებელ შეფასებიდან, განმსაზღვრელ შეფასებაზე გადასვალა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახალი ცვლილებით,  მხოლოდ პირველი კლასის მეორე სემესტრიდან დაიწყება უცხო ენის შესწავლა და ისიც ზეპირსიტყვიერად. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად, სამინისტროს მხრიდან საკმაოდ წახალისებულია სპორტისა და ესთეტიკის მიმართულება. ამ მხრივ, გათვალისწინებულია თავისუფალი გაკვეთილები, შრომითი უნარების გავვითარება, სპორტული შეჯიბრებები და სხვადასხვა ტურნირები.

   -ქალბატონო მაგდა,  დღეს მოზარდთა ძალადობა, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომელსაც ზოგჯერ სავალალო შედეგი მოჰყვება ხოლმე.. რამდენად გიზარდა მანდატურის ფუნქციები და რამდენად უსაფრთხო გარემოა სკოლაში შექმნილი?

   - მანდატურის წესები, რამდენიმე თვის წინ შეიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების და მოზარდთა შორის სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით მომზადებული კანონპროექტი ძალაში შევიდა. ცვლილებების მიზანია, მანდატურის საქმიანობის დამოუკიდებლობის გაზრდის გზით, სკოლებში მომხდარ ინციდენტებზე სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა. ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში პოლიციასა და მანდატურის სამსახურს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
     რაც შეეხება ბულინგს.. რომ  გითხრთათ სკოლა ,,კრისტალია’’ მეთქი დამიჯერებთ? ბულინგი და ბავშვთა ძალადობა მსოფლიო პრობლემაა და მისგან არცერთი სკოლა არ არის დაზღვეული. ფიქოლოგების მოსაზრებით, ისეთი სოციალური ორგანიზაცია, როგორიც სკოლაა, კარგი ნიადაგია ბულინგისთვის. ეს 21-ე საუკუნის სენია და მას ყველა ქვეყანა ებრძვის. ვფიქრობ,  ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება იქნება ის, თუ მოსწავლეებს უფრო მეტად დავაკავებთ, სპორტით ან სხვადასხვა შემოქმედებითი საქმიანობით, სადაც მოზარდები ერთად, გუნდურად იმოქმედებენ და ერთად იქნებიან ჩართულნი პროცესში. მოსწავლეები გუნდურად, საერთო მიზანზე როცა იქნებიან ორიენტირებულნი, უფრო მეტადაც დამეგობრდებიან და ნაკლები თავისუფალი დროც ექნებათ... სკოლამ, მოზარდებში  უნდა შეუწყოს ხელი  გუნდური მიშაობის შეაწავლას და მათ დაახლოებას. სამწუხაროდ, როცა ძალადობის ფაქტები ხდება რატომრაც მხოლოდ სკოლისკენ იშვერენ თითს.. არადა, აქ არამარტო სკოლის, არამედ ოჯახის და მთლიანად საზოგადოების პრობლემა და პასუხისმგებლობის საკითხი დგას. ვიცით, რომ ზოგადად ფონია აგრესიული.  მოზარდებში  ძალადობის ფაქტებზე,  ვერცერთი პედაგოგი ვერ იქნება გულგრილი. მოგეხსენებათ, რომ სკოლას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მასწავლებლები მართავს მსოფლიოს,  რადგან ჩვენ ვზრდით ახალ თაობას და თუ რა შედეგი იქნება ხვალ და როგორი მომავალი გვეყოლება ეს პედაგოგებზე, მეტიც სკოლაზეა დამოკიდებული. ამიტომ, თითოეულმა პედაგოგმა დავფიქრდეთ, რამე ხომ არ გვაქვს გამოსასწორებელი?
                                                 
                                             
                        ესაუბრა მზია გოგოძე

 ინტერვიუ გამოქვეყნდება ჟურნალ ,,მედიატორში''




 

Tuesday, 10 July 2018

პოლიტიკა

      პოლიტიკა - ურთულესი მეცნიერებაა

     
    საქართველოში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე.

      -ბატონო ვაჟა,  როგორ შეაფასებდით დრევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას?

