ჩვენი გურული ოდა სოფლის სხვა სახელების განაპირას, ობლად დგას და უსასრულოდ გველოდება. მას ისეთი ძლიერი სითბოს და განუმეორებელი სინაზის ელფერი დაჰკრავს ადამიანს გულგრილს რომ ვერ დატოვებს.
ჩემთვის მშობლებიური სახლი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც სავსეა ბავშვობის თბილი, დაუვიწყარი მოგონებებით....
ყოველი გაზაფხულის მოახლოება და ჩიტების ჭიკჭიკი ჩემს სოფელს მაგონებს, იქ ხომ სხვანაირი გაზაფხული იცის, დღეც განსაკუთრებულია და ღამეც. აისიც და დაისიც. საოცარი სურნელით, აყვავებული მონდორ-ველებით, ცვრიანი ბალახით, ცაზე მოჭედილი უთვალავი ვარსკვლავით.... იქ ჩიტებიც ლაღად გალობენ , მზეც ისეთი თბილია, რომ ჩვენს ობლად დარჩენილ ოდასაც ათბობს და ამხნევებს ...
No comments:
Post a Comment