Monday 8 December 2014

კულტურა

  მინანქარზე  მუშაობა შემოქმედებითი  პროცესია

მინანქრით ლითონის დაფარვის ტექნოლოგია პირველად, ძველ ეგვიპტეში და ჩინეთში, უძველეს ნიმუშებშია აღმოჩენილი. ლითონის ფირფიტის მინანქრით დამუშავების რამდენიმე ტექნოლოგია არსებობს, ესენია: ამოღრმავებულ ლითონის ფირფიტაში – მინანქრის ამოვსების ტექნოლოგია, აგრეთვე, კვეთილი, ფერწერული, ვიტრაჟული და ტიხრული მინანქარი. ქართულ ხელოვნებაში უმთავრესად, ტიხრული მინანქარია ცნობილი. ამოღრმავებული მინანქრის ერთადერთი ნიმუში დაცული იყო ჯუმათის ეკლესიაში, რომელიც ამჟამად დაკარგულია. მინანქარს, თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუასაუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი, ისევე ფასობდა, როგორც ხუროთმოძღვრება, კედლისმხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია – ხახულის ხატზე შემორჩენილი მინანქრის რაოდენობა და შესრულების დონე. ქართული მინანქარი სხვა ქვეყნებისას არ ჰგავს, იგი განსხვავებული და ორიგინალირია. თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში ტიხრული მინანქრი ფართოდ არის გავრცელებული.  ხვადასხვა სალონებსა თუ მაღაზიებში, მრავლადაა  წარმოდგენილი ტიხრული მინანქრით შექმნილი სამკაულები, ტანსაცმლის აქსესუარები და საეკლესიო ნივთები.
ახალგაზრდა დიზაინერის შორენა შარიქაძის  ტიხრული მინანქრით შესრულებული სამკაულები: ჯვრები, გულსაკიდები, საყურეები და ბეჭდები და სხვ. გამოირჩევა  ორიგინალობით, დახვეწილი დიზაინით და უზადო გემოვნებით. შორენას კოლექცია მნახველს იზიდავს ორნამენტების მრავალფეროვნებით და საოცარი ფერთა შეხამებით.

   
    შორენა შარიქაძე:  ტიხრულ მინანქარზე მუშაობა ხუთი წელიწადია რაც დავიწყე, იგი მამაჩემმა ცნობილმა მხატვარმა გოჩა შარიქაძემ შემასწავლა. ჟერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ლითონის დამუშავების ტექნოლოგია ავითვისე, თავიდან ყველაფერი ძალიან რთულად მეჩვენებოდა, თუმცა, თანდათანობით,  ავუღე ალღო და დავინტერესდი ამ სპეციალობით. ვერ წაროვიდგენდი თუ ტიხრულ მინანქრზე მუშაობა ჩემი საყვარელი პროფესია გახდებოდა. როცა მინანქარზე მუშაობას შეისწავლი, შეუძლებელია მას მერე თავი დაანებო. ტიხრული მინანქარი-ხელოვნების ისეთი დარგია, რომელიც გამოიყენება როგორც საეკლესიო, ისე საერონივთების შესაქმნელად. მინანქარზე, ძირითადად, მხატვრები მუშაობენ, რადგან აუცილებელია ფერთაშეხამება, ლამაზი დიზაინი.  ლითონის დამუშავების ტექნოლოგია კი რთულია, რადგან დიდ ნებისყოფას მოითხოვს თითოეული ტიხრის ჩასმა.



 - შორენა, თქვენი კოლექცია შექმნილია ლამაზიდიზაინით და საოცარი ფერებით, თითოეული მათგანი შემკულია სხვადასხვა ორნამენტებით...  ფერების შერჩევაში მამის აზრს თუ ითვალისწინებ?

- რა თქმა უნდა მამაჩემის აზრსაც ვითვალისწინებ, იგი მხატვარია და ძალიან მეხმარება. ჩემს ნამუშევრებში, ძირითადად, აბსტრაქცია და ორნამენტებია გამოყენებული. ჟვარზე უმეტესად, ყურძნის მტევანს ვხატავ, რადგან საქაეთველო ვაზის ქვეყანაა და ასეთ ორნამენტს სიმბოლური დატვირთვაც აქვს...საქაეთველოში, სხვადასხვა ეპოქაში, ერთმანეთისგან განსხვავებულ ორნამენტებსა და სიმბოლოებს იყენებდნენ.

