Sunday, 4 May 2014

პოეტი

ინტერვიუ ჩაწერილია 2012 წლის 9 აპრილს                                    











                                 

  
        ლექსი - ჩემი სულის მოთხოვნილებაა...



     პოეზიის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია, სულ ვწერ, თუმცა ლექსის ხმამაღლა კითხვას ვერიდები – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი პოეტმა ზურაბ ქობალიამ. იგი პროფესიით ჟურნალისტია, მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში: ,,საქართველოს რესპუბლიკაში’’, ჟურნალ ,,სკოლა და ცხოვრებაში, ,,პოლიტიკაში’’ და ა.შ. არის გამომცემლობა ,,ზენაარის’’ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
ზურაბ ქობალია:  დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში. იქ გავატარე ბავშვობა.Pპირველი ლექსი დავწერე 12 წლის ასაკში, მაშინ მე-5 კლასის მოსწავლე ვიყავი. ძალიან პრიმიტიული ლექსი იყო და ჩემს თავს მივუძღვენი, რადგან ჩემს დაბადების დღეზე 5 მარტს დავწერე. Dშემდეგ პირველ ლექსს სხვებიც მოჰყვა... ჩემს მამიდაშვილს ლექსად ვწერდი წერილებს, ისიც ასვე  მპასუხობდა. თავიდან ლექსის წერა ჰობი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩემი სულის მოთხოვნა გახდა და უფლის ნებით, დღემდე არ შემიწყვეტია წერა. მუზა როცა მოდის სულ ვწერ..

-ბატონო ზურაბ, თქვენი ლექსები ძირითადად რას ეძღვნება?
-ჩემი ლექსები უმეტესად, პატრიოტული, ლირიკული და პუბლიცისტურია. ჩემი თითოეული ლექსი უფლის კარნახით იწერება, მე მხოლოდ გადამწერი ვარ... დაძალებით და შეკვეთით ლექსი არასოდეს დამიწერია.

-მანდილოსნისთვის ლექსი თუ მიგიძღვნია?

-არაერთხელ, მე სულ შეყვარებული ვარ და უსიყვარულოდ ღმერთმა ნუ მაცოცხლოს.  შიყვარულზე ერთ ლექსს წაგიკითხავთ:
,,სიყვარული ღვთიურია,
რასაც იმკი იმას გაწვდის,
ზოგჯერ ისე გიჟურია,
არ გაქვს დარდი არვის დარდის.
სიყვარული ბევრგვარია,
მაგრამ სულ სხვა არის ქალის,
იმ ქალს შევხვდი ამას წინათ,
ვისაც სიტყვის ესმის ძალის,
თან მომხიბლავს უსიტყვოდაც,
Uსიტყვოდ, მთლად, ქალი არის,
ძენაარის გაჩენილი ჩვენი ნეკნის სატკივარი’’.

-რომანტიკული ხართ?

-ალბათ, რომანტიკული ვარ...

-ბატონო ზურაბ, თქვენს ლექსებს რომელიმე პოეტის გავლენა ხომ არა აქვს?

-არავისი, მე ჩემს სათქმელს ვამბობ, ჩერმს გილისწუხილს. Uუფრო ტრადიციულ ლექსებს ვწერ, არც იმდენად განსხვავებულია. თუ ვინმეს ლექსებს ჰგავს, ეს კრიტიკოდების განსასჯელია...

-თქვენი საყვარელი პოეტი რომელია?

-გალაკტიონი, ტერენტი გრანელი, გოგლა ლეონიძე, ლადო ასათიანი, ლაშა გახარია... პოეტები ყველა მიყვარს, როცა ვინმე ლექს წერს ყველა მიყვარს, ის ჩემთვის გამორჩეული და საყვარელი ადამიანია...

- პირველად, რომელ პერიოდიკაში გამოქვეყნდა თქვენი ლექსი?

-საერთოდ, ვერიდები საჯარო გამოსვლებს და პოეზიის საღამოებშიც იშვიათად ვმონაწილეობ.... რაც შეეხება ლექსის გამოქვეყნებას,  ჩემი ლექსები პირველად დაიბეჭდა ზუგდიდის რაიონულ გაზეთში; შემდეგ, ჟურნალ ,,ჰარმონიაში’’ და ა.შ.

-წიგნი თუ გაქვთ გამოცემული?

- პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საკუთარი ლექსების კრებული ჯერ არ გამომიცია, თუმცა ვარ რამდენიმე წიგნის გამომცემელი.

-საკმაოდ მოკრძალებული ადამიანი ყოფილხართ... სამომავლოდ თუ აპირებთ კრებულის გამოცემას?

