Friday 12 June 2015

განათლება




 აქ კეთილგანწყობა და სიყვარული სუფევს...
               94-ე ბაგა-ბაღი ,,ფერია’’ თბილისში, კუკიის დასახლებაში, ჭალადიდის ქუჩაზე მდებარეობს. ბაღში პატარების აღზრდა-სწავლებისთვის, მართლაც ბრწყინვალე პირობებია შექმნილი, რაც მათი დიასახლისის ანუ დირექტორის  ქეთევან ჯანიაშვილის დიდი დამსახურებაა. ქალბატონი  ქეთევანი, უკვე 8 წელიწადია, წარმატებით იღწვის ამ დაწესებულების გაბრწყინებისთვის. მას საოცრად უყვარს პატარები და თანაბრად აფასებს თითოეულ თანამშრომელს.
  ბაღში რომ არაჩვეულებრივი გარემოა შექმნილი, რაც შენობაში შესვლისთანავე იგრძნობა.. ეზო მოწესრიგებულია, მოპირკეთებული, თან ლამაზად გაფრომებული.  ბაღის ფოიეში თვალშისაცემია  კედელზე გაკრული სხვადასხვა თვალსაჩინოებები,  პატარების შემოქმედება _ ნახატები, გამოძერწილი ზღაპრის გმირები..
Добавьте подпись
  ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ ქეთევან ჯანიაშვილის  მისვლის შემდეგ, ბაღი მართლაც აღორძინდა. მანამდე, აქ მხოლოდ 2 ჯგუფი  ფუნქციონირებდა, შემდეგ თანდათან გაფართოვდა და ახლა უკვე 4 ჯგუფია, 3 ასაკობრივი, ხოლო ერთი ბაგის ასაკის. შენობა მართალია ძველია, მაგრამ  იგი გარემონტდა, შეიცვალა ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა სან-ტექნიკა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, კეთილმოეწყო ოთახები და აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით.ა  წლეულს, ბაღი სკოლაში 22 გავშვს გააცილებს, შარშან კი 27 პატარას დაულოცეს გზა.
 ასე რომ, 94-ე ბაგა-ბაღში ყველანაირი პირობაა შექმნილი  იმისთვის, რომ პატარებმა თავი კომფორტულად და ბედნიერად იგრძნონ. აამიტომაც, მსურველთა რიცხვი გაიზარდა. ჟგუფების მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა ბაღის თანამშრომელთა რიცხვიც. აამჟამად, ბაღში 22 თანამშრომელია. სამომავლოდ, დაგეგმილია ფსიქოლოგის შტატის დამატებაც. დდირექტორის თქმით, ბაღს გვერდში უდგას და ეხმარება თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსი თემურ თორდინავა. აქაური მესვეურები ასევე, კმაყოფილებას გამოთქვამენ ქალაქის მერის დავით ნარმანიას მიმართაც, რომელიც ხშირად სტუმრობს მათ.
ქალბატონი ქეთევანი, მართლაც არ იშურებს ძალისხმევას და  ენერგიეს, რათა ბაგა-ბაღი იყოს ყოველმხრივ მოწესრიგებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი.
 დირექტორის მოადგილე გახლავთ თავისი საქმის ზედმიწევნით მცოდნე _ მზევინარ ყაჯრიშვილი, რომელიც არის საკმაოდ ენერგიული ადამიანი და შესანიშნავად ასრულებს თავის დაკისრებულ მოვალეობას.
  აღსაზრდელების წარმატებაში დიდი წვლილი შეაქვს საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორს (მეთოდისტს)  ლიანა ზაუტაშვილს. მართალია, ის ბაღისთვის ახალი კადრია, მაგრამ თავისი საქმის კარგი პროფესიონალი, პასუხისმგებლობის მქონე, კეთილშობილი და არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მქალბატონი ლიანას მოსვლის  დღიდან, ბაღს დაეტყო მისი ხელი, ბაღის შენობაშიმმოაწყო სხვადასხვა კუთხეები და პედაგოგებთან ერთად, აქტიურად არის ჩაბმული სასწავლო პროგრამებში და ა.შ.
