Sunday 2 October 2016

განათლება

                                        ცოდნის და ზნეობის ტაძარი

             ნიკო ბაგრატიონის  სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ, რადგან სასწავლებლის ასი კურსდამთავრებული, უმაღლეს სასწავლებელში მაღალი შეფასებებით ჩაირიცხა.
  14 სექტემბერს, აქ მართლაც საზეიმო განწყობა სუფევდა. მოსწავლეებს და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ლიცეუმის დირექტორმა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა, ბავშვები  დალოცა  და წარმატებები უსურვა მამა ალექსანდრემ, მოსწავლეებს ასევე, მიესალმნენ საქართველოს თავად-აზნაურთა დარბაზის ხელმძღვანელმა ვაჟა აბაშიძემ, ამერიკაში მცხოვრებმა ქართული დიასპორას წარმომადგენელმა სალომე მელიქიშვილმა, თავად-აზნაურთა საკრებულოს ვიცე-წინამძღოლმა შოთა ჩხეიძემ,  ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა სერგო ვარდოსანიძე და სხვებმა. ღონისძიებაზე, ქალბატონმა იამ წარმატებული მოსწავლეები: საბა ხიმშიაშვილი, მარიამ მგელაძე და სხვები დააჯილდოვა და მათ გადასცა საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს ალმანახი ,,სამეფო’’.  ზეიმი დასრულდა ლიცეუმის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებული გალობით, რომლის ხელმძღვანელია ბექა ხუციშვილი.

 - ,,რწმენა, ოჯახი, სკოლა და წარმატებული მოსწავლე ‘’– ასეთი გახლავთ დევიზი ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა - ლიცეუმისა, რომელიც გამორჩეულია დედაქალაქში არსებულ სასწავლო დაწესებულებებს შორის და რომელიც ზრუნავს არამარტო განათლებაზე, არამედ მოზარდების პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებაზე.
  საგულისხმოა, რომ ლიცეუმი დაარსდა კათოლიკოს-პატრიარქის  ილია || -ის ლოცვა კურთხევითა და პატრონაჟით. იგი, უკვე ათი წელიწადია ფუნქციონირებს და ლიციანტები ყოველთვის წარმატებით აბარებენ საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს. აქ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართულ ენასა და ლიტერატურას. გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური და რუსული ენები.
 ქალბატონი ია ძალ ღონეს არ იშურებს იმისათვის, რათა ლიცეუმი იყოს ერთ-ერთი წარმატებული სასწავლო დაწესებულება. მას თითოეულ ლიციანტთან განსაკუთრებულად თბილი და მეგობრული დამოკიდებულება აქვს. იგი, განსაკუთრებულ შეღავათს უწევს მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და დევნილთა ოჯახის შვილებს. aსევე ირჯებიან ფირექტორის დირექტორის მოადგილეები: გიორგი ჩხიკვიშვილი და ზაზა ჩიქოვანი.
    დირექტორმა  განსაკუთრებული  სიამაყით აღნიშნა, რომ  ლიცეუმის მე-11 კლასის მოსწავლის საბა ხიმშიაშვილის  მიერ დაწერილმა ესსემ ,,იყიდება საქართველო’’, განდაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და იგი გამოქვეყნდა ალმანახში.
 აღსანიშნავია, რომ ლიცეუმში მაღალი რანგის პროფესიონალი პედაგოგები მოზარდებს უღვივებენ ლტოლვას კითხვისადმი, აცნობენ ქართული კულტურის, ისტორიის უნიკალურ მიღწევებს. მართალია, ლიცეუმს საკუთარი შენობა არა აქვს, მაგრამ ეს სწავლის ხარისხს დაბლა არ სწევს. სიახლეა ის, რომ  4-5 წლის აღსაზრდელთათვის გაიხსნა საბავშვო ბაღი – სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამით.
  სკოლა-ლიცეუმი გამოირჩევა იმითაც, რომ აქ მოზარდებს პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიან და  მათ უღვივებენ  ეროვნულ-ქრისტიანულ მრწამსს. მოსწავლეები გამოირჩევიან ქცევის კულტურით, ზრდილობით, არ ეწევიან სიგარეტს და მისდევენ ჯანსაღ ცხოვრების წესს. ლიციანტებს ჰყავთ მოძღვარი და ყოველ პარასკევს ტარდება ზეთისცხება და ბავშვების განწმენდის რიტუალი სულიერად და ზნეობრივად; აქ დამკვიდრებულია სახარების, კატეხიზმოს, ,,ვეფხისტყაოსნის’’ პროგრამები; ასევე, ისწავლება ეტიკეტი, ჭადრაკი, სამბო, კალიგრაფია, გალობა და ქართული ცეკვა. ლიცეუმში 1 - 6 კლასის მოსწავლეებისთვის, წლიურ გადასახადში შედის კვება, გაკვეთილების მომზადება. ფუნქციონირებს  გახანგრძლივებული ჯგუფი.
  როგორც ქალბატონმა იამ აღნიშნა: აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოზარდებმა კარგი განათლება მიიღონ. სურვილი გვაქვს, რომ ლიცეუმი ბავშვებისთვის იყოს პატარა ოაზისი, ცოდნის, რწმენის და ზნეობის ტაძარი. გვინდა რომ აღვზარდოთ მომავალი ჯანსაღი და განათლებული თაობა, რომელიც საქართველოს მოუვლის და  სწორი გზით წაიყვანს, განაგრძობს ტრადიციებს და გაუ
ფრთხილდება ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს.

