Friday 15 April 2016

საქართველოს რესპუბლიკა 2013-05-02
პროსტიტუცია და საბედისწერო განსაცდელი
პროსტიტუცია უძველესი პროფესიაა, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს. მეძავები საქართველოშიც მრავლად არიან. პროსტიტუციის მორალურ მხარეზე რომ არაფერი ვთქვათ, სექს-ინდუსტრია ქვეყანაში სხვადასხვა დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგიც კი გამოიწვიოს. საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნებს, სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებული არასდროს ყოფილა, რადგან ამ პრობლემისადმი საზოგადოებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.
გავესაუბრედ კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი გალდავას.

 - ბატონო გიორგი, მეძავები ყველაზე დიდ რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით. ამ პროფესიის წარმომადგენლები, პერიოდულად მაინც არ იტარებენ სამედიცინო გამოკვლევას.

 - სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციის და ეპიდზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამა არ მუშაობს, აქედან გამომდინარე, რისკ-ჯგუფებში პროფილაქტიკური ღონისძიებები არ ტარდება. საბჭოთა პერიოდში კომერციულ "სექს-მუშაკებს", იძულების წესით ათავსებდნენ დახურული ტიპის სტაციონარებში, რომელიც თბილისში და ქუთაისში არსებობდა და იქ უტარებდნენ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, მაგრამ საქართველოში და, ზოგადად, მთელს მსოფლიოში ამ საკითხისადმი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. პირველ ეტაპზე წამოიწია ადამიანის უფლებების დაცვამ, ამიტომ იძულების წესით მათი მკურნალობა გამორიცხულია, მით უმეტეს, სამედიცინო მომსახურება ფასიანია...

- რომელი გადამდები დაავადებებია უფრო გახშირებული.

- ჩვენს კლინიკაში აღირიცხება ეს დაავადებები. უნდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე კლების ტენდენცია არ შეიმჩნევა, პირიქით, ზოგიერთი დაავადება უფრო მეტად გახშირდა. მაგალითად, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, გენიტალური სოკოვანი ინფექცია და სიფილსი და, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა - შიდსიც....

- რამდენადაც ვიცი, ძალიან ხშირად, პაციენტები მეგობრების რჩევით მკურნალობენ. თქვენ პაციენტები როგორ მოგმართავენ.

- დღეს, რახან მკურნალობა ფასიანია, პაციენტები ექიმის გარეშე, თვითმკურნალობას მიმართავენ, მეგობრის ან ნათესავის "გამოცდილების" გათვალისწინებით. ამას ხელს უწყობს სამკურნალო საშუალებების სატელევიზიო და ბეჭდვითი რეკლამა, მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა, სააფთიაქო ქსელის მუშაკთა მიერ მკურნალი ექიმის კომპეტენციაში ჩარევა, უფრო ხშირად ფარმაცევტებისა და პროვიზორების რჩევით დანიშნული ანტიბიოტიკები ...
მსგავსი ტიპის მკურნალობა, რა თქმა უნდა, არაეფექტიანია... ძალზედ ხშირად შესაძლოა გართულებებიც გამოიწვიოს. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტების რაოდენობა მას შემდეგ შემცირდა, რაც ჩვენმა დაწესებულებამ ადგილმდებარეობა შეიცვალა. ბევრმა არ იცის, რომ დერმატო-ვენეროლოგიური კლინიკები გაერთიანდა და ნინოშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებიდან გადავიდა ახალ, თანამედროვე ტიპის შენობაში, დიღომში, ლუბლიანას ქუჩა #5-ში, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ჩვენთან ყველანაირი პირობაა მაღალი დონის გამოკვლევებისა და სათანადო სამკურნალო თერაპიის. არაპროფილურ დაწესებულებებში - თერაპიულ, უროლოგიურ და გინეკოლოგიურ კლინიკებსა და განყოფილებებში კი, ძალიან ხშირად მცდარ დიაგნოზს სვამენ და მკურნალობაც არასწორად წარიმართება.
გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი გინეკოლოგი, უროლოგი და რეპროდუქტოლოგი მცდარი დიაგნოზის საფუძველზე პაციენტებს ასევე მცდარად მკურნალობენ უროგენიტალურ ქლამიდიოზზე და სხვა ინფექციებზე. ამიტომ, პაციენტმა, მხოლოდ სპეციალიზებულ დერმატო-ვენეროლოგიურ დაწესებულებას უნდა მიაკითხოს...

- ამბობენ, რომ ქუჩაში მდგომი ქალების უმეტესი ნაწილი დაავადებულია...თქვენ, როგორც დერმატო-ვენეროლოგს, თუ გაქვთ კონტაქტი მათთან.