    -პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ არიდებულია  მძიმე სირთულეები და ქვეყნის განითარებაში სახეზე არ გვაქვს არც პოლიტიკური ან ეკონომიკური კრიზისი. თუმცა, ამის ნიშნები ბოლო პერიოდში იყო. დღეს, ერთი შეხედვით ეკონომიკაც ვითარდება და სულ ახლახანს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირდა 7 ნახევარ პროცენტიანი ზრდა. ფაქტია, მოსახლეობას არ დაეტყო, რადგან ამისთვის უფრო დიდი მაჩვენებელია საჭირო. თუ იქნება 13-14 პროცენტიანი მატება, მაშინ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსახლეობის ერონომიკური მდგომარეობაც და სამუშაო ადგილებიც შეიქნება. მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ - მძიმე გარემოებების თანხლებით. ესენია: გაყინული  ეთნო-კონფლიქტები, რომელიც პერიოდულად ღვივდება, ვგულისხმობ, როგორც ყარაბაღის ასევე, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.  ასეთი ვითარება განაპირობებს იმას, რომ ცივილიზებული კაპიტალი ჩვენსკენ არ მოისწრაფის და ინვესტიციების ზრდა არასასურველ ნიშნულზეა. იმდენად რამდენადაც, ინვესტიციებმა რომ დაატყოს ხელი რეალურ მდგომარეობას, ამისათვის გაცილებით მეტი უნდა იყოს იგი კერძო სექტორში და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ინკლუზიურ განვითარებას. აქედან გამომდინარე, ვითარება საკმაოდ რთულია, ქვეყანა დგას სერიოზული გამოცდის წინაშე, რადგან გვიახლოვდება ორი სერიოზული არჩევნები: საპრეზიდენტო შემოდგომაზე, ხოლო საპარლამენტო 2020 წელს. თავისთავად ცხადია, რომ არჩევნები არის გამოცდა სოციალურ-ინფრასტრუქტურული ვითარების. იგი, გარკვეული სტრესია ქვეყმისთვის, რომლის  ღირსეულად გამკლავებისთვის სათანადო სოციალ-ეკონომკური  დონეა საჭირო, რაც ჩვენთან სამწუხაროდ მიღწეული არ არის.  თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მეტნაკლებად წარმატებით ვატარებთ არჩევნებს და  მთავარია,   თანამეგობრობა აღიარებს არჩევნების შედეგებს. აქედან გამომდინარე კი, პოლიტიკრი ცხოვრებაც თითქოს ნორმალიზებულია. მთავარი არის ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და მისი პოზიტიურ ტრენდად გადაქცევა, რომელიც თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე აისახება.

     -როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება რამდენად უმკლავდება აღნიშნულ პრობლემებს?

     -ვერ ვიტყვი ცუდად ან კარგად… ყველაფერი თვითდინებით მიდის და გარკვეული თვალსაზრისით, უკეთესობა შეიმჩნევა, მაგრამ სასურველისგან, ჯერ კიდევ, შორს არის. ყველაფრის თავიდათავი, მაინც  ,,ქართული ოცნების'' მიერ დაშვებული რიგი უზუსტობები და არასწორი აქცენტებია, რომელიც გამოიხატება პოლიტიკის დეპოლიტიზაციაში.

 -რას გულისხმობთ?

 -კონკრეტულად ვგულისხმობ, მართვის პროცესის დაცლას პოლიტიკური შინაარსისგან, ტექნოკრატებზე აქცენტის გაკეთებას, როდესაც მთავარი პოლიტიკური ფიგურები, რომელიც ,,ქართულ ოცნებას'' ჰყავდა და ჰყავს არიან არა პოლიტიკოსები,  არამედ ტექნოკრატები. საქართველოში პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაა იმის გამო, რომ ცალკეული შეცდომები დაუშვეს როგორც პოლიტიკოსევმა, ისე პარტიებმა. რადგან ტექნოკრატები ვერასოდეს ვერ ამაღლდებიან პოლიტიკის წარმატებისა და მოაზრების განხორციელების დონემდე. ამას ადასტურებს უცხოეთის გამოცდილებაც. ბოლო პერიოდში, უკვე მერამდენე პრემიერი შეიცვალა და არცერთი მათგანი პოლიტიკოსი არ ყოფილა  თანამდებობაზე დანიშვნამდე. გამოდის, რომ ეს პროცესი ტექნოკრატიული ნიშნით წარიმართა. ერთია კარგი პროფესიული განათლება, ცოდნა და მეორეა,  ქვეყნის რეალური მართვა და საკუთარი ცოდნის პოლიტიკურ პრიზმაში გარდასახვა, რის გარეშეც პოლიტიკა არ არსებობს... ეს სამომავლოდ ქვეყანაზე ცუდად აისახება.

