Saturday 28 November 2015

კულტურა

       
 ნინო  – ქართული  კულტურის კორიფე

            მწერალთა სახლში, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა მსოფლიო საბალეტო ვარსკვლავ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან, რომელსაც ესწრებოდნენ ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და გამოჩენილი კულტურის მოღვაწეები. ფოიეში მოეწყო პრიმა-ბალერინას შემოქმედებისადმი მიძღვნილი  ფოტო-გამოფენა.
  ნინო ანანიაშვილის  შემოქმედებაზე და მის წარმატებებზე ისაუბრეს რუსთაველის საზოგადოების თავჯდომარემ, პოეტმა დავით შემოქმედელმა, კინო რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ,  ფერმწერმა რეზო ადამიამ და სხვებმა. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეებმა კი,  მცირე საბალეტო ნომერი შეასრულეს.
 ღონისძიებაზე, ნინო ანანიაშვილმა ვრცლად ისაუბრა საბალეტო ხელოვნებაზე, ცნობილ მოცეკვავეებზე, გაიხსენა საინტერესო ეპიზოდები და შეეხო ქორეოგრაფიული სასწავლებლის პრობლემებს.. საუბრის პარალელურად, ეკრანზე ნაჩვენები იყო  ნაწყვეტები სხვადასხვა სპექტაკლებიდან.
  შეხვედრაზე,  დავით შემოქმედელმა სიურპრიზი მოუწყო ბალეტის ვარსკვლავს და რუსთაველის საზოგადოების სახელით გადასცა პრიზი - საბალეტო ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ნინო ანანიაშვილს  მიანიჭა: ,,ქართული კულტურის კორიფეს’’ წოდება.
  დასასრულ,  შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც ქალბატონმა ნინომ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და  ასევე, ისაუბრა ქართული საბალეტო სკოლის განითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და სპექტაკლებზე.

            მზია გოგოძე


No comments:

Post a Comment