- როგორც უკვე ვთქვი, ადრე უფრო მჭიდრო კონტაქტი არსებობდა. იყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანი იყო "სექს-მუშაკებში" და ჰომოსექსუალური ქცევის მამაკაცებში ვენერიული დაავადებების პრევენცია. მაშინ ამ პროგრამას მოცული ჰქონდა მთელი ქვეყნის ტერიტორია. ასევე, აქტიურად მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომა"... "სექს-მუშაკები" ჩვენთან მოჰყვდათ.

- ფაქტია, რომ პროსტიტუციით დაკავებული ადამიანები, დიდ ფსიქოლოგიურ წნეხში იმყოფებიან, მათ ხშირად აყენებენ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ყოველდღე დგანან და კლიენტებს ელოდებიან... რა აიძულებს ქალს ასეთი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმისკენ.

- "მეძავები", თავიანთი ცხოვრების წესს მძიმე სოციალურ პირობებს აბრალებენ, რომელთა შორის პირველ ადგილზე დგას მარტოხელა დედის ფაქტორი... ფაქტია, რომ მათ არა აქვთ სახარბიელო ცხოვრება, დგანან სიცივეში, ან პაპანაქება სიცხეში, წვიმაში და ელოდებიან ცლიენტს... პარტნიორები მეძავებს, ხშირად უფრო მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ, დაუცველ სქესობრივ კავშირს სთავაზობენ. როცა ასე გახშირებულია ვენერიული დაავადებები, დაუშვებელია მამაკაცმა წუთიერი სიამოვნების სანაცვლოდ, დაუცველი სქესობრივი კავშირი დაამყაროს "სექს-მუშაკთან". ასეთმა წუთიერმა სიამოვნებამ მას შესაძლოა უდიდესი პრობლემები შეუქმნას, ოჯახი დაუნგრიოს, ჯანმრთელობა შეურყიოს, ფინანსურადაც დააზარალოს.

- ადამიანი თუ დროულად არ მიაკითხავს ექიმს, რა პათოლოგიები შეიძლება გამოიწვიოს ვენერიულმა დაავადებამ.

- სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა, მამაკაცებში პოტენციის დაქვეითება-იმპოტენცია და სხვა გართულებები. ეს არ არის მხოლოდ შარდსასქესო სისტემის ანთებითი პათოლოგიები, მათი ფარული, ქრონიკული და ხანგრძლივი მიმდინარეობა ადამიანის მთელ ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა გართულებას - კუჭ-ნაწლავის, გულსისხლძარღვთა, მხედველობის, საყრდენ-მამოძრავებელი და სხვა ორგანოების დაზიანებას. უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი გადამდები ვენერიული დაავადება საბედისწერო შედეგების მომტანია და სიკვდილსაც კი იწვევს.

- თქვენ როგორც ექიმი, რა აზრის ხართ პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე.

- პროსტიტუციის ლეგალიზაცია შეიძლება განვიხილოთ ორი მიმართულებით... ერთი მხრივ, ლეგალური პროსტიტუციის შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ "ინდ-მეწარმეს", ანუ გადასახადის გადამხდელს - კომერციულ სექს-მუშაკს, რომელთაც ექნებათ ჩვეულებრივი პროფესია, სამუშაო საათები, ბიუჯეტში შესატანი ოფიციალური გადასახადი და ა.შ. ხოლო, მეორე მხრივ, მივიღებთ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც თითოეულ სექს-მუშაკს მოუწევს ვალდებულების აღება, რათა ჩაიტაროს პროფილაქტიკური გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. სამედიცინო თვალსაზრისით, ლეგალიზაციას დადებითი შედეგი ექნება და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ნაკლებად გავრცელდება. არის მესამე მომენტიც... ტრადიციულ და ძირძველ მართლმადიდებელ ერს შეუძლია აღიაროს ასეთი "ბიზნესის" არსებობა. - რა თქმა უნდა, არა... რელიგიური თვალსაზრისით, ეს მიუღებელია...
საერთოდ, პროსტიტუციის ლეგალიზაცა დიდი პრობლემაა და იგი არ უნდა მოხდეს ეკლესიის, სპეციალისტების და კანონმდებლების გარეშე...

- არა მგონია, რომ საქართველოში მომუშავე "სექს-მუშაკს" დადებითი დამოკიდებულება ჰქონდეს პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე... უცხოეთში ამ მხრივ რა მდგომარეობაა.