  - ბატონო ვაჟა, სხვა რა პრობლემას ხედავთ?

 -ასევე, არასწორია ის მართვის სტილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა საქართველოში - არაფორმალური მმართველობა. იგი,  წავიდა პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში, მაგრამ რეალურად დარჩა ქვეყნის მმართველი. ეს ფორმა მართველობის საკმაოდ ორიგინალურია საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, მაგრამ საკმაოდ მიუღებელია პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისით. თავიდან კი ცდილობდა ოპონირებას, მაგრამ შემდეგ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თვითონ იღებდა. მოგვიანებით, ყურად იღო საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები და შეეცადა გარიდებოდა პროცესს, მაგრამ კმაყოფილი არ დარჩა კვირიკაშვილის გადაწყვეტილებებით. ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდები კარგია, მაგრამ თამაშით იზრდებიან, მაგრამ თამაშით პოლიტიკას და ქვეყნის მართვას ვერ სწავლობენ.
     ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა კონკურენციის გაქრობა ყველა სფეროდან, პოლიტიკიდან, ბიზნესიდან და სახელოვნებო სფეროდან. არადა, დემოკრატიული საზოგადოების წინსვლის კატალიზატორი და მთავარი მამოძრავებელი არის კონკურენცია. კანონის უზენაესობის პირობებში, როცა სუბიექტები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ბაზრებსა თუ პროდუქციის გასაღებისთვის, პარლამენტში ადგილების მეტი აუდიტორიის შექმნისთვის და ა.შ. აღნიშნული შეჯიბრებითობა ქმნის ისეთ კეთილდღეობას, რომელზეც ვოცნებობთ. ცუდია, რომ კონკურენცია გაქრა რეალობიდან, ასეთ სიტუაციაში ჩვენ ვუტოლდებით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ამჟამინდელი  პარაგვაი უარეს შემთხვევაში, ხოლო უკეთეს შემთხვევაში, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელორუსი...  ამ ქვეყნების მართვის სტილი ჩვენ არ გამოგვადგება. ჩვენთან ყველა საკითხი წყდება არა კონკურენციის პირობებში არამედ, სადღაც კულუარებში, მართვადი პარტიების მეშვეობით.  ბიძინა ივანიშვილის გავლენისგან თავისუფალი პარტია არ არის დღეს საქართველოში, ვგულისხმობ, ერთ პროცენტზე მაღალი რეიტინგის მქონე პარტიებს. ერთადერთია მხოლოდ, მიხეილ სააკაშვილის კონტროლქვეშ მყოფი - ,,ნაციონალური მოძრაობა’’, ხოლო ყველა დანარჩენი ივანიშვილს ექვემდებარება, რომელიც საკმაოდ ჭარბი დოზით სარგებლობს საზოგადოებაში.  სამწუხაროდ, ბიზნესში - სასამართლოები კი არ ადგენენ ესა თუ ის  ბაზარი ან ობიექტი ვის უნდა გადაეცეს, არამედ ადგენს ,,უზენაესი მმართველი’’, რომლის ნებასაც კარგად კითხულობენ მისი გავლენის ქვეშ მყოფი აღნიშნული სისტემის წარმომადგენლები და გადაწყვეტილებების წინასწარ მიღება ხორციელდება.  ეს ყველაფერი კი, ძალიან გვაზიანებს, რადგან არ არის კონკურენცია და აკუმულირება ხდება საზოაგადოებრივი  დოვლათის - კონკრეტული ოჯახების ხელში. მაგალითად, ხარვეზები და კორუფციის შემცველი  ელემენტები  დაფიქსირდა ინფრასტრუქტურული პროქტების განხორციელოებისას, რომელიც შეღავათიანი კრედიტი იყო -აზიის განვითარების ბანკიდან.  ამის შესახებ,მასმედიამ და არასამთავროებმა ხმამაღლა უკვე ისაუბრეს. მთელი რიგი ტექნიკური ნაკლოვანებები დაფიქსირდა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის აღდგენის პროექტის განხორციელებისას, ასევე, ქობულეთის შემოვლითი გზის და რუსთავის მაგისტრალის მშენებლობისას, რომელიც უკვე დასრულდა და იმედია, ხარვეზები აღმოიფხვრა.