  საბავშვო ბაღს, ასევე ჰყავს ექთანი  თამარ ხომერიკი, რომელიც პატარებთან სათუთი და სათნო დამოკიდებულებით გამოირჩევა. მკაცრად იცავს სანიტარულ ნორმებს და მშობელთა მეთვალყურეობით,  ბავშვების ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას აქცევს. ამიტომაც, დიდ შექებასაც იმსახურებს.
  ცეროდენების აღზრდისთვის  და ნორჩების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის, მართლაც ცოცხალი შემოქმედებითი მუშაობა ჩქეფს, რაც აღმზრდელების : ნელი ნიკოლაიშვილის, მზია ჩარკვიანის, ნინა ტერელაძის და თამარ მაისურაძის დამსახურებაა. ისინი გამოცდილები, პროფეონალები არიან, რომელთაც  ბავშვების აღზრდაში ეხმარებიან აღმზრდელების თანაშემწეები: მარინე ჯერენაშვილი, ნინელი მათიაშვილი, ტურფა კოპილაშვილი, მანანა ივანიშვილი და ნინო გოდერძიშვილი. ისინი, დღენიადაგ ცდილობენ პატარა ადამიანების ფორმირებას, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი.
  ბაგა-ბაღს ემსახურება მაღალკვალიფიციური ტექ-პერსონალი, რომლებიც მუდამ ზრუნავენ პატარების უსაფრთხოებაზე. ესენი არიან: დარაჯები ირინე სუხიშვილი და ირაკლი სუხაშვილი. შექებას იმსახურებსდდამლაგებელის ვერა შოშიაშვილის  და მრეცხავი ლუდმილა აკოფოვას საქმიანობა, რადგან ბაღში მუდამ  სისუფთავე და წესრიგია.
 დდირექტორმა მაღალი შეფასებამმზარეულის ნელი ხიზანიშვილის შრომას, რომელიც გამოირჩევა კარგი კულინარიით და სისუფთავით.
 ბაღის კოლექტივი კმაყოფილია საქმის  მწარმოებელის ინგა ირემაშვილის დაუღალავი მუშაობით და სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი ქეთევან ტაბატაძე
  მუსიკის მასწავლებელი შორენა მაღლაფერიძე კი, ნამდვილად არის ბაგა-ბაღის ცხოვრების გამახალისებელი. იგი შემოქმედებითად მოღვაწე პედაგოგია  და გამოირჩევა აქტიურობით. ცეროდენებს სიმღერის გარდა, სრულიად უსასყიდლოდ ასწავლის სხვადასხვა ცეკვებს. ამასთან, არის ყველა ზეიმ-კონცერტის სულის ჩამდგმელიც. ბაგა-ბაღში, ტრადიციულად იმართება სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებები. მაგალითად,  საახალწლო, დედის დღესთან  და ბავშვთა დაცვის დღეებთან დაკავშირებით, სკოლაში გაცილების ზეიმი ა.შ. ასევე ტარდება თემატური გაკვეთილები, რომელსიც შემდეგ ინტერნეტ სივრცეში აშუქდებენ.
  94-ე ბაგა-ბაღის კოლექტივის  და აღმზრდელების საქმიანობით კმაყოფილია მშობლები და მთლიანად უბანი, რადგან იგი, სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდატებს.. დირექტორი სიამაყით აღნიშნავს, რომ ბაღთან დაკავშირებით, საბედნიეროდ, არცერთი საჩივარიც არ შემოსულა და ჯერ ერთ მშობელს არ გამოუთქვამს საყვედური.  სასიხარულოა, რომ პატარებსაც და მშობლებსაც  ბაღის მთელი კოლექტივი უყვართ  და მათ აქ სიხარულით მოუხარიათ.
               
                                                            მზია გოგოძე

No comments:

Post a Comment