- ამსტერდამი, ჰამბურგი, სხვა ქალაქები და ქვეყნებია ამ ბიზნესის თვალსაჩინო მაგალითი. მოგეხსენებათ, რომ ევროპის ბევრ სახელმწიფოში პროსტიტუცია ლეგალიზებულია და იქ არსებობენ ყველასათვის ცნობილი ქუჩები, უბნები, სადაც ვიტრინებში ან პირდაპირ საფეხმავლო ტერიტორიაზე გამოფენილნი არიან სექს-მუშაკები, რომლებიც კლიენტებს დაუფარავად, ყველას თვალწინ, მომსახურების ფასზე ევაჭრებიან... იქ სექსუალური კულტურაც მაღალია. მაგალითად, შვედეთში მინიმუმამდეა დაყვანილი სქესობრი გზით გადამდები დაავადებები. შვედეთის ხელისუფლება ყველანაირად ზრუნავს იმაზე, რომ მათთან მოსაზღვრე ქვეყნებიდანაც კი, არ შეაღწიოს ამ დაავადებებმა... ტაილანდში მეძავებს თვეში ერთხელ, ან ორჯერ უტარებენ კვალიფიციურ გამოკვლევებს, რათა მათი მომხმარებელი მაქსიმალურად დაიცვან ვენერიული დაავადებებისგან.
ჩვენს ქვეყანაში, სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუჭრელ თავსატეხად რჩება პროსტიტუციის და ვენერიული დაავადებების პრობლემის მოგვარება, რაც დამღუპველ ზეგავლენას ახდენს ერის გენოფონდზე.






ავტორი:  მზია გოგოძე

1 comment:

  1. ჰერპესი არის სერიოზული და განმეორებადი დაავადება, რომელსაც ამერიკელი ექიმების მიერ მედიკამენტებით ან ინექციების საშუალებით ვერ განკურნება, მაგრამ ჰერპესთან გამკლავების საუკეთესო გზა არის სამკურნალო მცენარეების სამკურნალო მედიცინის მიღება მუდმივი მკურნალობისთვის. მე აქ ვარ დაფასებული დოქტორი ჯეიმსი მისი გამოყენებისთვის. მცენარეული წამალი ჩემი ჰერპესის ვირუსის სამკურნალოდ. დაახლოებით 3 წელი და 6 თვეა, რაც ამ ვირუსით ვცხოვრობ და ეს ჩემთვის ნამდვილად სერიოზული პრობლემა იყო, მე იმდენად დაბნეული ვიყავი, რომ რამდენიმე წამალს სამკურნალოდ ვიღებდი, მაგრამ მთელი ჩემი მცდელობა უშედეგო იყო, ერთ დილას ინტერნეტის საშუალებით ვიჯექი, შემდეგ დავინახე რამდენიმე ჩვენება იმის შესახებ, რომ ჯეიმსი კურნავდა ადამიანებს ჰერპესის ვირუსისგან / აივ და შიდსიდან და მაშინვე მე დავუკავშირდი ექიმ ჯეიმსს მის ელ.ფოსტაზე: drjamesherbalmix@gmail.com. მე მას ვუთხარი ჩემი პრობლემების შესახებ და მან მითხრა, რომ უნდა განკურნებულიყო. მან მომცა ინსტრუქციები და რასაც მე სწორად მივყევი, ამიტომ მან მოამზადა მცენარეული წამალი და გამომიგზავნა ის, რომელიც მე სამი კვირის განმავლობაში გამოვიყენე და განკურნებული ვიყავი. ყველაფერი ჩემთვის სიზმარი იყო და ჩემი ჰერპესი სამუდამოდ გაქრა. დოქტორ ჯეიმს გმადლობთ და იქნებ უფრო მეტი ძალა და სიბრძნე გქონდეთ უფრო მეტი განკურნებისთვის. არ ვიცი, არსებობს თუ არა ადამიანი, რომელიც დაავადებულია ჰერპესის ვირუსით, ან რაიმე სახის დაავადებებით, LIKE ... დიაბეტები, კიბო, აივ / შიდსი, ჰერპესი, ჰეპატიტის A&B, კარდიაკის დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, მოყვითალო, ეპილეფსია, ლუპუსი, ღერო, სპინალური ტორფი, ეგზემა, თირკმლის დაავადებები, ACME, უკანა პენი, დენგურიანი შიზოფრისი, პრესული, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, პრესული, ფისო დაუკავშირდით. ექიმ ჯეიმსს და გაათავისუფლეთ თქვენი დაავადებებისაგან, რადგან ის ძალიან კარგი და პატიოსანი მცენარეული ექიმია, ის ასევე ცნობილია, როგორც მცენარეული ფესვის ნათლიმამა. ახლავე დაუკავშირდით მას ელ.ფოსტით: drjamesherbalmix@gmail.com whatsapp ან დარეკეთ მასზე +2348152855846

    ReplyDelete