          მზია გოგოძე
გაზეთი ,,სახალხო განათლება +''

3 comments:

  1. სპეციალური სესხის შეთავაზება: dayvilla.hayley@gmail.com
    მე კერძო საფინანსო ექსპერტთა შეუძლია გააკეთოს სესხი 20,000 ევრო 000,000 ევრო 10. არც ერთი პატიოსანი ადამიანი. დღესთან დაკავშირებით ახალი წელი 2016 დღესასწაულები, ვაკეთებთ ხელშეწყობა ყველა ჩვენი ფინანსური მომსახურების და საინვესტიციო. ჩვენ საშობაო სპეციალური სესხების და ბევრი შემდეგი სესხების - ფინანსური სესხი - მთავარი სესხის -Ready საავტომობილო -Ready საინვესტიციო - ვალის კონსოლიდაცია - ბინის - პირადი სესხი.
    თქვენ მოხდა, აკრძალულია საბანკო და თქვენ არ სასარგებლოდ ბანკების ან უკეთესი აქვს პროექტის და საჭირო დაფინანსება, ცუდი საკრედიტო ან საჭიროების ფული რომ გადაიხადოთ გადასახადები, ფულის ინვესტირებას ბიზნესის . ასე რომ, თუ თქვენ უნდა ფულადი სესხი არ გამომეხმაუროთ, რომ უფრო მეტი ჩემი ძალიან ხელსაყრელი პირობები.
    საკონტაქტო: dayvilla.hayley@gmail.com

    ReplyDelete
  2. გაუმარჯოს ყველას აქ მოწმობს, თუ როგორ მივიღე ჩემი სესხი ბატონი არამისგან, რამდენჯერმე მივმართე სხვადასხვა სესხის კრედიტორებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ამ ფორუმში ასევე მოწმობენ, მე ვთვლიდი, რომ რეალური და მე მივიღე ჩვენებები, მაგრამ მათ არასდროს მომცეს სესხი. მე ვიყავი აუცილებელი სესხის დასაწყებად და დავიწყე სხვადასხვა სესხი კრედიტორებისგან, რომლებიც დაპირდნენ დახმარებას, მაგრამ მათ არასდროს მომცეს სესხი. სანამ ჩემი მეგობარი ჩემთვის წარუდგენს ბ-ნი არმსს, ვინც დამეხმარა დამეხმარებინა და მართლაც გააკეთა ის, როგორც მან დაგმო რაიმე სახის დაგვიანების გარეშე. მე არასდროს მიფიქრია, რომ ჯერ კიდევ საიმედო სესხის გამცემია, სანამ შევხვდი ბატონ ვესსებს, რომლებიც მართლაც დაეხმარნენ სესხს და შეცვალეს ჩემი რწმენა. მე არ ვიცი, თუ რაიმე სახის სჭირდება ნამდვილი და გადაუდებელი სესხი, თავისუფლად გრძნობთ ბატონ არმსთან დაკავშირებას ელ-ფოსტის მეშვეობით marklee0999@outlook.com ასევე მადლობა

    ბატონი Willams.

    ReplyDelete
  3. გამარჯობა, მოხარული ვარ, რომ ყურადღება მიაქციე, რომ სერიოზული სესხი მქონდა საკრედიტო კრედიტორთან, რომელმაც 10,000 ათასი ევრო გამოუყო
    კომპანია. დაუკავშირდით მას

    ელფოსტა: davidsovi125@gmail.com

    ReplyDelete