Saturday 26 August 2017

განათლება


განათლების პრობლემები და სავალალო შედეგები                     
  
 განათლება გადაარჩენს საქართველოს –ეს საკმაოდ ცნობილი ფრაზაა და შესაძლოა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ სიმართლეა. სწორედ, განათლებაა მთავარი საძირკველი ჩვენი არსებობისა და ცნობიერებისა. ჩვენდა სავალალოდ, საგანმანათლებლო სფეროში ბევრი პრობლემებია და სპეციალისტების აზრით, მდგომარეობა თუ არ გამოსწორდა შესაძლოა სავალალო შედეგამდე მივიდეთ. საერთაშორისო კვლევებისა და სახელმწიფო შეფასების შედეგად, საქართველოში მოსწავლეთა აკარემიური მიღწევები სხვადასხვა საგნებში და წიგნიერებაში, მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალო ნიშნულს. განათლების რეფორმის მთავარი ნაკლი მისი არაეროვნულობაა. აღზრდასა და განთლებაში შეიმჩნევა ეროვნული ცნობიერების კრიზისი.
სკოლა ზოგადი განათლების მიღების საშუალება და სოციალიზაციი ინსტიტუტია, ამდენად, მას საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ის ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ამზადებს. საინტერესოა, რამდენად წარმატებით ასრულებს თავის ფუნქციას ეს ინსტიტუტი?  წორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს მწერალთა სახლში გამართულ შეხვედრაზე.
-,,ზოგად საგანმანათლებლო  სკოლის  პრობლემები  საქართველოში’’ –ასეთი იყო თემა დისკუსიისა, რომელიც სრულიად საქარველოს რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით გაიმართა და რომელსაც ესწრებოდნენ პოეტი დავით შემოქმედელი, პროფესორი გიორგი  გოგოლაშვილი, აკადემიკოსი  ავთანდილ  არაბული,
პროფესორები პარმენ  მარგველაშვილი და რევაზ ბალანჩივაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები გუგული მაღრაძე და სიმონ ნოზაძე.
შეხვედრაზე, დავით შემოქმედელმა აღნიშნა, რომ ჩვენი არსებობის  მთავარი საფუძველი და საძირკველი განათლებაა. ფაქტია, რომ განათლებაში მართლაც, ბევრი პრობლემაა და ამ საკითხში საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვამია. თუ დროულოად არ გამოვასწორებთ შეცდომებს, შემდეგ უკვე გვიანი იქნება და სავალალო შედეგებამდე მივალთ. Fფატია, რომ დღეს სკოლაში მოსწავლე ვერ იღებს სათანადო განათლებას, შეიმჩნევა მასწავლებელთა მასწავლებელთა დაბალი დონე და სახელმძღვანელოები მოითხოვს კარდინალურ ცვლილებებს. ცუდია, რომ სკოლებში ქარული ენის გრამატიკა ცალკე საგნად არ ისწავლება. მოზარდების აზროვნებისთვის აუცილებელია პრაქტიკული გრამატიკა, რათა მათი ცნობიერება არ დაირღვეს. სახელმძღვანელოს ავტორებმა კი, უნდა იცოდნენ ცნობილი პედაგოგების და ფსიქოლოგების მეცნიერული მიღწევები. პედაგოგების თემა, ძალიან ფაქიზი საკითხია და დასაფიქრებელია…ბავშვის და მასწავლებლის ურთიერთობა.

