ღირსეული ქალბატონი
-ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და უფლის წყალობით, სწორედ იქ აღმოვჩნდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი– ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი, თბილისის 142-ე საჯარო სკოლის დირექტორმა შორენა ცნობილაძემ, რომელიც მართლაც სანიმუშო დირექტორია და ღირსეულად აგრძელებს სკოლის ტრადიციებს.
ცოტა რამ მისი ბიოგრაფიიდან...
შორენა ცნობილაძე დაიბადა ტყიბულში 1966 წელს და ამავე ქალაქში გაიარა დაწყებითი განათლების პირველი საფეხური, ხოლო მე-7 კლასიდან სწავლა განაგრძო თბილისის 132-ე (ახლანდელი 32-ე) სკოლაში, რომლის დირექტორი გახლდათ საამაყო პიროვნება - ოთარ თეთვაძე, რომელიც მუხჩლჩაუხრელად იღწვოდა მომავალი თაობის აღზრდა - განათლებისთვის.
შორენა ცნობილაძეA გაიზარდა ისეთ ოჯახში, რომელიც სიწმინდით და სისპეტაკით გამოირჩეოდა. Mმამა გახლდათ დემურ ცნობილაძე ინჟინერ-მექანიკოსი, თავისი საქმის პროფესიონალი და არაჩვეულებრივი პიროვნება, ღირსეული ვაჟკაცი, რომელიც 29 წლის ასაკში გარდაიცვალა და დააკლდა არამარტო ოჯახს, არამედ ქალაქს.. ოჯახის გაძღოლა და 3 ობლის გაზრდა დედამ – ცირა გულაღაშვილმა იტვირთა, რომელიც ბავშვებს მზრუნველობასა და ყურადღებას არ აკლებდა. იგი, ძალიან განსწავლული, განათლებული ქალბატონი იყო. მუშაობდა ტრავმატოლოგიის ინტიტუტში რენტგენო-ლაბორანტად. ბავშვებს კარგი განათლებაც მისცა და ფეხზე დააყენა. სამწუხაროდ, ისიც ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან...
ოჯახი...
ქალბატონი შორენა, 1986 წელს, დედა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და იმავე წელსვე გათხოვდა, სიყვარულით შექმნა ოჯახი. მისი მეორე ნახევარი ნუგზარ ხუსიაურია., რომელიც ამჟამად, კერძო ბიზნესით არის დაკავებული, კარგი მეოჯახე, წესიერი ადამიანი და მზრუნველი მამაა.
ბავშვობის მოგონებები...

კარიერული წინსვლა..
ქალბატონი შორენამ, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში თსუ –ს გამომცემლობაში დაიწყო მუშაობა, მერე კერძო სექტორში გადაინაცვლა. მოგვიანებით, მუშაობდა 32-ე სკოლაში, ეთიკისა და ესთეტიკის პედაგოგად. შემდეგ, მისმა ყოფილმა მასწავლებელმა გულიკო ლებანიძემ, თავისი ქართული ენისა დალიტერატურის საათები დაუთმო, ხოლო 2007-2011 წლებში იყო ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე.. ხოლო 2011 წელს, კონკურის გავლის შემდეგ დაინიშნა 142-ე საჯარო სკოლის დირექტორად. მისი მოსვლის დღიდან სკოლაში არაერთი სიახლე და წარმატებული პროექტი განხორციელდა, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა.
უაღრესად კეთილშობილი, ენერგიული და შრომისმოყვარე, სამართლიანი და თავდაუზოგავი - ასე ახასიათებენ მას კოლეგები. ქალბატონი შორენა, იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთანც ურთიერთობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს ყველას, დიდსა თუ პატარას. ძალიან უყვარს ბავშვები, სკოლა, თავისი კოლექტივი და მუშაობის პროცესში თითოეული თანამშრომლის აზრს ითვალისწინებს. წარმატებებს ვუსურვებთ ამ ღირსეულ ქალბატონს თავის პირად და პროფესიულ საქმიანობაში.
მზია გოგოძე
No comments:
Post a Comment