Thursday 30 July 2015

ეკოლოგია

B    

21-ე საუკუნეში ყველაფერია მოსალოდნელი


 ბოლო დროს, თბილისში დატრიალებულ სტიქიურ მოვლენებზე  და შესაძლო გამომწვევ მიზეზებზე გვესაუბრება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ,,დედამიწის მეგობრები - საქართველო’’-ს თანათავჯდომარე ნინო ჩხობაძე.

-ქალბატონო ნინო, როგორ ფიქრობთ, რა იყო თბილისში წყალდიდობის გამომწვევი მიზეზი?

 -გამომწვევ მიზეზებს პირდაპირ ვერ გეტყვით, რადგან ოფიციალური დასკვნა  ჯერ არ გაკეთდებულა და როგორც სპეციალისტები ამბობენ: იყო რამდენიმე მიზეზი... თავად ეკოლოგი გახლავართ და  შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ უმთავრესი მიზეზი იყო დიდი რაოდენობით მოსული წყალი და ნალექი, განსაკუთრებით, ვაკე-სბურთალოს მონაკვეთზე; ასევე, იყო მეწყერი რომელიც ჩამოწვა  და ღვარცოფული მოვლენები განვითარდა.. იყო კლდეზვავიც და ყველაფერი ერთად მოხდა.. მართალია, დიდი ნალექი იყო უმთავრესი მიზეზი, მაგრამ შედეგები იყო უფრო მძიმე, ვიდრე მოსალოდნელი არის, ზოგადად, ასეთი დიდი ნალექის დროს სამწუხაროდ, ბევრი რამ  არ იყო  წინასწარ გათვსლისწინებული და წორად დაგეგმილი.  

 -რა როლი შეასრულა წყალდიდობის საშინელ შედეგებში ესტაკადამ?


 -ფაქტია, რომ Gგარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე გაკეთდა  ესტაკადის პროექტი  და, შესაბამისად, ამან გამოიწვია ეს პრობლემა. თავის დროზე, როცა ესტაკადა შენდებოდა, ჯერ პროექტიც არ იყო და ჩვენ გვაჩვენეს მხოლოდ ტრიდე-ნახტი, გზადაგზა აკეთებდნენ პროექტირებას  და დასრულებული სახით ვერ ვნახეთ. ჩვენ ვითხოვდით, რომ ასეთი რთული ინჟინრული კონსტრუქციებისთვის მნიშვნელოვანი იყო გაკეთებულიყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა, რაც არ განხორციელდა, რადგან კანონმდებლობა ამას არ ითთვალსიწინებდა.

 -როგორ ფიქრობთ, აღნიშნულ მონაკვეთზე რა უნდა გაკეთდეს?

 - არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს, ჩვენ პირველ რიგში ვითხოვთ კვალიფიციური კვლევის ჩატარებას. რა იყო მიზეზი, როგორ მოხდა და რამ გამოიწვია საბოლოო ჯამში აღნიშნული მოვლენები.. სად მოხდა პრობლემები, რამაც გამოიწვია საბოლოო ჯამში ის წინაღობები, რომელიც შეექმნა წყალს. პირველი სერიოზული წინაღობა იყო ვაკე-საბურთალოს გვირაბთან მიმართებაში, იმიტომ, რომ ეს გვირაბი იყო მშენებლობის დროს რეკონსტრუირებული, დაგრძელებული და მოღუნული ანუ მიმართულება ჰქონდა შეცვლილი, რამაც შექმნა წყლის წინაღობა. ხოლოდ, ცარიელი წყალიც რომ ყოფილიყო და ზვავის შედეგად რომ არ წამოეღო  ასეთი რაოდენობის ხე-მასალა, მაინც შეიქმნებოდა ასეთი პრობლემა. ნებისმიერმა ადამიანმა იცის, როცა დაგროვებულია წყალი, თუნდაც ნიჟარაში, ის უცებ ვერ გადის და  ტრიალებს. წყალს აქვს თავისი ტურბენივენტული ძალა და ნებისმიერი წინაღობის დროს, თუნდაც, დაგრძელების დროს, მატულობს წნევა და დიდი ზარალი შეიძლება მოიტანოს.  სწორედ, ამ მოთხოვნების გათვალისწინებით შენდება  სადრევაციო ჰიდეო-ელექტრო სადგურები, რადგან როცა მილში ექცევა წყალი მისი წნევა მატულობს, რის შედეგადაც ვიღებთ ელექტრო-ენერგიას, რომელიც დიდი წნევით ეცემა ტურბინას.
 ამ შემთხვევაში, ვერეს ხეობაში,  დაგრძელების და მოღუნვის შედეგად წყალს შეექმნა წინაღობა, ვერ გავიდა სწრაფად და დაგროვდა, აქედან გამომდინარე სვანეთის ქუჩაზე, თითქმის 11 მეტრიანი ფენა მოემატა, სადაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე დიდი მსხვერპლი გვაქვს მზიურის ტერიროტიაზე, სადაც წყლის მოვარდნის დროს, ადამიანები მანქანებით გადაადგილდებოდნენ და ვერ მოასწრეს გაცლა.. მზიურთან არსებული გვირაბი, პრაქტიკულად, ,,აფეთქდა’’, რადგან გადახსნა წყალმა და მთლიანად დააზიანა, ასევე, ზიანი მიადგა სავალ ნაწილსაც. შემდეგ იყო ზოოპარკი.. ერთ-ერთი პორტალი წყლის გადახურვის ანუ გვირაბის, სადაც მდინარე გადიოდა, იყო მიმართული ზოოპარკისკენ, რომელმაც დიდი წნევით დაარტყა მას და მსგავსი სიტუაცია შეიქმნა გმირთა მოედანზეც..

