ჩაის ბუჩქების წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. როგორც წესი, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იგი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ რაიონში იზრდებოდა, იუნანის, გუინჯოუს და სეჩუანის პროვინციებში, სხვები ტიბეტის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონს და ზოგადად ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთს ასახელებენ, თუმცა არიან ისეთები, ვინც ინდოეთსაც მიიჩნევს ჩაის სამშობლოდ.
თავიდან ჩაის მხოლოდ მმართველები და სასულიერო პირები მოიხმარდნენ, აქტიური ჩაის სმა კი ჩინეთში V საუკუნეში დაიწყეს. X საუკუნისთვის ჩაის უკვე ნაციონალური სტატუსი აქვს და იწყება მისი საზღვარგარეთ გატანაც და ჩაით ვაჭრობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ჩინეთიდან შევიდა იაპონიაში ჩაის ცერემონიალიც, ტრადიცია, რომელიც დღეს, როგორც წესი, ამომავალი მზის ქვეყანასთან ასოცირდება.
ჩინური ჩაის სამკურნალო თვისებებსა
და არომატზე გვესაუბრება ,,ჩაის სახლის’’ დირექტორი შოთა ბითაზე.
--ბატონო
შოთა, ჩინური ჩაით როდის დაინტერესდით?
- ჩაით
იმიტომ დავინტერესდი, რომ იგი მედიცინასთან არის პირდაპირ კავშირში. საქართველოში
კი ითვლება, რომ ჩაი არის მხოლოდ, კვების პროდუქტი... ჩინეთში ჩაი წამლად
განიხილება და გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება. ჩაი უნდა იყოს
სპეციალურად მომზადებული, ხარისხიანი და არა მასიური წარმოების ანუ ერთჯერად
პაკეტებში შეფუთული... ჩინური ჩაით, ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული და თანდათანობით, უფრო
ღრმად შევისწავლე მისი ტექნოლოგია. შემდეგ, გადავწყვიტე საქაეთველიშიც შემომეტანა
და სავაჭრო ქსელში გამევრცელებინა. საერთოდ, ჩინეთში ხშირად ვმოგზაურობ. ჩემი
ინტერესი ამ ქვეყანასთან, სპორტით დაიწყო და ეს იყო 35 წლის წინ...
-ჩინური ენაც შეისწავლეთ?
-რა თქმა უნდა, ენაც შევისწავლე. ყველფერი იქიდან დაიწყო, რომ ვიცნობდი ჩინური საზოგადოების პრესიდენტს მალი ყანდარელს, იგივე, ლიუ-ყანდარელი კუანგვენ-ის, რომელსაც ჩინური ენის შემსწავლელი ჯგუფი ქონდა შექნილი (იმ ხანად,&ნბსპ; თბილისში ჩინური ენა არ ისწავლებოდა), პირველი მოსწავლეები ვიყავით მე და ჩემი მეგობარი - ზურა მამნიაშვილი. შემდეგ ისე მოხდა, რომ მე ჩინურ საბრძოლო ხელოვნებას - უშუს გავყევი, ხოლო ზურამ ენის შეისწავლა გააგრძელა და ჩინეთში წავიდა საცხოვრებლად. ცნობისათვის, პირველი თარგმანები ჩინურიდან ქართულად ზურა მამნიაშვილს ეკუთვნის... ჩინეთში ხშირად მიწევდა ყოფნა და შემდეგ ჩინური მედიცინით და ჩაით.
-,,ჩაის
სახლი’’ როდის გახსენით?
-ერთი
წელიწადია., რაც ,,ჩაის სახლი’’ გაიხსნა. ჩინეთიდან სხვასასხვა სახეობის ჩაი ჩამომქონდა
და საკმაოდ დიდ კოლექცია დამიგროვდა.... ასევე, შეგროვებული მქონდა თიხის ჩაიდნებისა და სხვადასხვა აქსესუარების კოლექცია, ამიტომ
გადავწყვიტე ,,ჩაის სახლის’’ გახსნა.
-თქვენთან მხოლოდ ჩინური ჩაის შეძენაა შესაძლებელი?
-არა მხოლოდ
ჩინურის, აქ ყველანაირი ჩაის სახეობაა წარმოდგენილი, რომლებიც ჯანმრთელობისთვის
ძალიან სასარგებლოა. სულ 2000 სახელობაა წარმოდგენილი. ,,ჩინური ჩაის სახლი’’ არის
ბრენდი და ჩვენთან ამ ნიშნით იყიდება ჩაი. სხვათაშორის, ,,ჩაის სახლში’’ ქართული
ჩაების პატარა მუზეუმი მაქვს წარმოდგენილი.
- ქართული
ჩაის წარმოება როდის დაიწყეთ?
-უკვე
მესამე წელიწადია, რაც ქართული ჩაის წარმოება დავიწყე. შარშანწინ, პირველად შევფუთე
ქართული შავი ჩაი. მე თავად ვამზადებ ჩაის, ვაფასოებ და დიზაინსაც მე ვაკეთევბ.Mმისი
შეძენა შესაძლებელია ,,გუდბივილში’’ და ,,ჩაიმანიაშიც.
-კი, შარშან
უკრაინაში გავიტანე ტონა ნახევარი ჩემი წარმოებული პროდუქტი და იქ საკმაოდ, ძვირადაც
გავყიდე....
-საქართველი
ცნობილი იყო ქართული ჩაის წარმოებით... სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩაის პლანტაციები
თითქმის განადგურებულია...