 -რა იყო აღნიშნული ნაკლოვანებების მიზეზი?

 -უმთავრესი მიზეზია ის, რომ კომპანიები არასწორად ასრულებენ სამუშაოებს და დაკისრებულ მოვალეობებს..

 -რამდენად სწორად და ობიექტურად ჩატარდა ტენდერი და თუ არსებობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებს კონტროლის სისტემა?

-აი, სწორედ, რომ ,,ეშმაკი დეტალებშია’’. კონტროლის სისტემა სამუშაოებოს შესრულებისას ფაქტობრივად, არ არსებობს .კომპანიების შერჩევის პროცესი  და  ტენდერიც კონკრეტული ,,ასი ოჯახის’’ ინტერესების გათვალისწინებით ტარდება...
 
  -ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე როგორ აისახება?

-რა თქმა უნდა, დადებითად აისახება და არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო თუ ის ოფიციალურ თანამებობას დაიკავებს, ბიძინა ივანიშვილს , ჯერ კიდევ აქვს რეიტინგი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნაკლი აქვს და მისი მართვის სტილი მიუღებელია. თუმცა, არის საკმაოდ ნიჭიერი, გონიერი და გამჭრიახი ადამიანი.. მომავალ არჩევნებში ,,ქართულ ოცნებას’’, აქვს  შანსები არსებული ნაკლოვანებები გამოასწოროს, თუ ადეკვატური იქნება მმართველი პარტიის პოლიტიკა და მიმართება პრობლემებისადმი. ახლა მთავარია მამუკა ბახტაძე როგორ გაუმკლავდება გამოწვევებს, პროგრესული ხედვა აქვს, განათლებულია, კულტურული და ინტელექტუალური ახალგაზრდაა და არც გიორგი კვირიკაშვილი იყო ცუდი, მაგრამ თუ შეძლებს თავისი ცოდნის გარდასახვას პოლიტიკურ ჭრილში, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, ჯერ არაფერი ეტყობა, მაგარამ დავაკვირდებით, რამდენად შეძლებს მთავრობის გადაწყობას სხვა ,,რელსებზე’’. მამუკა ბახტაძის ხედვა საინტერესოა, სტრუქტურული ცვლილებები – დროული, სამინისტროების გაერთიანება – საკამათო.
  ქვეყანაში უნდა აღმოიფხვრას დეპოლიტიზაცია, პოლიტიკის დეპარტიზაცია ანუ პარტიების გარიყვა. ქართველებისთვის მიუღებელია ავტორიტარიზმი და ერთპიროვნული მმართველობა. ეს არის საზოგადოებრივი განვითარების შეფერხება და ბუნებრივი გზიდან გადახვევა. ჩვენ ქართველებს, ერთმანეთის გატანა შეგვიძლია მხოლოდ დემოკრატიის პრინციპებზე ორგანიზებულ საზოგადოებაში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ  ერთმანეთის ატანა, მოთმენა და თვალსაზრისის შეჯერება.

-,,ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია’’, რამდენად საჭიროა და  რა შედეგს გამოიღებს?

  -საჭირო და დროული იყო. აღნიშნული სია რომ იყოს ქმედითი, ამისი მექანიზმები ჩვენ არა გვაქვს, რადგან საქართველოს წონა საერთაშორისო არენაზე არის ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერის ტოლფასი. ცალკე აღებულ, სუვერენულ საქართველოს  საერთაშორისო არენაზე, იმდენი გავლენა არა აქვს, რომ ვამხილოთ რუსეთი და სხვა პოტენციური მოწინააღმდეგეები.  თუმცა, პარტნიორების მხარდაჭერის ტოლფასი მაინც უნდა იყოს ჩვენი პროტესტი და კარგია აღნიშნული სიის არსებობა. საგარეო უწყებამ უნდა უზრუნველყოს, სიაში მითითებული ადამიანების მიმართ მითითებული სანქციები რეალურად ამოქმედდეს.

