Wednesday 27 January 2016

მზია გოგოძე Mzia Gogodze: მადლი ქენი...

მზია გოგოძე Mzia Gogodze: მადლი ქენი...:                                                  ჩვენც დავბერდებით!         ბევრჯერ გვითქვამს, რომ ბავშვები ჩვენი მომავალია... მაგრამ ...

მადლი ქენი...

                                                ჩვენც დავბერდებით!



      ბევრჯერ გვითქვამს, რომ ბავშვები ჩვენი მომავალია... მაგრამ ნებისმიერი ადამიანის მომავალი, მაინც, სიბერეა!.. დრო უცებ გადის, წლები მიფრინავენ…და მაინც, რთულია წარმოიდგინო, რომ ოდესღაც ჩვენც დავბერდებით!..  პარადოქხია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანს აბერებს არა ასაკი, არამედ  სხვათა დამოკიდებულება მისი ასაკის მიმართ.. და რაოდენ მნიშვნელოვანია, თუ რა პირობებში უწევს ხანდაზმულ ადამიანს ცხოვრება, აქვს თუ არა მას ღირსეული სიბერე?. სწორედ, ამ მიზნით მოვინახულეთ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი, სადაც შესანიშნავი პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ აქაურმა მობინადრემ, თავი ოჯახურ გარემოში იგრძნოს და ყურადრება არ მოაკლდეს.
 ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი შენობის კარის გაღებისთანავე სულ სხვა სამყაროში ხვდები. იგრძნობაა სისუფთავე, წესრიგი და რაც მთავარია, ერთმანეთისადმი პატივისცემა და გულთბილი დამოკიდებულება. აქ თითოეულ ადამიანს თვისი ისტორია აქვს, ყველას თავისი სევდა და გულისტკივილი.. 

  უნდა აღინიშნოს, რომ პანსიონატის ხელმძღვანელი დარეჯან თომაძე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ ხანდაზმულს ტკივილი შეუმსუბუქოს და მათ ცხოვრება გაუხალისოს. ქალბატონ დარეჯანს ხელმძღვანელობის კარგი გამოცდილება აქვს, იგი გახლდათ, დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პანსიონატის დირექტორი; მანმადე კი, დუშეთის ბავშვთა სახლის ხელმძღვანელი. ასევე, იყო თბილისის 77-ე ბაგა-ბაღის დირექტორი. მისი მოსვლის დღიდან პანსიონატში ბევრი რამ გაკეთდა, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და გათბობის სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო. ხანდაზმულებს აქვთ ცხელი წყალი, კალორიული საკვები და რაც მთავარია, არიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პანსიონატის თითოეული თანამშრომელი, მოხალისეები თუ სტუმარი, ყველა მოწოდებულია იმისთვის, რომ ხანდაზმულებს სასიამოვნო გარემო შეუქმნან და ბედნიერი წუთები აჩუქონ.
   დარეჯან თომაძე: 35 წელიწადია რაც, დირექტორად ვმუშაობ.  ჩემი მოღვაწეობა დავიწყე სკოლამდელი ასაკის ბავშვებით და  ალბათ, დავამთავრებ ხანდაზმულებით
 რაც შეეხება პანსიონატს, იგი 1960 წელს დაარსდა და მას ეწოდებოდა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი ,,სავანე’’. თავის დროზე, იგი, ძირითადად, განკუთვნილი იყო პერსონალური პენსიონერებისათვის, რომელიც გახლდათ საკავშირო მნიშვნელობის და დასასვენებლად ჩამოდიოდნენ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიებიდან. ეს ფუნქცია, ასე თუ ისე, შენარჩუნებული გვაქვს, რადგან პანსიონატში ცხოვრობენ მართლაც ღირსეული  ადამიანები: აკადემიკოსები, პროფესორები, ექიმები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ხელოვანები და სხვადასხვა სფეროს დამსახურებული მოღვაწეები.

