ვარშავა - ეს არის ქალაქი ზედმეტი ხმაურის გარეშე, მოწესრიგებული გზებით და სატრანსპორტო სისტემით, ესტაკადებით, არარსებული საცობებით, ტროტუარზე ქვეითის უფლებების დაცვით - ადაპტირებული და მოსახლეობის კომფორტზე მორგებული. პოლონეთის დედაქალაქი, სანიმუშო ეკოლოგიური მდგომარეობითაც გამოირჩევა, რადგან ავტომანქანები ტექნიკური მდგომარეობით, ნამდვილად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, აქ გამონაბოლქვი და მტვერი ნაკლებად არის. კომფორტს ანიჭებენ უპირატესობას და ავტომობილსაც ამ პრინციპით ირჩევენ, ამიტომაც ვარშავაში ძირითადად, ფურგონის ტიპის მანქანები სჭარბობს. ამას გარდა, ჯანსაღ ეკოლოგიურ სიტუაციას ქმნის ის სიმწვანე და ბაღ-სკვერები, რაც უხვადაა ქალაქში. აქ ვერ შეხვდებით უპატრონო ცხოველს ან ტროტუარზე მოსეირნე ძაღლს ალიკაპის გარეშე. აქაური მაცხოვრებლები, ისევე იცავენ სადარბაზოსა და ქუჩის სისუფთავეს, როგორც საკუთარ კარ-მიდამოს. უფრთხილდებან სიწმინდეებს, წინაპართა სახელებს და საკუთარ ენას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სავაჭრო ობიექტებზე წარწერები ძირითადად, პოლონურ ენაზეა. პოლონელები ძალიან ამაყობენ სახელოვანი თანამემამულეებით და არ ივიწყებენ ისტორიულ გმირებს, წარსულ ტკივილს, ფაშიზმის მიერ მიყენებულ სისასტიკეს... ქალაქში არსებული, არაერთი მონუმენტი, ძეგლი თუ მუზეუმი ასახაბს მეორე მსოფლიო ომის თემატიკას ...
მძიმე წარსულის და რთული ისტორიული კატაკლიზმების მიუხედავად, ვარშავა ახლა ევროპული, მშვიდი, წყნარი და კომფორტული ქალაქია.
****
ვარშავის კულტურისა და მეცნიერების სასახლე, შეიძლება ითქვას, ქალაქის სიმბოლოა და იქ ყველაზე მაღალი შენობაა. საათიანი კოშკის სიმაღლე 187 მეტრია და მას ვარშავის ნებისმიერ კუნჭულიდან დაინახავთ. სასახლე საბჭოთა კავშირს უჩუქებიაპოლონეთისთვის. იგი სტალინის ბრძანებით აშენებულა და მასზე 3500 - მდე საბჭოთა მშენებელს უმუშავია. მაღალ კოშკს ოთხი საათი ამშვენებს და მთელ ვარშავას გადაჰყურებს. კოშკიდან კი, ქალაქის მთელი პანორამა მოჩანს .
******
ყველამ ვიცით, მზე სამყაროსა და პლანეტების ცენტრია, დედამიწა კი მის გარშემო ბრუნავს, მაგრამ ეს აღმოჩენა, პირველად რომ გააჟღერა პოლონელმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა ნიკოლაი კოპერნიკმა, კათოლიკური ეკლესიიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. მეტიც, სამეცნიერო ნაშრომი, რომლის გამოცემასაც ვერ მოესწრო ავტორი, აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანეს....
შემდეგ კი... რენესანსის ეპოქის მეცნიერი პოლონეთის სიამაყე გახდა. დღეს, ვარშავაში კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს უამრავი ადამიანი სტუმრობს.
********
შოპენი პოლონეთის სიამაყეა, ამიტომაც არ მიკვირს ყველგან გენიალური მუსიკოსის გვარს რომ ვხედავდი ... რაღა დაგიმალოთ და მეც შოპენის ,,წვიმის ვალსი"-ს ფანი ვარ.
*****
ვილანოვის სამეფო სასახლე - ვარშავის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. სასახლე-მუზეუმი, ისრორიული შენობაა და შთამბეჭდავია არქიტექტურით, ქანდაკებებითა და ულამაზესი ბაღებით.
No comments:
Post a Comment