 -ბატონო ვაჟა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რამდენად რეალურია?

 -ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც ურთულესი საკითხია და რთული იქნება, რადგან იგი, ფაქტობრივად გატოლებულია რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან, კავკასიაში და რეგიონში. ამიტომ, რუსეთი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღგენა მისი ეროვნული ინტერესებისთვის, სასიკვდილო საფრთხის შემცველია, რადგან ჩვენთან პროამერიკული და პროდასავლური სახელმწიფოს არსებობა განვითარებადი და ეკონომიკურად მზარდი  სახელმწიფოს არსებობა იქნება მიზიდულობის ძალა,  ჩრდილო კავკასიელი ხალხებისთვის და მათი ავტონომიებისთვის. ამ საკითხზე ,,ნაციონალური მოძრაობა’’ ასე ფიქრობდა, რომ ტერიტოიულ მთლიანობას აღვადგენთ, მაშინ, როცა რუსეთის იმპერია დაიშლებაო. ხილულ პერსპექტივაში,  50-60 წლის შემდეგაც კი, ეს არ არის მოსალოდნელი, რადგან რუსეთს აქვს ატომური იარაღი. მათი იდეოლოგიური რუპორები ღიად აფიქსირებენ, რომ თუ ჩევნ დაცემას დასავლეთი მოიმდომებსო, ჩვენ  თავდაცვის მიზნით ატომურ იარაღს გამოვიყენებთო. რუსები ცდილობენ ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, თავიანთი გავლენის შენარჩუნებას, რაზეც ევროკავშირი არ თანხმდება. აქ მიმდინარეობს ვაჭრობა და მთავარია, ჩვენ როგორ მოვახერხებთ სტრატეგიული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ფუნქციის შეძენას. შესაძლოა, ტრამპის და პუტინის დაგეგმილი შეხვედრის დროს საქართველოს საკითხიც განიხილონ.  ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობა არის  საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გარანტი. უნდა აღინოშნოს, რომ ჩვენი დიპლომატიური კორპუსიც ძალიან სუსტად მუშაობს, მართალია იგი დაკომპლექტებულია, ნიჭიერი და განათლებული ადამიანებით, მაგრამ გამოცდილება აკლიათ და შესაბამისად საქმეს ვერ უმკლავდებიან. სამწუხაროდ, ბოლო წლებში  საქართველოში ეს მანკიერი ტენდენცია დამკვიდრდა და გამოუცდელი ახალგაზრდები ინიშნებიან თანამდებობებზე. ასეთი რამ მიუღებელია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. დეოკუპაციის მიმართულებით უნდა გვქონდეს ეროვნული პლატფორმა. ჩვენ კეთილგანწყობა უნდა შევინარჩუნოთ არამარტო სტრატეგიულ პარტნიორებთან, არამედ ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან: რუსეთთან, თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთანაც, რომელიც მომავალში გახდება ძლიერი ფაქტორი რეგიონული უსაფრთხოების..
 პოლიტიკას კი  სჭირდება თვალსაწიერი და ხედვა. საერთოდ, პოლიტიკა ურთულესი მეცნიერება და  როგორც აინშტაინი ამბობდა: ,,ყველა მეცნიერებას გავუგე, მაგრამ პოლიტიკას ვერაო’’.
     
                                               ესაუბრა  მზია გოგოძე


ინტერვიუ  გამოქვეყნდება ჟურნალ ,,მედიატორში''
 







,,პატრიოტთა ალიანსი''-ს ინიციატივა

            „პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ
   
     
     საზოგადოების მოთხონვა სამართლიანობის აღდგენის შესახებ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ შესრულდა. წინა მთავრობისა და ნაციონალური მოძრაობისგან დაზარალებული ხალხი სამართალს და ავტორიტარული რეჟიმის დამყარებისთვის სააკაშვილი-ბოკერიას გასამართლებას მოითხოვს. Aამ მიზნით, საპარლამენტო ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანს’’-მა„ სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელიც უკვე ბიუროს სხდომას წარედგინება. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა.   დოკუმენტში საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე, სასამართლო სისტემის დამორჩილებაზე, პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, მფლობელებისთვის სატელევიზიო არხების წართმევაზე, საპროტესტო აქციების დარბევაზე, „ნულოვანი ტოლერანტობის“ მოტივით მოსახლეობის დაშინებაზე, საკუთრების უფლების შელახვასა და კოდორისა და ახალგორის „ჩაბარებაზე“. ფრაქცია დოკუმენტში აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ეკისრებათ.
 