     ამაყი ვარ, რომ პანსიონატში ასეთი სანიმუშო ადამიანები ბინადრობენ. თითოეულ მათგანს, იმდენად საინტერესო ისტორია და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, რომ მათთან ერთი საათი საუბარიც კი, მთელი აკადემიაა.
ამჟამად, სულ 71 მობინადრეა. დროებით შეჩერებული იყო მიღება, რადგან გათბობის და ცხელი წყლის პრობლემა გვქონდა, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს საკითხი მოგვარებულია. ჩვენთან ხანდაზმულების მიღება ხდება, რაიონის სოციალური მომსახურების სამმართველოების მიერ. აქ უმეტესად არიან სოციალურად დაუცველები, ისეთები, რომელთაც არა აქვთ საცხოვრებელი, ზოგს ჰყავთ  შვილები, შვილიშვილები, მაგრამ მაინც აქ ურჩევნიათ... თუმცა, შვილებზე მაინც ფიქრობენ და ერთი კანფეტიც რომ აჩუქონ, ისინი თავიანთ შვილიშვილებს უნახავენ..    თითოეული ბენეფიციარი თავისი ცხოვრებით საინტერესოა, მაგრამ ყველაზე მიშვნელოვანი მაინც  ის  არის, რომ აქ ცხოვრების პერიოდში, რამდენიმე ადამიანმა შექმნა ოჯახი, ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთს უხანგრძლივებენ სიცოცხლეს.  ასევე, მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთ ხანდაზმულს, რომელსაც დიაბეტი აქვს  და ხშირად კომაში ვარდება, შვილი პატიმარი ყავს და განიცდიდა, რომ მის გვერდით არ იყო. თუმცა, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, მას მიეცა საშუალება, ყოველ შაბათ-კვირას დედასთან გაატაროს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ დამ ას საწოლიც კი გამოვუყავით. ასევე, მინდა მოგიყვეთ ერთი ბენეფიციარის შეხახებ, რომელიც ჩვენთან ისე მოვიდა, რომ არ გაგვიმხილა შვილები და შვილიშვილები რომ ჰყავდა...იგი, წარსულში ოპერის მომღერალი იყო და სატელევიზიო მარათონის დროს, პაატა ბურჭულაძესთან ერთად იმღერა...ამ დროს იგი, ნათესავებმა და შვილიშვილებმა ამოიცნეს და აქ  მოაკითხეს, რამაც ძალიან გაგვახარა... ჩვენ მოხუცებს ყველანაირ პირობას ვუქმნით, რათა შეხვდნენ თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს. ჩვენთვის მთავარია, რომ თითოეულ მოხუცს შევუქმნათ ოჯახური გარემო, რათა არ მოწყდნენ თავინათ ფუძეს, კერას და სულიერი სიახლოვე შეინარჩუნონ თავიანთ ოჯახთან.

