Saturday 1 April 2017

განათლება

                                                                                  მიზანი, რომელიც ოცნებაზე მეტია

     ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება და მაღალი დონის სწავლება - აი, ასეთი თვისებებით გამოირჩევა თბილისის 90-ე საჯარო სკოლა, რომელიც ქართულ საგამნამანათლებლო სივრცეში, მართლაც ღირსეულ ადგილს იკავებს. აქ მუდავ შემოქმედებითი ფუსფუსია და მუხლჩაუხრელად ზრუნავენ მოსწავლეებს აღზრდასა და ცოდნის ამაღლებაზე.

    სკოლას სათავეში უდგას ახალგაზრდა და ენერგიული ქალბატონი თამარ მელიქიძე, რომლსაც დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის აღორძინებაში. იგი, მეორე ვადით გახდა სკოლის ხელმძღვანელი და მართლაც, მუდმივად ზრუნავს პრობლემების მოაგვარებაზე, ინფრასტრუქტურის, მოწესრიგებაზე სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე და სკოლის წინსვლაზე.

      ქალბატონ თამარს დიდი გამოცდილება აქვს, როგორც პედაგოგიურ, ასევე მენეჯერულ საქმიანობაში. იგი, პროფესიით ქიმიკოსია და თავდაპირველად, მოღვაწეობა დაიწყო ლაბორანტ-მეთოდისტად ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ინსტიტუტში, ასევე, სხვადასხვა წლებში მუშაობდა მე-7, მე-9 და კერძო სკოლებში, ქიმიისა და დაწყებითი კლასების პედაგოგად, 44-ე სკოლაში, მასწავლებლად და ორგანიზატორად. 190-ე სკოლაში დირექტორის მოადგილედ. 2007-2010 წლებში იყო 90-ე სკოლის არჩეული დირექტორი და შემდეგ, როცა ორი სკოლა (121-ე და 90-ე) ერთად გაერთიანდა, ქალბატონმა თამარმა მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 2014 წლიდან კი, იგი კვლავ სკოლის ხელმძღვანელია და ამასთან, კვლავ განაგრძობს პედაგოგიურ მოღვაწეობას.

    თამარ მელიქიძე: ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში არაერთი სიახლე და პროექტი განხორციელდა. ნაწილობრივ მოვაწესრიგეთ ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ლაბორატორიები და კლუბები – ისტორიის, ქიმიის, საბუნებისმეტყველო,პოეზიის მოყვარულთა და ა.შ. მართალია, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ აუცილებელია შენობის სრული რეაბილიტაცია. იმედია, სამომავლოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით, ყველა არსებულ პრობლემას მოვაგვარებთ. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ამ მხრივ ყველაფერი კარგად არის. გვყავს მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სკოლაში მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ. მთელი კოლექტივი ერთ გუნდად არის შეკრული და ერთმანეთთან მეგობრული და კოლეგიალური დამოკიდებულება აქვთ. გვყავს წარმატებული მასწავლებლები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, აქტიურობით, ინოვაციებით და სიახლეების დანერგვით. ესენია: მარინე პიტიურიშვილი, თინათინ ბარბაქაძე, ირმა ქერეჭაშვილი, ცისანა წიქარიძე, მანანა ბეგიაშვილი, გულნაზ ძიძიგური და მარინე ჩიღენაძე. წელს, ყველა მაწავლებელი მონაწილეობას მიიღებს სასერთიფიკაციო გამოცდებში. ჩვენი სკოლა, ძირითადად, გამოირჩევა მოსწავლეებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით, სხვადასხვა აქტივობებითა და აკადემიური მოსწრებით. სკოლაში სულ 775 ბავშვია. არიან წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა პტროექტებში და ოლიმპიადებში, საიდანაც სიგელებით და დიპლომებით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან. მაგალითად, სკოლის 5 მოსწავლე ჩართულია საპატრიარქოს ახალგაზრდულ მოძრაობა ,,დავითიანი’’-ს პროექტში, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ტაო-კლარჯათის ექსკურსიის პრიზს მოიპოვებენ. ასევე, სკოლაში ტარდება სხვადასხვა აქტივობები და ღია გაკვეთილები. შესანიშნავი პროექტი განვახორციელეთ ქიმიაში. სიახლეა ის, რომ მოსწავლეებს, გაკვეთილები ჩაუტარდათ მუზეუმებში და ჩართულები არიან პროექტებში ,,განძის მაძიებლები’’ და ,,საბავშვო არქეოლოგია’’. შოთა რურთაველის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კი, მე-9 და მე-10 კლასებში, ჩატარდა აფორიზმების კონკურსი, სადაც გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ. აგრეთვე, ქიმიის კლუბი, საბუნებისმეტყველო საგნებში, ყოველწლიურად აწყობს ინტელექტუალურ შეჯიბრებებს და გამრჯვებული წინა წელს თეატრის ბილეთით დაჯილდოვდა. ეს ღონისძიება წელსაც გაიმართება და გამარჯვებულს სიურპრიზი ელოდება.. შარშან, წარმატებული წელი გვქონდა და გვყავდა მედალოსანები. ესენია: ნიკა წიკლაური (ოქროს), ნინა არუდოვა, გოგა ფანგანი, ვერა ხანჩალიანი, გვანცა გუნჩაშვილი და ირაკლი ჩაჩხიანი (ვერცხლის), რომლებიც წარმატებით ჩაირიცხნენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლბლებში.