„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით: საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად. ასევე, ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.
     ,,პატრიოტთა ალიანსისი’’-ს ინიციატივით , სააკაშვილის და ბოკერიას რეჟიმის გასამართლების მიზნით, სექტემბრიდან აქციები იგეგმება. თუ რა ფორმით და როგო წარმოუდგენიათ აღნიშნული მოთხოვნის განხორციელება, ამის შესაახებ ,,პატრიტთა ალისნისი’’-ს ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ადა მარშანიამ ასე გვიპასიხა:
- რა ფორმითაც ტარდება აქციები, იმ საყოველთაოდ ცნობილი ფორმით. ჩვენი მოთხოვნის განხორციელება წარმოგვიდგენია აქციებით და საყოველთაო სახალხო მოთხოვნით. ოღონდ მართლა და არა მოჩვენებით!
ალბათ, რთული წარმოსადგენია აქციების გამართვით და ხელმოწერების  შეგროვებით ხალხის ნება აღსრულდეს. თუმცა, ხელისუფლება, კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ არის მოთხოვნა - რეჟიმი დაისაჯოს!
                       
                           მზია გოგოძე

თბილისის გენგეგმა

                       დედაქალაქის გენგეგმის პროექტი შექმნილია


           
 
     უკვე მრავალი ათეული წელია, დედაქალაქს გენერალური განვითარების გეგმა არ გააჩნდა, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნიდა ქალაქის განვითარების, არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებისა და მწვანე ნარგავების განაშენიანების კუთხით. იმედია, ახალი გენგეგმა მოაწესრიგებს თბილისში არსებულ ქაოტურ მშენებლობებს, სარეკრიაციო ზონას, პარკირების სისტემას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
   დედაქალაქის მერის კახი კალაძის განცხადებით, გენგეგმის პროექტი გათვალისწინებულია ქალაქის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაზე, რომელიც ითვალისწინებს მწვანე სივრცეების მოწსერიგებასა და ქაოტური მშენებლობების მოგვარებას. მისი თქმით, დოკუმენტის უმთავრესი მიმართულება, ხაზი  - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და ქალაქის კონცეფცია, თავიდანვე დადებითად შეფასდა.
    ,, ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების ეტაპზე. დაიხვეწა რუკა, რომელზეც დატანილია გაცემული სამშენებლო ნებართვაები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, უზრუნველყოფილია შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის. იქ მოცემულია, რომ მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოხდეს კვლევების ჩატარება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებების მიღება. ეს არეალებია ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა",- განაცხადა კახა კალაძემ.
      საგულისხმოა, რომ წარმოდგენილ გენგეგმაში, გათვალისწინებულია ოთხი ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და თერთმეტი განაშენიანების ჩარჩო გეგმა კერძოდ: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, დიღომი, თბილისის ზღვა და ა.შ. ასევე, შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, როგორიცაა ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება.
 აღსანიშნავია, რომ გენგეგმის პროექტი უკვე საკრებულოშია, ხოლო მისი განხილვა აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან შევა.
           
                                                    მზია გოგოძე

მუსიკალური ფესტივალი ბათუმში

                     

                                ,,ვარსკვლავები''-ს წარმატება
   
     
   
     ,,ვანდერლენდი’’-ასე ეწოდებოდა  საერთაშორისო მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ფესტივალს, რომელიც ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობდნენ კონკურსანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.                                   
      საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 14 ქვეყნის      წარმომადგენელმა ქორეოგრაფიულმა, მუსიკალურმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა.
    ფესტივალის შთბეჭდილებებს გვიზიარებს მუსიკოსი და ანსამბლ ,,ვარსკვლავების'' დამფუძნებელი ირმა ლილუაშვილი.
 
