Tuesday 4 May 2021

 დილით ადრე გაღვიძებულს აქვე, სკვერიდან ჩიტების სასიამოვნო ჟღურტული შემომესმა... აი, ისეთი  გურიაში ყოველ გაზაფხულზე რომ იცის ხოლმე, ჭიკჭიკებენ, ჭიკჭიკებენ თან აყვავებულ ბალის და ტყემლის ხეებზე  გადაფრინდ-გადმოფრინდებიან და თითქოს ისმის საოცარი ჰანგები, ტრიალებს ბუნების სურნელი და იქმნება საუცხოო ჰარმონია... რომ იცოდეთ როგორი  საოცარი სანახავი იყო აყვავებული არემარე აკაციები, მანდარინები, მსხლები, ბუშმალა, თითქმის მილეული იები და ენძელები, მაისის ვარდის კოკრებიც  ნელნელა იფურჩქნებიან და ჰაერში  კი სასიამოვნო სურნელი და
სითბო ტრიალებს. ამ ყველაფერს პერიოდულად თან ერთვის  ძროხის ბღავილი, გოჭების ჭყვიტინი და ქათმების კრიახი, ახლო მდებარე მთიდან გუგულის ხმა თითქოს, ყველას სამუშაოდ მოუხმობს ,,კაფე-თესე, კაფე-თესე""-ო და ყველანი მინდორ- ველში თუ საკარმიდამო ნაკვეთში თავისთვის ფუსფუსებს და არის ერთმანეთთან ხმამაღალი გადაძახილი, ბუხრიდან კვამლი ამოდიოდა, ფეჩი ენთო და ხაჭაპრურიც ცხვებოდა...

ეს იყო სოფლის ცხოვრება.. ყოველი გაზაფხული თითქოს ერთფეროვანი და მაინც განუმეორებელი.. 

დედაჩემს უყვარდა გაზაფხული და  ეს  ,,ქალაქელი''ჩიტების ჭიკჭიკი ყოველთვის ბავშვობაში მაბრუნებს და მახსენებს იმ  დროს, რომელიც ჩემს თვალწინ კინოკადრივით გაიელვებს ხოლმე,  მაგრამ სამწუხაროდ,  ბავშვობის სურნელს ვერაფრით მიბრუნებს.














#გურია #ოზურეგეთი #ბავშვობა #ჩემისოფელი #საქართველო