"ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი
ამოზიდული დიდგორსა,
შვიდპირად მაკრავს ღრუბელი,
გველი მილოკავს ლიბოსა.
ვერ იზამს წუთისოფელი,
ფეხებზე დამიკიდოსა.
ხმალი მომეცი, სამკლავე,
ფარიც აქ სადმე იდოსა,
ამოვალ, ქშენით ამოვძოვ,
სისხლით დაფერილ მინდორსა..."
ამოზიდული დიდგორსა,
შვიდპირად მაკრავს ღრუბელი,
გველი მილოკავს ლიბოსა.
ვერ იზამს წუთისოფელი,
ფეხებზე დამიკიდოსა.
ხმალი მომეცი, სამკლავე,
ფარიც აქ სადმე იდოსა,
ამოვალ, ქშენით ამოვძოვ,
სისხლით დაფერილ მინდორსა..."
ამ სტრიქონების ავტორი პოეტი ტარიელ ხარხელაურია, შესანიშნავი პიროვნება, მკვეთრად ორიგინალური შემოქმედი და გამორჩეული ფენომენი ქართულ პოეზიაში.. მისი ლექსების თემატიკა მრავალფეროვანია, ნაიარევია, მაგრამ ოპტიმიზმით გაჟღენთილი მისი სტრიქონები, მის ლექსებში ტკივილზიც იგრძნობა სიხარულზიც, მთის და მიწის სიყვარულიც...
ახლახანს, საქართველოს საპატრიერქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, პოეტ ტარიელ ხარხელაურის საიუბილეო-შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელსაც პოეტები, მწერლები, სტუდენტები და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საღამოზე, სიტყვით გამოვიდნენ და ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებით ღვაწლზე ისაუბრეს პოეტებმა: ერეკლე საღლიანმა, დავით შემოქმედელმა, ჯემალ აჯიაშვილმა, თემურ ჩალაბაშვილმა. პოეტის მიმართ, საქებარი სიტყვები და არ დაიშურეს მეუფე თადეოზმა, მექა ხანგოშვილმა, ლადო კახაძემ და სხვებმა. საღამოზე, ხალხური საკრავების ანსამბლის მიერ, შესრულდა პოეტის ლექსზე შექმნილი სიმღერები.
ტარიელ ხარხელაურის ლექსები წაიკითხეს სტუდენტებმა, თავად ავტორმა და მსახიობმა ელდინო საღარაძემ, რომელმლის მხატვრული კითხვის ორიგინალურმა მანერამ საოცარი შთაბეჯდილება მოახდინა აუდიტორიაზე და თავად პოეტსაც კი, ცრემლები მოჰგვარა...
საიუბილეო ღონისძიების დასრულების შემდეგ, პოეტს რამდენიმე კითხვით მივმართედ.

-ბატინო ტარიელ, როგორ ჩაიარა შემოქმედებითმა საღამომ, კმაყოფილი ხართ?
- ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა... განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ელდინო საღარაძის მიერ წაკითხულმა, ლექსმა ,,საყდარს არავინ არ არის’’ მიუხედავად იმისა, ჩემია და არაერთხელ წამიკითხავს, თითქოს პირველად მოვისმინე და ისე შემზარა ლექსმა, რომ გავიფიქრე, ნამდვილად მე დავწერე-მეთქი.ეს იყო სამყაროს აპოკალიფსი, თითქოს დაიცალა ის სამყარო დაშენძრწუნდი.... რაც შეეხება შემოქმედებით საღამოს, იგი ჩემს საიუბილეო თარიღთან იმდენად იყო დაკავშირებული, რადგან 65 წლის გასულ წელს გავხდი, მაშინ უნდოდათ ჩაეტარებინათ, მაგრამ მე მინდოდა პოეზიის საღამო, ჩემი გარდაცვლილი შვილის, ბექას დაბადების დღეს 16 დეკემბერს დამემთხვია. იგი 8 წლის წინ გარდაიცვალა, 23 წლის ასაკში და ეს საღამო მას მიუძღვენი. სურვილი მქონდა ეს ღონისძიება სამებაში, გამართულიყო, რათა ჩემს შვილს ტაძრიდან გავსაუბრებოდი, ასე იოლი იყო ჩემთვის მასთან დაკავშირება...