         -ასეთი ტიპის ფესტივალების გამართვას, დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა  ნიჭიერი ახალგაზრდები გამოვლინდnen და isini სხვადასხვა პრიზებით წახალისdnen. Aასევე, საერთაშორისო ფესტივალი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მონაწილეები ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის კულტურას და ამყარებენ ერთმანეთთან მეგობრულ, საქმიან ურთიერთობებს. მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარსდგნენ  თბილისის ანსამბლი ,,ბზიკები’’ და დათო ფორჩხიძის სტუდიის სოლისტები. ასევე, იმერეთის რეგიონს წარმომადგენლები ანსამბლი  ,,ვარსკვლავები’’ და სოლისტები  მარიამ ქარქაშაძე და ნინი მაჭარაშვილი. სოფელ ძევრის საჯარო სკოლის ,,Mak Georgia'’-ს სოლისტები ნანა სოფრომაძე და გიორგი აბჟანდაძე. ასევე,  თერჯოლის შეზრუდული შესაძლებლობის მქონე, პროექტ ,,იმედის სხივი’’-ს მონაწილეები საბა და ლუკა მურადაშვილები, შაკო ჭანტურიძე, მარიამ კლდიაშვილი და გიორგი ქემოკლიძე, (ხელმძღვანელი ნაირა ნიკოლაძე). Fფესტივალის ფარგლებში გაიმართა  გამოფენაც, სადაც წარმოდგენილი იყო  თერჯოლის მოსწავლეთა სახლის თექა-გობელენის კოორდინატორის ხათუნა გურულის და მისი მოსწავლეების: თინათინ ჩუბინიძის, ლანა ჭანტურიძეის, ანა გეწაძის, ნინო ხუჯაძის და ქრისტინე მაკარიძის შექმნილი ნამუშევრები. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გრანდიოზულ კონკურში, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირველი ადგილი ერთობლივი სიმღერისთვის,  ანსამბლ ,,ვარსკლავებ’’-ის, სოლისტებმა მარიამ ქარქაშაძემ, ნინი მაჭარაშვილმა და ჯგუფმა  ,,Mak Georgia'-მ მოიპოვეს. Gგამარჯვებულები
დაჯილდოვდნენ სამახსოვრო თასით და მოიპოვეს 40% დაფინანსება  და ბულგარეთის ფესტივალზე მონაწილეობის საგზური. ასევე, პირველი ადგილის მფლობელი გახდა ჩემი ბათულელი მოსწავლე მარიამ რომანაძე, რომელიც ლიტვის ფესტივალის საგზურით დაჯილდოვდა. ვულოცავ ყველას წარმატებას, დიდ მადლობა  ,,Mak Georgia''-ს დამფუძნებელს რეზო ჩინჩალაძეს ფინანსური მხარდაჭერისთვის, ასევე   ,,Team travel Georgia''-ს ,, სტუდია- N’’N’’-ს და პროექტის ორგანიზატორებს. 
Aაქვე აღინიშნოს, რომ ანსამბლი  ,,ვარსკვლავები’’ და სხცა ზემოთ ჩამოთვლილის მონაწილეები, სულ ახლახანს იმყოფებოდა  ფესტივალზე თურქეთში, კერძოდ კაპადოკიაში, საიდანაც დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. Fფესტივალს ხელმძღვანელობდა ანი (არმი) მატევოსიანი და ჯგუფის წევრებს შორის იყო მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა, რომელმაც თავისებური ხიბლი შესძინა ჩვენს მოგზაურობას.  


-ქალბატონო ირმა, როდის შექმენით ანსამბლი ,,ვარსკვლავები’’ და ძირითადად, რომელი ჟანრის სიმღერებს მოიცავს თქვენი რეპერტუარი? 