-მართალი
ბრძანდებით, სანამ ქართული ჩაის წარმოებას
დავიწყებდი, ჯერ შემოვიარე აჭარა და გურია, სადაც ჩაის პლანტაციები იყო გაშენებული
და ახლა სავალალო მდგომარეობაშია. საქართველოში, ძირითადად, კიმენის ჯიშის ჩაია
გავრცელებული, რომელიც ჩვენთან 165 წლის წინ, შემოიტანა ჩინელმა სპეციალისტმა ლიუ
ჯან ჯოუმ. სხვათაშორის, იგი იყო მალი ყანდარელის დიდი ბაბუა. ლიუ ჯან ჯიუ
საქართველოში, ბიზნესმენმა პოპოვმა ჩამოიყვანა და მისი ინიციატივით ინტენსიურად
მიდიოდა პლანტაციების გაშენება. აქცენტი იყო გადატანილი არა ხარისხზე, არამედ
რაოდენობაზე. კიმენის ჯიშის ჩაი ჩვენთან უკვე ადაპტირებულია და საქართველოს
კლიმატს მორგებული, ითვლება, რომ ის არის
ქართული ჯიშის ჩაი და საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვენთან ჩაის ტექნოლოგია და
მეცნიერული შესწავლა, ყოველთვის მაღალ დონეზე იყო და სწორედ, ქართველმა მეცნიერმა
ქსენია ბახტაძემ მოახერხა ის, რომ ქართული ჩაის ახალი ჯიში გამოიყვანა. ჩინეთში, კიმენის
ჯიშისგან სხვადასხვა ჩაის ამზადებენ.
-ითვლება,
რომ ჩაი ჩინური კამელიაა, თუმცა, არსებობს იაპონური, ინდური, ვიეტნამური ჩაები. საერთოსდ,
ჩინეთში სხვადასხვა სახეობის ჩაი ხარობს. იუნანის ტერიტორიაზე და ტიბეტის ზეგანზე
დიდი ჩაის ხეებია, რომელიც ჯერ კიდევ, არ
არის ბოლომდე შესწავლილი. ქართველი
მეცნიერმა (გვარად ჯემუხაძე), სერიოზული მეცნიერული კვლევის შედეგად დაამტკიცა, რომ
ჩინეთი არის ჩაის სამშობლო. იგი ადრე მაღალ ხეებად იზრდებოდა, მაგრამ სელექციის შედეგად,
პატარა ბუჩქად გადააჯიშეს, რადგან უფრო ადვილი მოსაკრეფი ყოფილიყო.
-თქვენი
დამზადებული ჩაი რომელ ჯიშს განეკუთვნება?
-ჩინური
ტექნოლოგიით ვამზადებ სხვადასხვა ჯიშის ჩაის&ნბსპ;
(კოლხურს, კიმენის ჯიშს და ა.შ.), რომელიც ჩემს კლიენტებს ძალიან მოსწონთ
და საკაოდ, მაღალ ფასებშიც იყიდება. როგორც უკვე აღვნიშნე, მთელი რეგიონი შემოვიარე,
გავესაუბრე გლეხებს და გავეცანი მათი ჩაის დამზადების ტექნოლოგიას. სამწუხაროდ,
ოჯახებში, ხარისხიანი ჩაის წარმოების კულტურა არ იყო კარგად განვითარებული. ადრე,
ჩაის მოკრეფას და მის მომზადებას სპეციალური წესების დაცვა სჭირდება, რათა
მცებარემ არ დაკარგოს მისი სამკურნალო თვისებები.
- ბატონო
შოთა, საქართველოში მხოლოდ, შავი და მწვანე ჩაია ცნობილი, რას გვეტყოდით თეთრ
ჩაიზე?
-საერთოდ, არსებობს
შავი, თეთრი, მწვანე, წითელი (ანუ ულუნი), ყვითელი ჩაი. თეთრი ჩაი, რაც უფრო
ძველდება, მით უფრო კარგია და ჩინეთში ძალიან ფასობს. მას ჩინური მედიცინის
მიხედვით, არავითარი უკუჩვენება არ გააჩნია და, იგი ჩაების მეფედ ითვლება თეთრი
ჩაის საგემოვნო თვისებები უნიკალურია და მაქსიმალურად სასარგებლოა ადამიანის
ჯანმრთელობისთვის. თეთრი ჩაის ცნობილი სახეობებია –პაიმუდანი და პაიხაო, სწორედ,
აქედან მოდის სახელწოდება ,ბაიხის ჩაი’’, რომელსაც განსხვავებული სუნი და არომატი
აქვს.. საგულისხმოა, რომ მწვანე არფერმენტულია და მისი შენახვის ვადა შეზღუდულია, რაც უფრო ახალია ის, მით უფრო კარგია. ჩინეთში მწვანე
ჩაის შენახვის ვადა 6 თვეა, ჩვენთან ეს წესი დაცული არ არის. შამწუხაროდ, ქართულ
ბაზარზე ბევი უხარისხო და ვადა გასული ჩაი იყიდება. ნბსპ;ჩაი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი საშუალება. იგი,
სოფლის მეურნეობაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროდუქტია. მისი
არ გამოყენება არ შიეძლება. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ სოფლებში ჩაის
ფესვებს ძირკვავენ და თხილს აშენებენ. თურქეთში კი პირიქითაა, იქ თხილისთვის მიწას
არ გააცდენენ.... თხილი წელიწადში ერთ მოსავალს იძლევა, ხოლო ჩაი რამდენიმეს... ამიტომ, კარგი იქნება თუ ჩაის
მასიური წარმოება კვლაბ აღდგება საქაერველოში.
მზია გოგოძე
No comments:
Post a Comment