  თითოეული ხანდაზმულის გარდაცვალებას, ძალიან მტკივნეულად განვიცდით.  ასეთ შემთხვევაში, ვუკავშირდებით თანადგომის ქსელს, ვაგებინებთ ნათასავებს, მაგრამ უმეტესობა უარს აცხადებს მიცვალებულის დაკრძალვაზე და მიზეზად უსახსრობას ასახელებს.. თუმცა, პანსიონატი ამ პრობლემასაც  აგვარებს და ყვლაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხანდაზმულები, ღირსეულად გავაცილოთ თავიანთი ცხოვრების უკანასკნელ გზაზე. ამ საკითხში, ჩვენ გვეხმარება ტრეფიკინგის ფონდი, რომელსაც ხელშეკრილება აქვს გაფორმებული ,,ჰერმესთან’’.
  ჩემი მოსვლის დღიდან პანსიონატში ბევრი რამ მოვაწესრიგე, თავდაპირველად გავიტანე 50 ტონა ნაგავი და 30 ტონა ჯართი. შენობის მარცხენა ფლიგერი გარემონტდა და ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები. ცალკე გავაკეთედ აფთიაქი, იზოლატორი, სამედიცინო ოთახი, პონდუსი და პირველი სართული გავარემონტეთ. ამერიკელებთან ერთად, რამდნიმე პროექტი განვახორციელეთ და შემოვიტანეთ სახეცხი მანქანები, სამედიცინო ხელსაწყოები და სხვადასხვა ინვენტარი. სულ მალე კი, შემოვიტანთ სილამაზის სალონის დანადგარს და გავხსნით ახალ სალონს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ პანსიონატს მემორანდუმი  აქვს გაფორმებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან და საზოგადოებრივი შრომა ვისაც აქვთ მისჯილი, ასეთ პრობაციონერებს გვიგზავნიან და ისინი, ჩვენთან ძალიან კარგად თანამშრომლობენ. ახლახან, ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულება გავაფორმეთ, საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავჯდომარესთან თედო კობახიძესთან. ნაძალადევის რაიონის გამგებელი - ზაზა გაბუნია კი, კლუბის გარემონტებაზე გვეხმარება. პანსიონატისადმი დიდ ყურადღებას იჩენს ცეზარ ჩოჩელი. ასევე, კომპანიები ,,ზედაზენი’’ და ,,ბარამბო’’, ,,ავერსი’’კი, მედიკამენტებით ამარაგებს ბენეფიციარებს.
      ერთი სიტყვით, პანსიონატს ხშირად სტუმრობს  და გვერდში უდგანან ქველმოქმედი ადამიანები, სხვადასხვა სტრუქტურები, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ხანდაზმულებისთვის, ხშირად იმართება გასართობი, შემოქმედებითი საღამოები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ხანდაზმულები ასევე, ხელსაქმითაც არიან დაკავებულნი... მოხუცების მოსანახულებლად, ხშირად მოდიან სტუდენტები, საბავშვო ბაღბის და სკოლის აღსაზრდელები. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო 205 ბაგა-ბაღის დირექტორს - ია პატეიშვილს, რომელიც ყველა ღონისძიებაზე ეპატიჯება მოხუცებს და მათ ბავშვებთან ერთად სპექტაკლებში ათამაშებს... ახლახანს კი, გაზეთმა ,,პრაიმ ტაიმ’’-მა დაპატიჯა ბენეფიციარები რესტორან ,,თაღლაურაში’’. მოხუცებს  ასევე, ეპატიჟებიან სხვადასხვა კონცერტებზე.. 
  შარშან, დედის დღესთან დაკავშირებით, ,,იავნანა’’-ს ფონდამა პაატა ბურჭულაძის თაოსნობით,  ფილარმონიაში დიდი საქველმოქმედო მარათონი ჩაატარა. აღნიშნული გადაცემა, სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა და პირდაპირი ჩართვა პანსიონატის დარბაზიდან მოხდა, სადაც ბატონი პაატა ხანდაზმულებთან ერთად მღერობა, რომელმაც ბოლოს აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე დიდი სცენა ჩემთვისო. მარათონიდან შეგროვილი თანხის ნაწილი კი, ორმოცი ათასი ლარი, პანსიონატს გადაერიცხა, რომლიც გათბობის პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენეს. ასევე, უნდა აღინიშნოს თბილისის მერიის თანადგომა.. ბენეფიციარებს ეხმარებიან: ,,ბი-პი’’-ს წარმომადგენლობა საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ენერგო ეფექტურობა’’, იუსაიდი, ტრეფიქინგის ფონდი, ბაზის ბანკი, ჯანდაცვის სამინისტრო და სახვები. ჩემონათვალი იმდენად დიდია, რომ ერთი საგაზეთო სტატიაც ვერ დაიტევს...
  ქალბატონი დარეჯანი კმაყოფილებას გამოთქვამს  და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს თუ ორგანიზაციას, რომლებიც ეხმარებიან ხანდაზმულებს, მათვის გაღებული თუნდაც მცირედი დახმარება,  მოხუცებისთვის მართლაც  ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია.


                       მზია გოგოძე
,,სახალხო განათლება'' 27 იანვარი   2016 წელი