Saturday 28 November 2015

პოლიტიკა

               ქვეყნებს შორის შეტაკება არ უნდა მოხდეს... 



           ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საგარეო საფრთხეებზე გვესაუბრება ,,ქართული დასის’’ ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

 -როგორ შეაფასებდით დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას?

 - სამწუხაროდ, ერთი წელია, რაც რთული პოლიტიკური  ვითარებაა შექმნილი. ამ ყველაფერს ამძიმებს რთული სოციალური ფონი. ასევე, ქვეყნის გარეთ მიმდინარე დაძაბულული სიტუაცია. გაზრდილია ტერერისტული საფრთხეები, არსებეობს სუპერ სახელმწიფოებს შორის შეჯახების საშიშროება, რაც არც ერთი ქვეყნისთვის არ იქნება კარგი. ამიტომ, ქართველებს ახლა გვჭირება გონიერება, ასი თვალი და ასი ყური, რათა ჭკვიანურად დავალაგოთ, გავაანალიზოთ ურთიერთობა და ვიმოქმედოთ ფრთხილად.

 - მეზობელ ქვეყანაში მომხდარ ინცინდენტს და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას გულისხმობთ?

 -არამარტო ამ ფაქტს...  საერთოდ, თურქეთში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი არ იყო გონივრული ნაბიჯი..  გამოდის, რომ თურქეთი ვიღაცამ წააქეზა, მართალია პრეზიდენტი ერდოღანი საკმაო გამოცდილი პოლიტიკოსია, მაგრამ ეს შეცდობა დააშვებინეს... ხომ გახსოვთ გაქეზებული სააკაშვილ წითელ ჰალტუხს როგორ ღეჭავდა? .. ერდოღანსაც აქვს ჰალსტუხები, თან წითელი ფერი უყვარს. ეს რა  თქმა უნდა,  ხუმრობით... სერიოზულად კი, ჩვენს მეზობლებს შორის შეტაკება, საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება, თუ ეს მოხდება საჩვენოთ უნდა გამოვიყენოდ სიტუაცია.. ამ სახელმწიფოებს შორის შეტაკება რომ დაიწყოს, მაშინ რუსეთს დაჭირდება საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა.. თურქეთი კი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მას აქვს შიდა რელიგიური პრობლემები და მაინცდამაინც კეთილმეზობლურ გარემოცვაში არ არის..

 -ბატონო ჯონდი, რამდენად დაცულია ჩვენი ქვეყანა ტერორიზმის საფრთხეებისგან?

 -საქართველო ყველაზე დაუცველია ტერორიზმისა და სხვა აგრესიისგან, რადგან რეალურად არანაირი დაცვის მექანიზმი არ არსებობს, ისევ და ისევ, წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი მოქმედებების გამო. სამწუხაროდ,  მოშლილია საზღვრებზე კონტროლი და საქართველო დიდი ხანია გადაიქცა (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ტერმინს თუ გამოვიყენებთ) პოტენციური მებრძოლების სატრანზიტო ქვეყნად..  სხვადასხვა მიმართულებით, იარაღის გადაზიდვაც ხდება. ახალ ხელისუფლებას კი, არ აღუდგენია საზღვრებზე კონტროლი. რეგინში ახალგაზრდების რადიკალიზაციას თუ მათ იდეურ დამოძღვრას, თურქეთში გაყვანას, სახედრო გაცვლას და რეპორტირებას ეწევა ძლიერი აგენტურული ქსელი, რომელსაც მაართავს თურქული რადიკალური ძალები. საქართველოს წინა ხელისუფლება ხელს უწყობდა მათ, ხოლო დღევანდელი დუმს.. არადა, მეზობელ სახელმწიფოებთან საჭიროა კოორდინაცია, განსაკუთრებით რუსეთთან, რომელიც ეფექტურ ღონისძიებებს აწარმოებს ტერორიზმის წინააღმდეგ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ხალხი და სახელმწიფო, აბსოლუტურად დაუცველია. საქართელოს რამდენიმე კუთხეში, მიმდინარეობს ახალგაზრდების იდეური რადიკალიზაცია და მერე, მათი გამოყენება სხვადასხვა საბრძოლო მიზნებისთვის. მაგალითად, სირიაში. ამიტომ, საჭიროა მეტი სიფრთხილის გამოჩენა, ისინი, ხომ ჩვენი მოქალაქეები არიან და რატომ უნდა იხოცებოდნენ ისინი სირიაში თურქეთის ინტერესებისთვის? საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს უნდა ებრძოდეს და კრძალავდეს, აღნიშნული აგენტურული ქსელი კი, უნდა დაიშალოს..  ამერიკელები წერენ, რომ საქართველო არის პოტენციური მებრძოლებს ტარნზიტული ქვეყანა. კასპიის ზღვის აუზიდან და ჩრდილო კავკასიიდან მებრძოლეები, ჯერ თურქეთში გადაჰყავთ, ხოლო შემდეგ სირიაში. საქართველომ უნდა გააკონტროლოს საზღვრები და ამ მიმართულებით, ჩვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის უნდა მიმდინარეობდეს ურთიერთთანამშრომლობა. მოგეხსენებათ, რუსეთს კარგი სადაზვერვის სამსახურები აქვთ.

 -თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობა?