-მიკრძალებული ვარ, არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი... წერა მიყვარს, მაგრამ როგორც გითხარით არ მიყვარს ლექსების დაჯაროდ კითხვა... სამომავლო, ვაპირებ ლექსების კრებულის გამოცემას, თუმცა ჯერ ამისთვის ვერ მოვიცალე...

-დღეს, ბევრი პოეტი, თავის ლექსს სხვადასხვა სოციალურ საიტებზე ანთავსებს, თქვენ თუ გიცდიათ მსგავსი რამ?

- ინტერნეტ საიტებზე არასოდეს გამომიქვეყნებია ლექსები, თუმცა დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიები გავძლევს იმის საშუალებას, რომ საკუთარი  პოეზია, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გააცნო და ეს ძალიან კარგია...

-თანამედროვე პოეზიაზე რას გვეტყოდით?

- ბევრი ნიჭიერი პოეტი გვყავს, იქმნება და იწერება ბევრი ნაწარმოებები... ასე, რომ პოეზიაც ვითარდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს ყურარღება ამ მხრივ არ იგრძნობა... არიან პოეტები, რომლებიც უსახსრობის გამო წიგვს ვერ გამოსცემენ, ამიტომ მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.

-პრობლემაა ისიც, რომ წიგნების ნაკლებად იყიდება...

-სამწუხაროდ ასეა.... დღეს, დაბეჭდილი ლექსები, წიგნის ბეჭდვის ღირებულებასაც კი ვერ ანაზღაურებს, იმიტომ რომ არ იყიდება...

 -პოეტებს უყვართ ბოჰემური ცხოვრება...

-მეც მიყვარს ბოჰემა, მოლხენა, ქეიფი უფრო გვაწერინებს ლექსს. ქართული სუფრა ხომ აკადემიაა. Mიყვარს ქართული, ტრადიციული სარღეგრძელოები, მეგობრებთან ერთად ყოფნა, სიმღერა, ლექსების კითხვა...

                                 * * *
,,მოვალ, მომაქვს ლექსი პეშვით,
ციდან უფლის ხმა ჩამესმის,
პოეზიის მადლი მესმის,
ზოგჯერ ვუსმენ, კიდეც გერშვინს.
სიტყვის წვიმა მოდის პეშვით,
დავსიტყვდი და სიტყვაც მეთქმის,
რომ მონა ვარ სიტყვის – ღმერთის
და სამშობლოს... სხვას ვერ ვეტრფი.
იმასვე ვწერ, არ ვეშვები
გაღეღილი მაქვს კვლავ მკერდი
ამიტომაც ვსუნთქავ შვებით.
ვიცი, დღესაც გადავრჩები,
დამიგროვდა კვლავ სათქმელი,
დღეს ტყუილად არ დავშვრები,
თუკი დღესაც არ დავთვერი.’’
    
            * * *
,,ლექსი ჩემი დასაწერი
მეცხრე ცაზე ჰკიდია,
ოცნებანი - ჩემი წრფელნი-
მისკენ მალვით მიდიან.
მანმადე კი, ჯერაც აქ ვწერ
მხოლოდ სააქაო ლექსებს,
რომლებიც ცას სწვდებიან
და ამჩნევენ მიწას ფესვებს.
ჯერაც ბევრი უთქმელი მაქვს
და სათქმელი უფრო მეტი,
კოლხ-იბერის წინაპართა
მადლით ბრწყინავს დღეს ქართველი.
ღმერთო ერთი, შენ მოჰმადლე
ჩემს ქვეყანას მადლის ნება,
შენი ნებით, ვიცი, მხოლოდ,
ეს ქვეყანა გაბრწყინდება.’’
     

 ესაუბრა მზია გოგოძე


1 comment:

  1. ჩემი ცხოვრება ლამაზი
    ფერებით წარმიქმნება
    ჩემი ოცნება მხოლოდ
    ჩემშია

    მინდა მოგიყვეთ ოცნების
    კოშკზე რომელიც შიგნით
    საოცარია მან ყველა იცის
    ჩემი ტკივილი ყველა
    დარდები მან გამიქარვა

    ამ საოცარმა ჩემმა ფიქრებმა
    სადგაც წაიღო გულის ნაფლეთი
    თან გაიყოლა ჩემი ტკივილი
    ნუ დავეცემით ფეხზე წამოვდგეთ
    .
    და დავანახოთ ძლიერი
    მხარე თუკი დავეცით
    ერთად ვიბრძოლოთ
    წამოდგომაზე მტრების ჯინაზე
    ა ვ ტ ო რ ი : თეკლა გვამბერაძე vwer ukve 3me welia

    ReplyDelete

ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის შესახებ

ირანი და ისრაელი — ძველი დაპირისპირება ახალი საფრთხის წინაშე.              ანალიზი თანამედროვე გეოპოლიტიკური კონტექსტით        უკანასკნელ წლ...