   -ანსამბლი ,,ვარსკვლავები’’  2002 წელს ჩამოვაყალიბე ქალაქ თერჯოლაში.  ჩვენი მიზანია საესტრადო სიმღერების პოპულარიზაცია და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა. ანსამბლის რეპერტუარი შედგება როგორც ქართული, ასევე უცხოური სიმღერებისგან. ანსამვლში, ძირითადად,  გაწევრიანებულია მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვები. დედაქალაქიდან რაიონში გადავინაცვლე და თითქმის ნულიდან დავიწყე ყველაფრის შექმნა, რაც არ იყო მარტივი. იყო სირთულეებიც და წარმატებებიც. კარგად მახსოვს პირველი კონკურსი, რომელიც ანსამბლ ,,გვირილა’’-მ და თამაზ ქაჯაიამ ჩაატარა, სადაც პირველი ადგილი
მოვიპოვეთ და ესპანეთის ფესტივალის საგზურის 100 პრცენტიანი დაფინასება მივიღეთ. ეს იყო ერთგვარი ტრამპლინი ჩვენს მუსიკალურ ცხოვრებაში, რამაც დიდი პოპულარობა მოგვიტანა. დიდი დაინტერესება იყო როგორც მშობლების, ისე  ბავშვების მხრიდან და ჩვენი ანსამბლის შემადგენლობაც გაიზარდა. ვმონაწილეობთ სხვადასხვა პროეტქებში და კონცერტებს ვატარებთ ადგილობრივი რაიონის სცენაზე, ასევე ვმონაწილეობთ ფესტივალებში და კონკურსებში, საიდანაც დიპლომებიტ და სიგელებით ხელდამსვენებულები ვბრუნდებით. ნორჩ მომღერლებთან ერთად უკვე ვემზადებით გულგარეთში ფესტივალზე გასამგზავრებლად, საიდანაც იმედია, გამარჯვებულები დავბრუნდებით.
   
                                      მზია გოგოძე

       

  წერილი გამოქვეყნდება ჟურნალ ,,მედიატორში''

Tuesday, 3 July 2018

ფბ სტატუსი


გაუსაძლისი სიცხით შეწუხებულმა, წყლის დასალევად შადრევანს მივაშურე. შადრევნს მტრედები შესეოდნენ და წყლით გრილდებოდნენ. მე ჩემს რიგს დაველოდე, მტრედებს ფოტო გადავუღე და იქვე ახლოს ჩამოვჯექი. ტელეფონიც სკამზე დავდე... სიცხემ ისე გადამავიწყა ტელეფონი, რომ მხოლოდ სახლში მისვლისას გამახსენდა... აფორიაქებული ტელეფონის მოსაძებნად ქუჩაში გამოვარდი... და მოულოდნელად ჩემს მეორე ტელეფონზე ზარი შემოვიდა,, არც კი მახსოვს როგორ ვუპასუხე, მაგრამ სიხარულმა ,,გამომაფხიზლა'' ახალგაზრდა ღვთისნიერმა ადამიანმა მაუწყა, რომ მან იპოვა ჩემი პირველი ტელეფონი (საკონტაქტოში ასე მაქვს მინიშნებული და სწორედ ასე მიპოვა).
ეს ახალგაზრდა 24 წლის, ქუთაისელი გიორგი მანაგაძე აღმოჩნდა. მართლაც წესირი და სანდომიანი პირობნება. უამრავი მადლობა მას და მის მშობლებს ასეთი კარგი ადამიანის აღზრდისთვის! რა ბედნიერებაა, როცა ასეთი ადამიანები არსებობენ, სიხარულს მოგანიჭებენ და სიცხესაც დაგავიწყებენ!

Monday, 2 July 2018

ფბ სტატუსი

 
ერთი დიდი ხნის ნაცნობი, მამრობითი სქესის წარმომადგენელი შავ სიაში შევიყვანე!
მიზეზი არის: გადაჭარბებული ფამილიარობა და ზედმეტად თამამი, ჩემთვის შეურაცხმყოფელი შეტობინებები. :)
რახან  სოციალურ ქსელში ვეღარ მომწერა, სატელეფონო შეტყობინება გამომიგზავნა - არ დამბლოკო, თორემ შენზე ცუდ რაღაცაებს ვილაპარაკებ, სახალხოდ შეგარცხვენ რომ დამბლოკეო :) 
ასეთ არსებას შეიძლება კაცი ეწოდოს? 
კაცია-ადამიანი?! (ი.ჭ.)




🤔    კა 

მოგზაურობა

  🇮🇹სამხრეთ იტალიაში  მოგზაურობა მართლაც,    დაუვიწყარი თავგადასავალია.ეს იყო ახალი ემოციების და    შთაბეჭდილებების    აღმოჩენა,  იტალიური...