 -საერთოდ, პრობლემების მოგვარებე შესაძლებელია ორი გზით: ან ძალით, ან ჭკუით. პირველი ვარიანტის მომხრე ვინც არის, მასზე საუბარიც არ ღირს. მეორე ვარიანტ კი, გულისხმობს რუსეთთან დიალოგს და ამ ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებას. მინიმუმ, საქართველო არ უნდა გადაიქცეს ტერიტორიად, საიდანაც რუსეთს დაუმიზნებენ რაკეტებს და რუსეთის ინტერესების საზიანოდ იმოქმედებენ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში ვგულისხმობ, ნატოს ბაზებს და სარაკეტო სისტემებს, რომლებიც მოსკოვისკენ არის მიმართული და დამიზნებული. ამიტომ, არ უნდა მივცეთ მათ უფლება, რუსეთის ინტერესებვის საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული, რათა საფრთხე არ შეექმნას ჩვენს ქვეყანას. ეკონომიკური კუთხითაც უნდა მოგვარდეს სიტუაცია, ვგულისხმობ, ენერგო მატარებლებს, ენერგეტიკული კორიდორებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის. ჩვენ არ უნდა მივიღო მონაწილეობა ისეთ გლობალურ პროექტებში, რომელიც საქართველოს არაფერს არ აძლევს, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ რუსეთს გაუყონ ენერგეტიკული ბაზარი. მაგალითად, ბაქო-ჯეიჰანის პროექტით, ბიუჯეტში სულ რამდენიმე მილიონი შემოდის, მაგრამ პრობლემები ბევრი შეგვიქმნა. სამწუხაროდ, გაძვირებულია გაზის ტარიფები.. ჩვენ, რომ  რუსეთთან რაციონალური პოლიტიკა განვახორციელოდ ამ მიართულებით, მაშინ შეიძლება გაზი უფასოდაც გვქონდეს... ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.
-რა მიგაჩნიათ ,,ქართული ოცნების’’ მთავარ ნაკლად და ღირსებად?
-ოცნების მათავარი ნაკლი არის სიტყვის გატეხვა და დაპირებების შეუსრულებლობა. ნაკლია ის, რომ ეს ხელისუფლება გარიგებსი შევიდა კრიმინალურ ბანდასთან, რომელიც თავის თავს ნაციონალურ მოძრაობას უწოდებს და ამ გარიგებას დაარქვეს – კოჰაბიტაცია. რეალურად კი, გადაინაწილეს ბიზნესებში წილები და ერთად ღუღუნებენ. (ეს ბიზნესია: ენერგო მატარებლებზე, ბენზინზე, ფარმაცევტულ კომპანიებში და ა.შ). ცუდია ის, რომ არ გაიზარდა პენსიები, მაგრამ მოიმატა ელექტროენერგიის და გაზის ტარიფები გდასახადებმა. დადებითი და პოზიტივია, მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა და ც ჰეპატიტის პროგრამა.. თუმცა, სოციალურად დაუცველთა პროგრამა გაუარესდა, საიდანაც ბევრი ადამიანი ამოიღეს. ერთი მნიშვნელოვანი ნაკლია – კარჩაკეტილობა და დიალოგის უგულებელყოფა ოპოზიციურ  პარტიებთან. შამი წლის განმავლობაში ერთი შეხვედრაც არ გვქონია..

 -საარჩევნო გარემოს შეცვლაზე თუ გისაუბრიათ?

 -წელიწადნახევარია ამ საკითხზე ვლაპარაკობთ, მაგრამ დიალოგი მაინც ვერ მოვახერხეთ. ქართული ოცნება ელაპარაკება, მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას.

 -რა აზრის ხართ სხვა პოლიტიკურ პარტიებზე?

 -ჩემს კოლეგებზე რა უნდა გითხრათ? ხლხმა უნდა შეგვაფასოს, თორემ ჩვენ ერთმანეთის შეფასებისაში ყოველთვის მიკერძოებულები ვართ. კატეგორიულად არ ვეთანხმები _ თავისუფალი დემოკრატების, რესპუბლიკელები და სხვათა პოზიციას დასავლეთთან და ნატოსთან ურთიერთობაში და ე.წ ფსევდოლიბერალიზმში. (ვგულისხმობ სექსუალური უნცირესობების საკითხის წამოწევას, რომელსაც კატეგორიულად არ ვეთანხმები)...

 -ბატონო ჯონდი, როგორია თქვენი პტოგნოზები, როგორ განვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები?

 -ძალიან რთულია რაიმეს პროგნოზირება, რადგან პროცესები მიშვებულია და მას ხელისუფლებაც ვერ მართავს. ჩვენ რომ გვქონდეს საშუალება  პროცესები სწორად ვმართოდ, საქართველოს, დიდი შანსი აქვს ძლიერი სახელმწიფო გახდეს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს, დიდი პოტენციალი აქვს ჩამოყალიბდეს როგორც სახელმწიფო - რეგიონის ლიდერად.

 -,,ქართული დასის’’ გეგმები როგორია?

 -აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ვეწევით და ვგეგმავთ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებს. დწყებული გვაქვს დიალოგი არამარტო რუსულ პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან, ჩვენ განვიხილავთ  რუსულ-ქართული სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს, რომელმაც უნდა მოამზადოს კონცეფცია-პროექტი. აღნიშნული  კონცეფცია იქნება -საუკუნის  რუსულ-ქართული ურთიერთობის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შეეხება და მას პირველ რიგში,  გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას და ხელისუბლებას...


                   ესაუბრა მზია გოგოძე

No comments:

Post a Comment