-ეს ტკივილი თქვენს პოეზიაში მკაფიოდ აისახება...
-რა თქმა უნდა, ჩემი ლექსებით, მინდოდა ეს ტკივილი ყველას გაეზიარებინა... ტკივილი უნდა იყოს ზოგადი, ყველასთვის მისაღები, იგი ყველას წუხილად უნდა აქციო. თუ ამას შეძლებ, იცლები და იმდენად აღარ გიჭირს ცხოვრება და მოძრაობა წუთისოფელში... არ ვიცი რამდენად მივაღწიე მიზანს, ვაქციე თუ არა ჩემი სატკივარი ყველას წუხილად, თუმცა, ხანდახან ვგრძნობ, რომ მივიტანე ხალხამდე ჩემი ტკივილი. ზოგჯერ კი მგონია, რომ საზოგადოების უმრავლესობის აზროვნება მაინც ისეთ დონეზე, რომ ცდლობენ ზედაპირზე იარონ. ვერ წვდებიან ჩემს გულისთქმას და ვერ ღებულობენ, იმ ტკივილს თუ ცრემლის ფილოსოფიას ისე, როგორც მე ამასს ვთავაზობ მკითხველს... როცა მკითხველი შემოგყვება შენს სამყაროში ძალიან სასიამოვნოა

-ბატონო ტარიელ, თქვენი პოეზია უყვარს მკითხველს, ბევრმა მათგანმა, თქვენი ლექსი ზეპირად იცის. ხალხის სიყვარული თქვენთვის შემოქმედებითი სტიმულია?
-თითქოს უნდა მსიამოვნებდეს, როდესაც დადებითი შეფასება აქვს ჩემს ლექსებს, მაგრამ არა ვარ იმ ასაკში, რომ ეს მახარებდეს. ჩემი სურვილია, რასაც მე ვხედავ და როგორც ვხედავ სამყაროს, როგორ აღვიქვამ ტკივილს, მკითხველმაც ისე მიიღოს იგი... მაგრამ, არ არის ასე.... არადა, ზედაპირული თვალიერებით ვერასოდეს ვერ შეხვალ მწერლის სამყაროში. ის სამყარო ლექსის დინამიკა, რასაც მე ვთავაზობ მკითხველს, ვცდილობ ადვილი გასაგები იყოს და არ იყოე მათთვის მოსაბეზრებელი.... მე პოეზიასთანაც და უფალთანაც დიდ პასუხისმგებლობას ვგრძვობ და რამდენად კარგი შემსრულებელი ვარ იმისა, თუ რასაც ვისმენ, როგორ გადმომაქვს იგი ფურცელზე..
-65 წელის გადასახედიდან, როგორ შეაფასებთ თქვენს შემოქმედებით მოღვაწეობას ?
-იცით რა, 65 წელს ვერ მივიჩნევ ისეთ სიმაღლედ, საიადანაც შეგიძლია გადმოხედვა.. ვფიქრობ, როგორც კი, შემოხვალ მწერლობაში, იქედანვე უნდა ატარებდე ამ მძიმე ტვირთს და აფსებდე შენს შემოქმედებას Oობიექტურად. Dდიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო მკითხველს, მას სულიერი საზრდო უნდა მიაწოდო.. თუ ამას ვერ შეძლებ და არაფერი არ მოუტავენე მკითხველს, ჩათვალე, რომ მან ის დრო, რომელიც შენ დაგითმო, ფუჭად დაკარგა. საჭიროა, დიდიPპასუხისმგებლობა გქონდეს მკითხველის მიმართ., მე ყოველთვის, დიდი პასუხივმგებლობას ვგრძნობდი მკითხველის მიმართ... ახლა მივხვდი, რომ სიძულვილზე უფრო ძნელი სატარებელი, სიყვარული ყოფილა... სიყვარული უფრო გასაფრთხილებელია..