      90-ე სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტს. სკოლაში ჩამოყალიბებულია სხვადასხვა წრეები და მოსწავლეები შეჯიბრებებში წარმატებით ასპარეზობენ. მაგალითად, მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ ლაშა ლომაია და ლევან პავლიაშვილი. შარშან, საქართველოს ბავშვთა და მოსწავლეთა ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხლშეწყობით, სკოლის დირექტორი ნორჩ სპორტსმენებთან ერთად, იმყოფებოდა ისრაელის ქალაქ ეილათში, სადაც მოსწავლეთა მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა. ამ ფაქტს კი, წინ უძღოდა გასულ ზაფხულს, ანაკლიის ბანაკში გამართული სპორტული შეჯიბრება – საქართველოს პირველობაზე, სადაც გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ეასპარეზათ. ასევე, უნდა აღინიშნოს სკოლის მოსწავლის ცოტნე ქობალიას წარმატება, რომელმაც ისნის რაიონში გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში, კერძოდ, მაგიდის ჩოგბურთში პირველი ადგილი მოიპოვა.

    საამაყოა ის ფაქტი, რომ სპორტის ეროვნული ფედერაციისა და ქალაქის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტში ,,ლეგენდების კვალდაკვალ’’, 90-ე სკოლის მოსწავლეებმა სოფო ჟივიძემ და ბექა რაზმაძემ პირველი ადგილი და ფულადი პრემია 600ლ. მოიპოვეს. ხოლო სპორტულ აქტივობებში სკოლის გუნდი მე - 4 ადგილზე გავიდა და 200 ლარით დაჯილდოვდნენ. იმედია, წარჩინებული მოსწავლეები სამომავლოდაც ასახელებენ სკოლას.

          90 –ე საჯარო სკოლას ყველანაირი პირობა და რესურსი აქვს იმისთვის, რომ, იყოს ერთ-ერთი სანიმუშო სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულება, რაც დირექტორის თამარ მელიქიძის და მთელი კოლექტივის დიდი დამსახურებაა. სასწავლებლის პრესტიჟის ასამაღლებლად და სწავლის ხარისხის გასაუნჯობესებლად, აქ ყველა მუშაკი მაღალ შედეგებზეა ორინეტირებული. სკოლას აქვს დიდი სამომავლო გეგმები და მოტივაცია დასახული მიზნის მისაღწევად.

                       მზია გოგოძე

No comments:

Post a Comment