Sunday 27 December 2015

გამოფენა

გამოფენა
        ,,მე არ ვიცი მხატვრობაზე უდიდესი ფილოსოფია”...
     
                                                      შალვა ქიქოძე
   

          მე-20 საუკუნის მოდერნისტული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი შალვა ქიქოძე, თავისი მაღალმხატვრული ნამუშევრებით ცნობილია არამარტო  საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მის მიერ შესრულებული ფერწერული, გრაფიკული და სცენოგრაფიული ნამუშევრები  არაერთხელ გამხდარა დამთვალიერებლთა აღფრთოვანებისა და მოწონების საგანი. სახელგანთქმული მხატვრის ცნობილი ნამუშევრებია: ,,ხევსურეთი’’, ,,გურული ქალი დოქით ხელში’’, ,,აჭარელი ჩადრიანი ქალები’’, ,,ლუქსენგურგის ბაღი’’ და პარიზის ცხოვრების სცენები. შალვა ქიქოძის პირველი გამოფენა თბილისში, 1928 წელს   გაიმართა.
         

  ბიოგრაფიული შტრიხები...
  
     გასული საუკუნის, 10-20 წლების გამოჩენილი მხატვარი  შალვა ქიქოძე 1894 წლის, 27 მაისს დაიბადა, ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. 1902 წელს შევიდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ხოლო 1914 წქელს, მოსკოვის იურდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პროფესიული განათლება კი, მოსკოვის ,,ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების’’ სასწავლებელში მიიღო. იმ პერიოდში, იგი აქტიურად იყო ჩაბმული თეატრალურ ცხოვრებაში, მუშაობდა ჟურნალის  ილუსტრადორად და თეატრ-კაბარეს ფარდის მხატვრული გაფორმების ავტორად. თბილისში დაბრუნების შემდეგ, იგი თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან და თეატრებთან, აფორმებდა სპექტაკლებს. ამავე დროს, ფსევდონიმით ,,შჰალიკო’’ მეგობრულ შარჟებსა და კარიკატურებს აქვეყნებდა პერიოდულ გამოცემებში. მოგვიანებით კი, პროფესიული სრულყოფისთვის საფარნგეთში გაემგზავრა, რაშიც მას მაშინდელი მთავრობა და ,,ქართველ ხელოვანთა საზოგადოება’’ დაეხმარა. სწორედ, პარიზში შეიქმნა მხატვრის გამორჩეული ნაწარმოებები, რომლებიც ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის ნაწარმოებებთან ერთად ,,ლა ლიკორნ’’-ის
      სამწუხაროდ,  შალვა ქიქოძე სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. 27 წლის ნიჭიერი ქართველი მხატვარი ფრაიბურგში გარდაიცვალა. მხატვრის მეგობრებმა და ნათესავებმა მისი მემკვიდრეობა, პარიზიდან სამშობლოში ჩამოიტანეს.
            გალერეასა და ,,დამოუკიდებელთა სალონში’’ გამოიფინა. ქართველი მხატვრების ნაწარმოებები, ფრანგული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა.

  გამოფენა  ასი წლის შემდეგ...
   
     ახლახანს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა გამოჩენილი მხატვრის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა და გაიმართა წიგნი- ალბომის პრეზენტაცია ,,შალვა ქიქოძე 120’’.
    საგულისხმოა, რომ შალვა ქიქოძის პერსონალური გამოფენა, ასწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად გაიმართა, სადაც გამოფენილ ნამუშევართა უმეტესი ნაწილი, ქართულმა საზოგადოებამ პირველად იხილა.
    ექსპოზიციაზე, წარმოდგენილია მხატვრის 300-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაცია, ქართველ და უცხოელ ხელოვანთა შარჟი, ჩანახატი, პოლიტიკური კარიკატურა. ასევე, მის მიერ შესრულებული, ახლად მიკვლეული ვიტრაჟის ამსახველი ფოტო-მასალა, დაკარგული ნამუშევრების სტენდი, მხატვრის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაცია და საარქივო მასალა.

     ორგანიზატორების თქმით, გამოფენის მიზანია საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ქართველ ხელოვანზე, რომლის მემკვიდრეობა მოიცავს არამარტო მხატვრობას, არამედ წერილებს თანამედროვე ქართულ ხელოვნებასა და მის მომავალზე, პარიზულ და ზოგადად, ევროპულ კულტურაზე, საქართველოსა და ევროპის პოლიტიკურ ვითარებაზე.
     გამოფენაზე, დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს ამონარიდი შალვა ქიქოძის მიმოწერიდან, იმდროინდელ ცნობილ და მისთვის ახლობელ ქართველ მოღვაწეებთან, მათ შორის დიმიტრი შევარდნაძესთან, ვიქტორ ნოზაძესთან, გერონტი ქიქოძესთან და სხვებთან.

     შალვა ქიქოძის  მონოგრაფიის ავტორები და გამოფენის ორგანიზატორები  არიან ხელოვნებათმცოდნეები:   მაია ციციშვილი, ირინე აბესაძე და ნინო ჭოღოშვილი.

   ირინე აბესაძე: შალვა ქიქოძე, მეოცე საუკუნის დასაწყისის, ქართველ მხატვართა ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია, რომელიც იმდროინდელ მსოფლიო ტენდენციებს სრულად იზიარებდა. გამორჩეული და განსხვავებულია  მისი ხელწერა, ხედვა. იგი, სხვა ცნობილ მხატვრებთან ერთად, ქმნიდა ქართულ ავანგარდს. ჩვენ უნდა ვიამაყოთ შალვა ქიქოძის  მრავალფეროვანი შემოქმედებით.
     გამოფენის ფარგლებში,  ბავშვებისთვის დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამები და საჯარო ლექციების ჩატარება.  დამთვალიერებლებს ექსპოზიციის ხილვა  10 თებერვლამდე შეეძლებათ.

                                                მზია გოგოძე
   




No comments:

Post a Comment