-  მართალია, მინანქრის დამუშავების ტექნოლოგია რთულია, მაგრამ შემოქმედისთვის ალბათ, საიტერესო პროცესიც არის... დღეში რამდენ საათს მუშაობ?

- ყოველდღიურად, თითქმის ექვსი საათი ვმუშაობ, მაგრამ არ ვიღლები. პირიქით, ჩემთვის ტიხრულ მინანქარზე მუშაობა შემოქმედებითი პროცესია და ძალიან საინტერესოც. თუ ტიხრულ მინანქარზე  არ ვმუშაობ, დღე  უქმად ჩევლილი მეჩვენება. ვცდილობ ნამუშევრებში ხასიათი იყოს გამოკვეთილი და ჩანდეს საკუთარი ხედვა, უპირატესოსობას ნათელ ფერბს ვანიჭებ და ვცდილობ ნამუშევრებში მეტი პოზიტივი ჩანდეს... საყვარელი ჟანრია: ფანტასტიკა, როცა რეალობა ერწყმის წარმოსახვას.ასევე, დიდი სიამოვნებით ვმუშაობ რელიგიურ თემატიკაზეც.ჩემს პროფესიაში დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებასა და პრაქტიკას. რათა ხელი დაიხვეწოს და მაღალი ხარისხის ნამუშევრები გამოვიდეს... მომინანქრება კეთდება ვერცხლზე, ოქროსა და სპოლენძზე. თავდაპირველად ხდება სამინანქრე ფორმის გრავირება, რომელიც იფარება უფერო საღებავით, შემდეგ გამოვწვავთ (ოღონდ, ფერები არუნდა დაიწვას) და ტიხრებს ვაძლევთ სასურველ ფორმას. შემდეგ საჭიროა ფერების ჩასმა, დამუშავება და გაპრიალება. აქ ფანტაზიასა და გემოვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს.  
მიუხედავად იმისა, რომ ლითონის დამუშავების ტექნოლოგია ერთფეროვანია, თითოეული ნაკეთობა ერთმანეთისგან განსხვავებული და ორიგინალური გამოდის, სწორედ, ამით არისღირებული და გამორჩეული ტიხრული მინანქარი.
 ქართულ ტიხრულ მინანქარს, მსოფლიოში ანალოგყ არა აქვს... ჩვენი მინანქრის ფერებში ღვინისფერი და გამჭვირვალე მწვანე სჭარბობს.

-შორენა, საკმაოდ ბევრი კოლექცია გაქვს და  რომელიმე გამოფენაში თუ მიგიღია მონაწილეობა?

-რა თქმა უნდა, ხშირად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში და საქველმოქმედო ღონისძიებებში. ჩემი ნამუშევრები წარმოდგენილია: გალერეა ,,ქართულ საჩუქარ‘’-ში. ,,ფიროსმანში’’, ბათუმის და თელავის სამხატვრო სალონებში.

-სამომავლოდ რა გეგმები გაქვს ?

- ჩემი ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ, გამიჩნდა სურვილი შევქმნა საავტორო ნამუშევრები. ხშირად, ნამუშევრების შექმნის შთაგონების წყაროა სხვადასხვა ნახატი ან პერსონაჯი, რომელსაც ვაცოცხლებ ჩემს სამკაულებში. მაგალითად, ჩემი შექმნილი სამკაულების სახელწოდებებია ,,მოცეკვავე გოგონა’’, ,,ცხოვრება ვარდისფერ ფერებში’’ და ა.შ.
  სამომავლოდ, ვაპირებ პერსონალური გამოფენის გამართვას... ჩემი ნამუშევრები განთავსებულია სოციალურ ქსელშიც. დაინტერესება ძალიან დიდია, განსაკუთრებით უცხოელები ინტერესდებიან. მაქვს შემოთავაზებები და შეკვეთები...

                                   
                                 მზია გოგოძე

No comments:

Post a Comment