Saturday, 14 June 2025

                  დაცარიელებული  სოფლები...

             რა უნდა გააკეთოს  ხელისუფლებამ?

                                      

         ფაქტია,   რომ   საქართველოში   სოფლები    ნელ-ნელა   იცლება. გავერანებული ეზოები და გაუკვალავი   ბილიკები  მიგვანიშნებენ, რომ იქ ადამიანები აღარ ცხოვრობენ.  დაკეტილი სახლები, ცარიელი ფანჯრები თითქოს, სევდიანად გიყურენ  და გვიყვბიან წარსულის ისტორიებს .საქართვლოში ათასობით სოფელია და ყველას თავისი  განუმეორებელი   ხიბლი,  სურნეელი  და კოლორიტი  აქვს, მაგრამ ჩემი  სოფელი გურიაში   განსაკუთრებულია.  სიმწვანეში   ჩაფლული სოფელი   შრომა ათეული წლის წინ აღორძიბელი და აყვავებული  ყოფილა, მდიდარი  ციტრუსით, თხილით და ჩაის  პლანტაციბით. დღეს  სულ სხვა რეალობაა, სადაც  იგრძნობა დიდი  ეკონომიკური  სიდუხჭირე. სოფელში  სულ  უფრო მცირდება  ბავშვთა რაოდენობა და  მატულობს  მიტოვებულ სახლთა   რიცხვი. ერთ დროს  აქტიური სოფელი  შრომა,  დღეს   გადაიქცა     ნახევრად   დაცარიელებულო   სივრცედ. აქ სიარულისას სიჩუმე  იგრძნობა. არა იმიტომ, რომ სოფელი მკვდარია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ხმა გაქრა — წავიდნენ ისინი, ვინც ვეღარ გაუძლო ეკონომიკურ წნეხს. ზოგმა ემიგრაციაში მოძებნა გზა, ზოგმა ქალაქში იპოვა დროებითი სამსახური, ზოგმა კი უბრალოდ დატოვა ძველი სახლ-კარი, რომელიც დღეს ბალახში და სიჩუმეშია ჩამალული.

  ეს ყველაფერი   შემთხვევით   არ მომხდარა.  სოფლებიდან  მიგრაციიის   პროცესი ეკონომიკური   კრიზისის, უყურადღებობის,  არასწორი და უგეგმო   პოლიტიკის შედეგია.  რატომღაც,   არცერთი   ხელისუფლებისთვს   სოფელი არ აღმოჩნდა  პრიორიტებული, ამიტომაც შედეგი   სახზეა. მთელ  საქართველოში დაცარიელებული   სოფლების   სტატისტიკა  მკვეთრად  იზრდება.  ეს  პროცესი  უკვე   გასცდა    სოციალურ ფენომენს,,   რადგან   დგას    ეროვნული    უსაფრთხოების,   კულტურული   დადემოგრაფიული   უსაფრთხოების    საკითხი.

 ახლა  უმნიშვნელოვანესია  ხელისუფლების   სათანადო  რეაგირება   და    სოფლების აღორძინებისთვის  გონივრული  პოლიტიკის   შემუშავება.    სპეციალისტების აზრით,   აუცილებელია  სოფლის მეურნეობის  ხელშეწყობა,   გზების და  იფრასტრუქტურის   მოწესრიგება,  ფერმერებისთვის   სუბსიდიებით  და ტექნიკით    უზრუნველყოფა. ემიგრაციიდან  დაბრუნნებულთა მხარდაჭერა, აგროტურიზმის განვითარება, ადგილობრივი რეწვის და ფოლკლორის ხელშეწყობა, ახალგაზრდებისთვის მეტი   მოტივაციისთვის  ციფრული  ტექნოლოგიების,  კულტურული, საგანმანათლებლო  სივრცეების შექმნა,   ამბულატორიული მომსახურებისა და სხვა სტაბილური  სერვისების   ამოქმედება. 

    დროა,  სახელმიფომ  მეტად იზურნოს სოფლებზე,  რადგან   მხოლოდ   ქალაქზე    ორიენტირებული   პოლიტიკა  ვერ მოტანს   ეკონომიკურ სტაბილურობას.მინდა  ისეთი  ქვეყანა გვქონდეს, სადაც სოფელი  გახდება   ცხოვრების საუკეთესო ალტერნატივა, სადაც ადამიანებს  ექნებათ  შემოსავალი,  განათლება, ჯანმრთელობა და მომავალი .  არ მინდა ჩემი სოფლის  გზა  ბალახით იყოს  დაფარული,  მინდა  სახლებიდან  ხალხის  ჟრიამული ისმოდეს  და  ბუხრიდან  კვამლი ამოდიოდეს.

           



                                         




No comments:

Post a Comment

ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის შესახებ

ირანი და ისრაელი — ძველი დაპირისპირება ახალი საფრთხის წინაშე.              ანალიზი თანამედროვე გეოპოლიტიკური კონტექსტით        უკანასკნელ წლ...