გიორგი გოგოლაშვილი,  ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე, რუსთაველის საზოგადოების ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის თავჯდომარეს, პროფესორი:  განათლების სფეროს მიმართ, უფრო მეტ ინტერეს უნდა იჩენდეს საზოგადოებაც და იცინიც, ვისაც ეს საკითხი ეხებათ. მივესალმები ამ საკითხზე დისკუსიის გამართვას, მაგრამ სამწუხაროა, რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები არ ესწრებიან. განათლება უმთავრესია და იგი მართლა გადაარჩენს საქართველოს. ჟერ კიდევ მე-19 საუკუნეში, აკაკი წერეთელი წერდა: ,,ვინ არ იცის, რომ ჩვენი ბედისწერა განათლებაზე არის დამოკიდებული’’-ო . სამწუხაროა, რომ ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავ იმ ყურადღებას, რაც განათლებას ეკადრება. რობლემაა ის, რომ წლეულს, 11 ათასმა მოსწავლე გამოსაშვებ გამოცდაზე ჩაიჭრა დ ავერ აიღო ატესტატი. შარშან კი, 13 ათასმა ვერ ჩააბარა, ეს კატასტროფაა. საინტერესოა, სად არის სკოლის და მასწავლებლობის პასუხისმგებლობა? მას წინათ ასეთი მოსასაზრება გამოითქვა, რომ ქალაქში უკეთესი სწავლებაა, ვიდრე სოფლებშიო. ეს იმიტომ, რომ ქალაქში უფრო მეტი შესაძლებლობაა და მოსწავლეები რეპეტირორებთან ემზადებიან.  რამდენიმე წლის წინ, ევროკავშირის წარმომადგენელი იყო ჩამოსული საქართველოში და  მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ  არ არის კარგი მდგომარეობა ბავშვთა აკადემიური მოსწრების მხრივ და საქართველო ყველა ევროპულ ქვეყანას ჩამორჩება. სკოლის მოსწავლეებმა ატესტატია მისაღებად მოინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, მაგრამ საკითხავია, ვინც ჩააბარა როგორია მათი ზოგადი განათლების დონე? რუსთაველის საზოგადოებამ თბილისის რამდენიმე სკოლის მე-11 კლასებში, ჩაატარა ტესტირება, თუ როგორ იციან მოსწავლეებმა ვეფხისტყაოსანი? პასუხების 63 პროცენტი იყო დადებითი, დანარჩენი კი უარყოფითი. ზოგიერთ კითხვაზე ნახევარმაც ვერ უპასუხა. კითხვები მარტივი იყო. მაგალითად, ვინ იყო თინათინის მამა? პოემაში ვის მიერ არის ტარიელი პირველად ნახსენები? დაასრულეთ აფორიზმი ,,სჯობს სახელისა მოხვეჭას..’’, ვის გამო განურისხდა ტარიელს ფარსადანი? და სხვა. გამოკითხვა ჩატარდა ასევე, ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებთან, კითხვები იყო შედგენილი ვეფხისტყაოსნიდან და სხვა ნაწარმოებებიდან. გამოკითხულთა უმეტესობამ ელემენტარულ კითხვებს ვერ უპასუხეს. გაცილებით ცუდი შედეგები აჩვენეს ქართულ ენაში, სადაც გამოკითხულებმა ვერ უპასუხეს თუ რამდენ პირიანია ზმნა. სამწუხაროა, რომ ქართული ენა სკოლებში ცალკე საგნად არ ისწავლება, ამიტომაც არის, რომ მოსწავლეებმა ელემენტარული ცნებები არ იციან. ქართული სახელმწიფო ენაა და არ არის რიგითი საგანი. ჩვენდა სავალალოდ, პარლამენტმა ვერ გამოიჩინა ნება და დღემდე ვერ ამოქმედდა სახელმწიფო ენის კანონი. არადა, პარლამენტს ევალება  კანონზე ზედამხედველობის შესრულება. სახელმწიფო ენის კანონი რომ შესრულებულიყო დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა.
ავთანდილ არაბული, აკადემიკოსი: სამწუხაროდ, სასკოლო განათლება ძალიან დაბალ დონეზეა. არ არსებობს სწორი კონცეფცია თუ რა გვინდა, არ გაგვაჩნია მომავლის ხედვა – ყველა ძირითად ფასეულობებთან დაკავშირებით. ევროპულ ქვეყნებში, განათლების რეფორმის წარმატების საიდუმლო მის საჯაროობაშია, სადაც ჩართულია სპეციალისტები და საზოგადოება. ჩვენთან კი, განათლების კატასტროფის საფუძველი არ არის გაანალიზებული და დანახული. პრობლემა მართლაც უმნიშვნელოვანესია და საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს. აუცილებელია მასწავლებლების სწავლის დონის ამაღლება, ისინი უნდა გადამზადდნენ და სემდეგ ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ.

პარმენ მარგველშვილი, პროფესორი: ზოგადი განათლების  ეროვნული მიზნების საფუძველზე  უკვე შემუშავდა – ზოგადი განათლების კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შეტანილია, მაგრამ ჯერ არ განხილულა. შაკანონმდებლო ორგანოს და შესაბამის კომიტეტს უფრო მეტ ყურადღებას ვთხოვთ. უცილებელია, განათლების შესახებ კანონმდებლობა, შესაბამისი იყოს საერთაშორისო ნორმებთან. განათლების სისტემა უნდა იყოს აგებული ეროვნულ იდეოლოგიაზე და მკაცრად იყოს დაცული ბავშვთა უფლებების კონვენცია. ერთი სიტყვით, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს შექმნა.
რევაზ ბალანჩივაძე, პროფესორი: განათლების რეფორმის მთავარი ნაკლი მისი არაეროვნულობაა. ფაქტია, რომ შეიმჩნევა ქართული ეროვნულობისა და ცნობიერების კრიზისი როგორც აღზრდაში, ასევე, განათლებაში.  საგანმანათლებლო სფეროში ბევრი რამ დასახვეწია. უცილებელია სახელმწიფოს ნება და ძალისხმევა, რათა ასრებული პრობლემები მოგვარდეს.
შეხვედრაზე, არაერთი პრობლემური სახითხი წამოიჭრა და ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკაც გამოითქვა. პარლამენტის წევრებმა  გუგული მაღრაძემ და სიმონ ნოზაძემ, გულდასმით მოისმინეს დისკუსიის მომაწილეების შენიშვნები თუ მოსაზრებები და გამომსვლელებს მხარდაჭერა აღუთქვეს. 

             მზია გოგოძე




No comments:

Post a Comment