Sunday 13 December 2015

იუბილე

            




           



                            ცნობილი ქორეოგრაფის ვარსკვლავი



    ლაუზი (რეზო) ჭანიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული სახელია ქართულ ქორეოგრაფიაში, რომელმაც მთელი თავის ცხოვრება ქართულ ცეკვას მიუძღვნა. იგი, წლების მანძილზე იდგა სცენაზე და მაყურებელთა დიდ მოწონებას და ოვაციებს იმსახურებდა.. ახლა კი, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავჯდომარეა. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმში,  ქუთაისში – ქორეოგრაფად... შემდეგ თბილისში, მოსწავლეთა ახალგაზრდობის ეროვნულ (ყოფილ პიონერთა) სასახლეში ჩამოაყალიბა ანსამბლი ,,მერანი’’... მოგვიანებით კი,  პედაგოგიურ საქმიანობას მიჰყო ხელი და ქორეოგრაფიის სფეროში, მეცნიერულ მოღვაწეობას შეუდგა. არის არაერთი წიგნის ავტორი. ახლახან, გამოვიდა მისი ახალი წიგნი ,,ქართული ცეკვის საიდუმლო’’... ბატონი რეზო გახლავთ ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის და ნორვეგიის ქალაქ – ჰამერფესტის საპატიო მოქალაქე.
   ღვაწმოსილი ქორეოგრაფის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორის, ღირსების ორდენის კავალერის შემოქმედებითი მოღვაწეობის  65 წლისთავი, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზულად აღინიშნა. საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ: ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი -,,სუხიშვილები’’,  ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი -,რუსთავი’’ , ქორეოგრაფიული სტუდიები - ,,კახაბერი’’ და ,,იმედი'', ქუთაისის, აჭარის,  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლები, საქართველოს სხვადასხვა რაიონის ქორეოგრაფიული სასწავლებლის აღსაზრდელები და სხვები.
   ღონისძიებაზე, რეზო ჭანიშვილს, ქართული კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის ,,ხელოვნების ქურუმი’’ გადაეცა. შემოქმედებითი საღამო,  დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალით დასრულდა.


             მზია გოგოძე

No comments:

Post a Comment