-თქვენს შეოქმედებით საღამოზე, აღინიშნა, რომ თქვენ ბევრ ამქვეყნიურ სიამოვნებაზე უარი თქვით.. როგორ ცხოვრობს დღეს ტარიელ ხარხელაური?
-ამჟამად, თიანეთში ვცხოვრობ და ქალაქში იშვიათად, ჩამოვდივარ... ჩემს თავს ავუკრძალე ყველაფერი, რასაც წუთისოფელი იძლეოდა. Bბევრ რამეზე ვთქვი უარი, სულ ვცდილობდი სიყვარულით მევლო და ეს გრძნობა ყველასთვის გამენაწილებინა. მე რომ დავრჩი დღემდე პოეზიაში, ეს ჩემი მეუღლის მარინა ხარხელაურის დამსახურებაა, რომელიც სულ გვერდით მედგა, მამხნევებდა და ამიტომ არ მიგრძვნია ოჯახის. სიმძიმე.
-რთულია თქვენი მეუღლისთვის შემოქმედთან თანაცხოვრება?
-ალბათ რთლია, რადგან არის მომენტები, როცა მხოლოდ ლექსთან ვარ და არავისთან ყოფნის სურვილი არ მაქვს, მარტო ვარ ჩაკეტილი.
- თქვენი სატრფიალო ლექსები მეუღლეს ეძღვნება?
- მეუღლეს რა თქმა უნდა, ჩემი ლირიკა აეწყო მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე გავიცანი, მე მას ბევრი ლექსი მუძღვენი და ვცდილობდი შემექმნა ერთი ქალის პოეზია. შემოქმედისთვის სიყვარულს დიდი მსიშვნელობა აქვს. იგი, უნდა იყოს პოეტისთვსი შთაგონების წყარო. ქალი ჩემთვის სილამაზე და სულიერი საზრდოა. არ არის აუცილებელი ათასი გიყვარდეს.. მე ერთი ქალის პორტრეტს ვქმნი და ვაქანდაკებ ჩემს პოეზიაში. წაგიკითხავთ ამონარიდს, ერთი ლექსიდან, რომელიც ჩემს მეუღლეს მიუძღვენი:
,,ფეხით გათელილ ყაყაჩოს ტირი
ღაწვს აგიზოლავს სისველე წვრილი,
რას ფიქრობს შენი დაღლილი ტვინი,
როცა წვეთები კვდებიან წვიმის.’’
-როდის მოხვედით მწერლობაში? როდის შეიქმნა თქვენი პირველი ლექსი?
,,ფეხით გათელილ ყაყაჩოს ტირი
ღაწვს აგიზოლავს სისველე წვრილი,
რას ფიქრობს შენი დაღლილი ტვინი,
როცა წვეთები კვდებიან წვიმის.’’
-როდის მოხვედით მწერლობაში? როდის შეიქმნა თქვენი პირველი ლექსი?
-მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. მე შეიძლება, დღესაც არ მქონდეს დაწერილი პირველი ლექსი. შეიძლება გაგეღიმათ, მაგრამ ასე ვფიქრობ...Gგვიან მოვედი მწერლობაში, 30 წლის ვიყავი, როცა გამიცნო საზოგადოებამ. ჩემი მეგობრის კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძის და რეზო ინანიშვილის დაჟინებული თხოვნა იყო, მათთვის უფლება მიმეცა ჩემი ლექსები გამოექვეყნებინათ., მე მაშინ ცხვარში ვიყავი და არ მეცალა... იმ პერიოდში ჟურნალ ,,ცისკრის’’ რედაქტორი ჯასუღ ჩარკვიანი იყო და მახსოვს,გამოცემაც კი დაგვიანდა იმის გამო, რომ ჩემი ლექსები დაბეჭდილიყო...