 -ქალბატონო ნინო, მოსალოდნელია თუ არა მსგავსი წყალდიდობის განმეორება?

 -21-ე საუკუნეში ყველაფერია მოსალოდნელი, რადგან კლიმატის ცვლილება სახეზეა და ერთ დღეში ან 2 საათში შეიძლება მოვიდეს იმდენი რაოდენობის ნალექი, რაც მთელი სეზონის განმავლობაში მოდიოდა საქართველოში და შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას არსებულ ინფრასტრუქტურას,  რადგან წყალი ვერ გავა თავისუფლად.

 -რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა  კატასტროფა ავიცილოთ თავიდან?

 -პირველ რიგში, უნდა გაკთდეს მონიტორინგი, ყველა  მდინარის ასეთი ტიპის  გადახურვებთან მიმართებაში; ასევე, მიზანშეწონილია ჩატარდეს დათვალიერება, ყველა მდინარის სათავესთან, რომელიც შემოდის თბილისში და თუ არის საჭირო გაწმენდითი და გახსნითი სამუშაოები ესეც უნდა გაკეთდეს, რათა ზიანი ნაკლები იყოს.
-გლობალური დათბობა და საქართველო, თქვენი კომენტარი?
-ეს ძალიან რთული თემაა, რომელსაც ასე მარტივად ვერ ვუპასუხებ... ერთი რამ შემიძლია გითხრად, რომ გლობალური დათბობა სახეზეა,  ამისთვის ყველა ინდიკატორი, რომელიც აღნიშნული მოვლენის მაჩვენებელია უკვე არსებობს. პირველი ის, რომ მყინვარები დნება ინტენსიურად და სპეციალისტების შეფასებით ეს პროცესი საგრძნობლად გაზრდილია. საკმაოდ მომატებულია ტენიანობა, რომელიც ჩვენთან ყველგან არ იზომება. მაგალითად,  ტენიანობის მომატების ერთ-ერთი ნიშანია ის, რომ  ბოლო დროს, სარეცხი გაცილებით გვიან შრება. ასევე,  შეიმჩნევა არასეზონური წყალუხვობა, რომელიც მდინარეებს ახასიათებს და წყალმოვარდნების, მეწყერების და ღვარცოფული მოვლენების განვითაარების რისკები მატულობს.

 -შესაძლებელია თუ არ ვერეს ხეობაში კომპლექსის აშენება?

 - თქვენ ალბათ, იმ პროექტს გულისხმობთ, რომელიც საინჟინრო ასოციაციამ წარმოადგინა? Mმოკლედ გეტყვით, რომAმსგავსი პროექტის განხორციელება შეუძლებელია.  არცერთ ქვეყანაში, მდინარის კალაპოტში და ჭალაში მშენებლობა არ არის დაშვებული...  ის კორპუსები, რომლებიც აშენებულია მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილის მერია აწრმოებს მის კომპლექსურ შეფასებას და თუ ვერაფერი ვერ გადაწყდა, შეიძლება ჯებირები აიგოს და დამცავი დამბები გაკეთდეს.  ყველაზე მთავარი,  ის არის, რომ ახლახანს, ეროვნულ პლატფორმას შეხვედრა ქონდა თბილისის მერთან, რომელმაც განაცხადა, რომ ვერეს ხეობაში, კონკრეტულად, ჭალაში, სადაც სტიქია იყო, ამიერიდან, არცერთ მშენებლობაზე ნებართვა არ გაიცემა.

         ესაუბრა  მზია გოგოძე