Sunday 8 October 2017

გაზულუქებული დირექტორი

                                         
                           
             ,,ყვავმა თუ ვარდი იშოვა თავი ბულბული ჰგონია’’- ამბობს რუსთაველი და ამ აფორიზმის გენიალურობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა 166-ე ბაგ-ბაღის დირექტორს შორენა პარუნაშვილს შევხვდი. ქალბატონმა შორენამ აქაოდა,  დირექტორად დამნიშნესო და ,,ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქლამნად-’’ო, თავი ისე დაიჭირა, რომ მისგან მოსალმებაც დიდი პატივია. ამას წინათ აღნიშნულ ბაგა-ბაღში სტუმრობისას, ქალბატონმა შორენამ სალამი ძვლივს გაიმეტა, ყურადღებაც არ მომაქცია და ირონიულად გადმომხედა. მეტიც, გაზეთი ,,სახალხო განათლება+’’ აბუჩად აიგდო და გაოცება გამოხატა არ გელოდითო.  არადა, გასაოცარი რა არის, ჟურნალისტს არა აქვს უფლება სახელმწიფო საბავშვო დაწესებულებას ესტუმროს და იქ მიმდინარე პროცესები გააშუქოს?  სახელმწიფო ბაღი, დირექტორის  მემკვიდრეობით მიღებული საკუთრება არ არის და  ხელმძღვანელი ვალდებული არის პრესასთან ითანამშრომლოს, რათა საჯარო გახადოს ინფორმაცია.
 გაზულუქებულ  შორენას შევახსენებ, რომ გაზეთი ,,სახალხო განათლება+’’ 1924 წლიდან გმოდის და ვინ მოთვლის ამ ხნის მანძილზე, რამდნი რამ გაშუქებულა, რამდენი ბაღის თუ სკოლის დირექტორი ყოფილა გაზეთის სტუმარი. 166-ე ბაგა-ბაღზეც ხშირად დაგვიწერია და ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება  და აბუჩად აგდება არცერთი ხელმძღვანელისგან არ გიგვრძნია.
 ,,ათასად კაცი დაფასდა და ათიათასად ზრდილობაო’’- ეს მართლაც ასეა.. ქალბატონმა შორენამ უნდა იცოდეს, რომ  ადმიანი თანამდებობით კი არ ფასდება, არამედ მისი პიროვნული თვისებებით, შინაგანი კულტურით, ინტელექტით და ზრდილობით, რაც სამწუხაროდ მას არ გააჩნია. არადა, საბავშვო დაწესებულებაში, სადაც მომავალ თაობას ზრდიან და მორალურ ფასეულობებს ასაწავლიან, ხელმძღვანელს ზრდრილობის დეფიციტი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს, მეტიც, აღსაზრდელებისთვის მისაბაძი პიროვნება უნდა იყოს.