-როგორი შეფასება მოჰყვა თქვენს მწერლობაში გამოჩენას?
- შეიძლება ითქვას, რომ ხმაურით შემოვედი ქართულ მწერლობაში. ჩემს Lლექსებს დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასება მოჰყვა. მე რომ ამ ქება-დიდებას ავყოლოდი, მაშინ დღეს არაფერი არ ვიქნებოდი... შემოქმედმა მოკრძალებით უნდა მიიღოს შექება. თუ პოეტი განდიდების მანითაა შეპყრობილი, იგი მოსაბეზრებელი ხდება საზოგადოებისთვის. პოეტს ბეწვის ხიდზე უწევს სიარულ, რათა არაფერი შეეშალოს და ხალხის სიყვარული არ დაკარგოს... თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით და ინტერნეტით, დღეს შესაძლებელია ჩემი ლექსები ინტერნეტ სინრცეშიც წაიკითხოს მკითხველმა.. იქ როცა 1400 ადამიანი კითხულობს ჩემს პოეზიას და დადებით შეფასებას აძლევს, რა თქმა უნდა დიდი სიფრთხილე მმართებს... როგორც უკვე აღვნიშნე, სიყვარული ჩემთვის უფრო ძნელი სატარებელია, უფრო გასაფრთხილებელია.
-რამდენი წიგნის ავტორი ხართ?
-მე პატარა წიგნებს არ ვთვლი წიგნებად... ჯერ-ჯერობით, ორი წიგნის ავტორი ვარ, მესამეს ახლა ვამზადებ.
-მე პატარა წიგნებს არ ვთვლი წიგნებად... ჯერ-ჯერობით, ორი წიგნის ავტორი ვარ, მესამეს ახლა ვამზადებ.
-თემატიკა, ძირითადად, პატრიოტულია?
- ლექსის თემატიკა მრავალფეროვანია.... სხვთაშორის ამ კითხვას ბევრი ჟურნალისტი მისვამს. პატრიოტული თემატიკა უფრო მოთხოვნადია და მსმენელამდე უფრო იოლად მიდის, თუმცა, როგორც გითხარით, იმ სამყაროს და ფილოსოფიას, რასაც მე ვთავაზობ საზოგადოებას, უფრო მომზადებული მკითხველი სჭირდება. Mმე რასაც ვგრძნობ, იმას ვწერ... ძალიან ძნელია წერა, მაგრამ როცა არის რაღაც გამონათებები, როცა მკითხველი შემოგყვება შენს სამყაროში, ძალიან კარგია...
- მთისა და მიწის სიყვარული იგრძნობა თქვენის ლექსებში. მთაში გაზრდილი პოეტის ლექსს სულ სხვა ძალა აქვს... თქვენი პოეზიით დაგვანახეთ ბუნებასა და ადამიანს შორის ჰარმონია... თქვენი შემოქმედებიდან რომელ ლექს გამოარჩევდით?
--როცა ამაზე ფიქრს ვიწყებ, პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს... ჩემი ყველა ლექსი სისხლითაა გაღებული. ასე მგონია, როცა რომელიმე ლექსს გამოვყოფ, მაშინვე ვგრძნობ სხვა დანარჩენი ლექსების უკმაყოფილო მზერას, იმათმა რა დამიშავეს? –არაფერი... მე ყველა ლექსი ერთნაირად მიყვარს... ბავშვობაში და ადრეულ ასაკში პოეზია არ მიყვარდა, თუმცა, ვაჟას ლექსებს ვკითხულობდი... ასაკში რომ შევედი, პოეზიის მიმართ, უფრო სხვა გრძნობა გამიჩნდა... წერის დროს, სულ ვცდილობდი არავის დავმსგავსებოდი... ჩემს გზას ვეძებდი ყოველთვის. ბევრმა მთიდან წამოსულმა პოეტმა ეს ვერ შეძლო...
-ყველაზე მეტად, რომელი ლექსის წაკითხვას გთხოვენ?
-დარბაზის და აუდიტორიის მიხედვით ლექსის ძალას ვერ შეაფასებ. Dდარბაზს სჭირდება იოლად მოსასმენი, მარტივად გასაგები და ადვილად აღსაქმელი ლექსი. პატიოტული ლირიკა უფრო მოსწონთ. ფოლოსოფიურ ლექსს როცა კითხულობ, აუდიტორია ვერ მოგყვება. ასეთი ლექსის წაკითხვის დროს, მარტო უნდა იყო, შენ და ლექსი. მახსოვს, კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ ჩემს ლექსზე სიმღერა დაწერა ,,ხმელი ფოთოლი’’, რომელიც ჰამლეტ გონაშვილს უნდა ემღერა, მაგრამ მან უარი თქვა მის შესრულებაზე, რადგავ ჩემი ხმა ამ ტექსტს არ მოუხდებაო და გავაფუჭებო. შემდეგ ეს სიმღერა ,,ცისფერმა ტრიომ’’ შეასრულა..
- თქვენს ლექსებზე ბევრი სიმღერაა შექმნილი?
-სულ რამდენიმე... კომპოზიტორები მინც გაურბიან ჩემს ლექსებზე სიმღერის შექმნას, რადგან ისინი ცდილობენ ტექსტი იყოს მუსიკაზე დაბალი. სიმღერაში, ტექსტი მძიმედ მოსასმენი არ უნდა იყოს... თუმცა, არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ აუცილებლად ჩემს ლექსზე სიმღერა დაწეროს. ლექსი სიმღერით არ მოისმინება, იგი უნდა წაიკითხო.
- დღეს, ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა სამწერლო ასპარეზზე, ბევრი ნიჭიერი პოეტია... თქვენ როგორ აფასებთ მათ შემოქმედებას?
-ბევრი ნიჭიერი პოეტია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მათ სწორი მიმართულება არა აქვთ. ახლგაზრდებისთვის ხშირად მითქვამს, საზოგადოება ვერ გაქცევს და ვერ გაგზრდის შენ პოეტად თუ ეს შენში არ არის. პოეზიის ნიჭს უფალი აძლევს ადამიანს, მაგრამ მან ეს თავის სამსახურში და რაღაც პრივილეგიებისთვის კი არ უნდა გამოიყენოს, არამედ, პირიქით, ყველაფერი უნდა მოიკლოს... ბევრ ამქვეყნიურ სიამოვნებაზე უარი უნდა თქვას. პოეტმა უნდა იცხოვრო ისე, როგრც ლექსი, როგორც პოეზია გთავაზობს.... სწორი მიმართულებით თუ არ მიდიხარ უფალი მიგატოვებს და მერე წერე რამდენიც გინდა...
-რისი კრიზისია დღეს ქართულ პოეზიაში?
-უწიგნურობის... შეიძლება წიგნმაც ბევრი არაფერიც არ მისცეს, თუ ბუნებამ არ უშველა, მაგრამ განათლება ყველა სფეროში აუცილებელი. ბუნებაში ყველაფერი კანონზომიერია, არსად არ არის თანაბარზომიერება. მაგალითად, მთები არის მაღალიც და დაბალიც. დაბალი რომ არ იყოს მაღალი ხომ არ გამოჩნდება?... ასე პოეზიაშიც, რომ არ ყოფილიყო გალაკტიონზე და ვაჟა-ფშაველაზე დაბალი პოეტები, მაშინ ხომ მათ ღვაწლსაც, სათანადოდ, ვერ შევაფასებდით? პოეტს და შემოქმედს, სულიერი სიმტკიცე სჭირდება, დამანგრეველია პოპულარობის სურვილი.. პოეტმა უნდა იფიქროს არა ვარსკვლავობაზე, არამედ ლექსისი ხარისხზე...
მზია გოგოძე
მზია გოგოძე
No comments:
Post a Comment